რუსეთის ქალაქებში დააკავეს ნავალნის ხსოვნისადმი მიძღვნილი საპროტესტო აქციის მონაწილეები – BBC

რუსეთის ქალაქებში ციმბირის კოლონიაში გარდაცვლილი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის ხსოვნისადმი მიძღვნილი საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს. ამის შესახებ BBC-ის რუსული ბიურო წერს. გამოცემის ცნობით, ნავალნის ხსოვნის პატივსაცემად მოქალაქეებს...

დღეს ზურიკოს დღეობაა! აუცილებლად უნდა წამოდგეს ფეხზე… გელოდებით… უშენოდ სულ არ გვინდა თამაში” – მანანა ბერიკაშვილი

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, მსახიობი ზურა ბერიკაშვილი გერმანიის კლინიკაში იმყოფება, სადაც ექიმები მის გამოსაჯანმრთელებლად იბრძვიან. ცნობილ მსახიობს დაახლოებით ერთი თვის წინ მოულოდნელად გული გაუჩერდა. დღეს მისი...

შუქი გაითიშება – გადაამოწმეთ თქვენი მისამართი

კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 19 თებერვალს, ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება კრწანისის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კრწანისის ქუჩის...

მორიგი ავტოსაგზაო შემთხვევა თბილისში – 4 ავტომობილი დაზიანდა (ვიდეო)

თბილისში, ცოტნე დადიანის ქუჩაზე მორიგი ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. 4 ავტომობილი დაზიანდა, დაშავებულთა მდგომარეობა უცნობია - ინფორმაციას ფწისბუქ-გვერდი „ჩემი ქალაქი მკლავს“ ავრცელებს.

საკუთარი თავისთვის სამუდამო განაჩენი გამოაქვთ – დეკანოზი კეკელია საბერძნეთში ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონებაზე

ღვთის კანონების წინააღმდეგ წასვლით, საკუთარი თავისთვის განაჩენი გამოაქვთ - ასე აფასებს ვაკის მაცხოვრის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური, დეკანოზი შალვა კეკელია საბერძნეთის მიერ მიღებულ კანონს, რომლის თანახმადაც „საბერძნეთი პირველი...

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო მხარს უჭერს იუსტიციის სამინისტროს ინოვაციურ რეფორმებს

იუსტიციის სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტი მსჯავრდებულთა და ყოფილ პატიმართა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციაა. პატიმრების დასახმარებლად არაერთი სახელმწიფო პროგრამა შეიქმნა. მათი მიზანი რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის ხელშეწყობა და ამ გზით განმეორებითი დანაშაულისგან საზოგადოების დაცვაა. ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ უმაღლესი შეფასება მისცა იუსტიციის სამინისტროს მიერ შექმნილ ინოვაციას „PROBBOX“-ს, რომელსაც მსოფლიოში ანალოგი არ აქვს. სამინისტრო მუშაობს აღნიშნული პროექტის ექსპორტზეც. ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან თანამშრომლობით პრობაციონერებისთვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის არეალი საქართველოში კიდევ უფრო გაფართოვდა. აშშ-ის საელჩომ იუსტიციის სამინისტროს 10 პრობბოქსი გადასცა, რომლებიც ქვეყნის მასშტაბით 10 ტერიტორიულ ერთეულში განთავსდება. ამით მათი რაოდენობა 27-მდე გაიზრდება. იუსტიციის სამინისტრო პრობაციონერებისთვის ინოვაციურ სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას მომავალშიც განაგრძობს. „PROBBOX“ ევროპაში პირველი ინოვაციური ტექნოლოგიური მოწყობილობაა, რომელიც პრობაციონერთა ელექტრონულ კონტროლსა და სერვისებს უზრუნველყოფს. პირველად ევროპაში, მისი საშუალებით პრობაციონერთა რეგისტრაცია და მომსახურება, პრობაციის ბიუროში გამოცხადების გარდა, იუსტიციის სახლებსა და მუნიციპალურ შენობებში ხორციელდება, რითაც უზრუნველყოფილია პრობაციონერთა მეტი ანონიმურობა და გაზრდილია პრობაციის შესაძლებლობის გეოგრაფიული არეალი. საელჩომ სააგენტოს ასევე გადასცა 50 ელექტრონული ზედამხედველობის მოწყობილობა, რომელიც შინაპატიმრობის აღსრულების პერიოდში ადგილმდებარეობის მუდმივ მონიტორინგს ახორციელებს. ხოლო მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრს აგროპროდუქციის დისტრიბუცია-რეალიზაციისთვის მსუბუქი ავტომობილი და ციფრული ტექნიკა გადაეცა. ღონისძიებას ესწრებოდნენ იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბუბა ლომუაშვილი; ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოადგილე საქართველოში ალან პერსელი და ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის ბიუროს დირექტორი სარა რუპერტი; ასევე დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ლადო ხელაძე; მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრის ხელმძღვანელი თამთა დემურიშვილი.