მორიგი ავტოსაგზაო შემთხვევა თბილისში – 4 ავტომობილი დაზიანდა (ვიდეო)

თბილისში, ცოტნე დადიანის ქუჩაზე მორიგი ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. 4 ავტომობილი დაზიანდა, დაშავებულთა მდგომარეობა უცნობია - ინფორმაციას ფწისბუქ-გვერდი „ჩემი ქალაქი მკლავს“ ავრცელებს.

საკუთარი თავისთვის სამუდამო განაჩენი გამოაქვთ – დეკანოზი კეკელია საბერძნეთში ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონებაზე

ღვთის კანონების წინააღმდეგ წასვლით, საკუთარი თავისთვის განაჩენი გამოაქვთ - ასე აფასებს ვაკის მაცხოვრის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური, დეკანოზი შალვა კეკელია საბერძნეთის მიერ მიღებულ კანონს, რომლის თანახმადაც „საბერძნეთი პირველი...

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო მხარს უჭერს იუსტიციის სამინისტროს ინოვაციურ რეფორმებს

იუსტიციის სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტი მსჯავრდებულთა და ყოფილ პატიმართა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციაა. პატიმრების დასახმარებლად არაერთი სახელმწიფო პროგრამა შეიქმნა. მათი მიზანი რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის ხელშეწყობა და ამ გზით განმეორებითი დანაშაულისგან საზოგადოების დაცვაა. ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ უმაღლესი შეფასება მისცა იუსტიციის სამინისტროს მიერ შექმნილ ინოვაციას „PROBBOX“-ს, რომელსაც მსოფლიოში ანალოგი არ აქვს. სამინისტრო მუშაობს აღნიშნული პროექტის ექსპორტზეც. ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან თანამშრომლობით პრობაციონერებისთვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის არეალი საქართველოში კიდევ უფრო გაფართოვდა. აშშ-ის საელჩომ იუსტიციის სამინისტროს 10 პრობბოქსი გადასცა, რომლებიც ქვეყნის მასშტაბით 10 ტერიტორიულ ერთეულში განთავსდება. ამით მათი რაოდენობა 27-მდე გაიზრდება. იუსტიციის სამინისტრო პრობაციონერებისთვის ინოვაციურ სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას მომავალშიც განაგრძობს. „PROBBOX“ ევროპაში პირველი ინოვაციური ტექნოლოგიური მოწყობილობაა, რომელიც პრობაციონერთა ელექტრონულ კონტროლსა და სერვისებს უზრუნველყოფს. პირველად ევროპაში, მისი საშუალებით პრობაციონერთა რეგისტრაცია და მომსახურება, პრობაციის ბიუროში გამოცხადების გარდა, იუსტიციის სახლებსა და მუნიციპალურ შენობებში ხორციელდება, რითაც უზრუნველყოფილია პრობაციონერთა მეტი ანონიმურობა და გაზრდილია პრობაციის შესაძლებლობის გეოგრაფიული არეალი. საელჩომ სააგენტოს ასევე გადასცა 50 ელექტრონული ზედამხედველობის მოწყობილობა, რომელიც შინაპატიმრობის აღსრულების პერიოდში ადგილმდებარეობის მუდმივ მონიტორინგს ახორციელებს. ხოლო მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრს აგროპროდუქციის დისტრიბუცია-რეალიზაციისთვის მსუბუქი ავტომობილი და ციფრული ტექნიკა გადაეცა. ღონისძიებას ესწრებოდნენ იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბუბა ლომუაშვილი; ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოადგილე საქართველოში ალან პერსელი და ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის ბიუროს დირექტორი სარა რუპერტი; ასევე დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ლადო ხელაძე; მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრის ხელმძღვანელი თამთა დემურიშვილი.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის კანდიდატად აკა მორჩილაძე წარადგინა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შოთა რუსთაველის სახელობის ლიტერატურის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭომ და თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორებმა, ხმათა უმრავლესობით, ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის კანდიდატად საქართველოდან მწერალი...

გია მურღულია: სიყვარული ცხოვრებაა და ამიტომ მრავალსახოვანია, მაგრამ ის, რომელიც ადამიანს აღამაღლებს, ერთადერთია, “ცალის” პოვნაა, სულისა და ხორცის ზიარებაა, ნდობაა, რომელიც ყოველწამიერად ამარცხებს ეჭვს

"გიყვარდეს - ნიშნავს სხვისი ცხოვრება ისე აქციო საკუთარზე უფრო მნიშვნელოვნად, რომ თავი არ დაიმცირო. ნამდვილი სიყვარული არასდროს აკნინებს - მხოლოდ "აღამაღლებს," - წერს ფილოლოგი გია...

ამ წუთებში მაშველები მტკვრიდან ავტომობილის ამოყვანას ცდილობენ, რომელიც რამდენიმე საათის წინ გადავარდა

ამ წუთებში მაშველები მტკვრიდან ავტომობილის ამოყვანას ცდილობენ, რომელიც რამდენიმე საათის წინ გადავარდა. ამ ეტაპზე ჯერ კიდევ უცნობია, რამდენი ადამიანი იმყოფებოდა მსუბუქ ავტომობილში და როგორია მათი...