სამშაბათი, მარტი 3, 2026

C ჰეპატიტის მკურნალობისთვის ახალი დაწესებულებები გაიხსნება

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, C ჰეპატიტის ელიმინაციის მეხუთე ეროვნული სამუშაო შეხვედრის მთავარი ამოცანა დეცენტრალიზაციაა. დეცენტრალიზაცია მოქალაქეებისთვის დაავადების დიაგნოსტიკისა და მკურნალობაზე გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გაზრდას გულისხმობს. ინფორმაციას 1tv ავრცელებს.

„თავიდან მხოლოდ მცირე რაოდენობის სპეციალიზირებულ კლინიკებში შეეძლოთ ჩვენს მოქალაქეებს დიაგნოსტიკა და მკურნალობა; მართალია, ამ კლინიკების რაოდენობა  გაიზარდა, მაგრამ დეცენტრალიზაციის შინაარსია, მნიშვნელოვნად, ჯერადობით გაიზარდოს იმ ადგილების რაოდენობა, სადაც საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ დიაგნოსტიკა და მკურნალობა; ყველა რაიონში მინიმუმ ერთი დაწესებულება და დიდ ქალაქებში დამატებით დაწესებულებების გახსნა; რაც მთავარია, ოჯახის ექიმების გადამზადება და ჩართვა“, – განაცხადა მინისტრმა.

მისი განმარტებით, პროგრამის დაწყებიდან პირველი წლის განმავლობაში, პაციენტების მხრიდან მოთხოვნა მომსახურების მიწოდების შესაძლებლობებთან შედარებით, ბევრად მაღალი იყო.

„ამიტომ პროგრამაში ჩართულობის  გარკვეული კრიტერიუმები იყო დაწესებული. ეს იყვნენ პაციენტები, რომლებმაც იცოდნენ დაავადების შესახებ და აწუხებდათ, ძირითადად შორს წასული შემთხვევები. ახლა კი, ჩვენი გათვლებით დარჩენილია ასი ათასი ადამიანი, რომელმაც არ იცის, რომ დაავადება აქვს და ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია როგორც საინფორმაციო კამპანია, ასევე, რაც ყველაზე პრაგმატულია, ე.წ. სკრინინგული კვლევები“, – განაცხადა მინისტრმა.

სერგეენკოს თქმით, კვლევა პაციენტებისთვის უფასოა და პასუხის მიღება 15 წუთშია შესაძლებელი.

„ეს არის მარტივი ტიპის კვლევა, რომელიც პაციენტისთვის უფასოა. თითში ჩხვლეტიდან 15 წუთის განმავლობაში იგებს პასუხს და ამით,  უკვე მილიონ ნახევარი ადამიანი გვყავს მოცული, თუმცა სამიზნე რაოდენობა ორმილიონ ნახევარია და ვფიქრობთ, ამასაც დავძლევთ“, –  განაცხადა დავით სერგეენკომ.

ჯანდაცვის მინისტრის თქმით, C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში პირველი გენერაციის პრეპარატით მკურნალობა წარმატებული იყო  პაციენტების 86%-ში, ხოლო მეორე გენერაციის პრეპარატით პაციენტების 98,2%-ში.
„პრაქტიკულად, 100%-ით მოხდა ამ პაციენტების განკურნება. ერთეულები რჩება, რომელსაც თავის სქემას შევთავაზებთ, თუ როგორ განიკურნონ“, – განაცხადა სერგეენკომ.

C ჰეპატიტის ელიმინაციის მეხუთე ეროვნული სამუშაო შეხვედრა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში მიმდინარეობს.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

სერგეი ლავროვი – ირანის წინააღმდეგ ომს შეუძლია, ბირთვული იარაღის შემუშავების წახალისება არა მხოლოდ ირანში, ასეთი მოძრაობა მაშინვე გაჩნდება მეზობელ არაბულ ქვეყნებში

ირანის მიერ ურანის გამდიდრების სურვილმა აგრესია თუ გამოიწვია, მაშინ ეს კითხვებს ბადებს, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.მისი თქმით, აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენელმა, სტივენ უიტკოფმა განაცხადა, რომ ირანთან მოლაპარაკებები ჩაიშალა ირანის მიერ ურანის გამდიდრების განზრახვის გამო, თუმცა, ლავროვის მტკიცებით, „ეს უფლება ხელშეუხებელია“.„შესაძლოა, სტივენ უიტკოფმა ცუდად გამოხატა საკუთარი თავი, მაგრამ ეს თუ იყო აგრესიის დაწყების მიზეზი, მაშინ ბევრ კითხვას ბადებს“, – აღნიშნა ლავროვმა.რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ირანის წინააღმდეგ გაჩაღებულმა აგრესიამ შესაძლოა, სტიმული მისცეს ბირთვული იარაღის შექმნის სასარგებლოდ მოძრაობის ჩამოყალიბებას.ლავროვის თქმით, არავის უნახავს იმის მტკიცებულება, რომ თეირანი ბირთვულ ბომბს ქმნის.„ამ ქმედებას, ამ ომს, რომელიც ახლა ირანის წინააღმდეგ დაიწყო, შეუძლია, პირველ რიგში, ბირთვული იარაღის შემუშავების სასარგებლოდ მოძრაობის წახალისება გამოიწვიოს და არა მხოლოდ ირანში. ასეთი მოძრაობა მაშინვე გაჩნდება ირანის ისლამური რესპუბლიკის მეზობელ არაბულ ქვეყნებში. ატომური იარაღის გავრცელების თავიდან ასაცილებლად ომის დაწყების, ერთი შეხედვით, პარადოქსულმა, გამოცხადებულმა კეთილშობილურმა მიზანმა, შეიძლება, სრულიად საპირისპირო ტენდენციები წაახალისოს“, – აღნიშნა სერგეი ლავროვმა.

ილია წულაია აცხადებს, რომ ​ომანიდან კერძო თვითმფრინავით 122 მოქალაქე საქართველოსკენ უკვე გამოემგზავრა

ბიზნესმენი, კომპანია „არქის“ დამფუძნებელი ილია წულაია აცხადებს, რომ საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ახლო აღმოსავლეთში ვითარების გამო გამომგზავრებას ვერ ახერხებდნენ, კერძო რეისით საქართველოსკენ უკვე გამოემგზავრნენ. ამის შესახებ წულაია სოციალურ ქსელში წერს.„60-ზე მეტი საქართველოს მოქალაქე დაგვემატა და 122 მგზავრი მოვემართებით საქართველოსკენ!მინდა, მადლობა გადავუხადო ჩემს მეგობარ ბიზნესმენებს, ლაშა კვაჭაძეს, ლევან ფხაკაძეს, კახა დევაძეს, კახა კობაივანოვს, ბაჩო საბანაძეს, ლევან კობიაშვილს, ალექსანდრე ამისულაშვილს და უტა მაზიაშვილს, ვისთან ერთადაც შევუკვეთეთ კერძო რეისი და ვბრუნდებით ჩვენს საყვარელ სამშობლოში.ასევე მადლობა მინდა, გადავუხადო ეკონომიკის მინისტრს, მარიამ ქვრივიშვილს აღმოჩენილი დახმარებისთვის, რის გარეშეც ომანში კერძო თვითმფრინავის მიღებას ვერ მოვახერხებდით.მშვიდობა საქართველოს, მშვიდობა რეგიონს და მშვიდობა ყველა საქართველოს მოქალაქეს, ვინც ამ რეგიონშია ჩარჩენილი! მალე ყველას საქართველოში მშვიდობით დაბრუნებას გისურვებთ!“, – წერს ილია წულაია.

ირანის ელჩი – ირანის თავდაცვა გაგრძელდება, ვიდრე იქნება საომარი ოპერაციები, ჩვენ საკმაოდ დიდი შესაძლებლობები გვაქვს, ვიბრძვით ჩვენს ტერიტორიაზე, ირანი არ არის ისეთი ქვეყანა, რომელიც...

ირანს ომი არ დაუწყია. როგორც 2025 წლის ზაფხულში, ისე 2026 წლის ზამთარში ჩვენ ვიყავით ჩართული მოლაპარაკების პროცესში და აღმოვჩნდით თავდასხმის ობიექტივში, – ამის შესახებ საქართველოში ირანის ელჩმა, სეიედ ალი მოჯანიმ განაცხადა.მისივე თქმით, ​თავდასხმებიდან ერთი საათის შემდეგ, ირანის ისლამურმა რესპუბლიკამ უკვე თავდაცვითი ნაბიჯები გადადგა.„ირანს აქვს თავდაცვის უფლება, რომელიც განსაზღვრულია საერთაშორისო სამართლის პრინციპებით და გაერო-ს ქარტიით. შესაბამისად, ამ საომარი ოპერაციების დაწყებისთანავე, მე მქონდა შეხვედრა საგარეო საქმეთა სამინისტროში, რომლის ხელმძღვანელობა ჩავაყენე საქმის კურსში. მაშინ თბილისში დიდთოვლობა იყო, რომელმაც გარკვეული შეფერხებები გამოიწვია ელექტროენერგიის, კომუნიკაციების თვალსაზრისით. ამ საომარი ოპერაციებიდან დაახლოებით რამდენიმე საათში მოვახერხე საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობასთან შეხვედრა. საგარეო უწყებაშიც განვაცხადე, რომ ჩვენი თავდაცვის შესაძლებლობები, ჩვენი შეიარაღება გვაძლევს საშუალებას, თუნდაც ერთი საათის განმავლობაში, ჩვენ მოვახდინოთ ძალების მობილიზება და დავიცვათ ქვეყანა, რომლის ფართობი მილიონ 600 ათასი კვადრატული კილომეტრია“, – განაცხადა ირანის ელჩმა.მისივე თქმით, გასული 37 წლის განმავლობაში, მიუხედავად არაერთი შეზღუდვისა და ძალიან საშინელი სანქციებისა, ირანმა შეძლო განვითარება და თავდაცვისუნარიანობის ამაღლება.„ყველას დავანახეთ, რომ არავის მივცემთ უფლებას, ხელყოს ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი. ამის შემდეგ უკვე განცხადებას აკეთებს აშშ-ის ომის მინისტრი, რომ ირანის რეჟიმი აღარ არსებობს და უკვე მსოფლიო მიდის უკეთესი ცვლილებებისკენ. ჩვენთვის საკითხავია, თუკი ისლამური ხელისუფლება აღარ არსებობს, მაშინ ამერიკა ვის ებრძვის?! მოჩვენებას ებრძვის?! რომელი ხელისუფლებაა, რომელიც ბომბავს ამერიკის სამხედრო ბაზებს რეგიონში. ვინ გაწირა თუნდაც ამერიკელი სამხედროები სასიკვდილოდ, რომლებიც შემოიჭრნენ ჩვენს ქვეყანაში და დაარღვიეს ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა.ომის დაწყებამდე, ორი თვის განმავლობაში რეგიონის ქვეყნებთან გვქონდა კომუნიკაცია, გავაფრთხილეთ და საქმის კურსში ჩავაყენეთ, რა შედეგები მოჰყვებოდა ირანის წინააღმდეგ ნებისმიერი აგრესიის დაწყებას. ასეთივე მესიჯები არა მარტო ჩვენს სამხრეთელ მეზობლებთან, არამედ კავკასიელ მეზობლებთანაც მივიტანეთ. დაახლოებით ორი კვირის წინ ჩვენი აწ განსვენებული თავდაცვის მინისტრი ბაქოში შეხვდა პრეზიდენტ ალიევს და ორი დღით ადრე ირანში იმყოფებოდა ასევე სომხეთის თავდაცვის მინისტრი. ზოგადად, ჩვენ ყველა მეზობელ ქვეყანასთან, როგორც აღმოსავლეთით, დასავლეთით, სამხრეთით თუ ჩრდილოეთით, სამეზობლოში ყველა ქვეყანასთან გვქონდა კომუნიკაცია და ისინი გავაფრთხილეთ. მათ ცალსახად და ღიად განვუცხადეთ, რომ ამ ქვეყნების მხრიდან ირანის წინააღმდეგ თუკი იქნება რაიმე ნაბიჯი გადადგმული, ირანი შესაბამის პასუხს გასცემს. მათ განაცხადეს, რომ მათი საჰაერო სივრცე, ტერიტორიები, საზღვაო აკვატორია არანაირად არ გადაეცემა ამერიკას, რომ ამერიკამ გამოიყენოს ისინი ირანის წინააღმდეგ. ჩვენ როდესაც გავიგეთ, რომ ამერიკის ბომბდამშენები ქუვეითიდან იღებდნენ სტარტს, მივიღეთ გადაწყვეტილება, სწორედ ის ადგილი დაგვებომბა.თავად ტრამპმა განაცხადა, რომ ქუვეითში დაიღუპნენ მათი ჯარისკაცები. ამ ფაქტმაც აჩვენა, რომ სამწუხაროდ, ამერიკამ ბოროტად გამოიყენა ჩვენი მეზობელი ქვეყნების ტერიტორიები ირანის წინააღმდეგ. ჩვენი თავდასხმების ობიექტს არ წარმოადგენს კონკრეტულად მეზობელი ქვეყნები, არამედ ამ მეზობელ ქვეყნებში განლაგებული ამერიკის სამხედრო ბაზები, ლოგისტიკური ცენტრები და დაზვერვის ობიექტები. ირანი არ არის ისეთი ქვეყანა, სტრუქტურა, რომელიც შეიძლება, სუსტად ჩათვალო და საომარი ოპერაციებით დააჩოქო“, – აღნიშნა ირანის ელჩმა.მისივე თქმით, „ირანი ყოველთვის მიისწრაფვის მშვიდობიანი თანაცხოვრებისკენ და რეგიონში მშვიდობის დამყარებისკენ“.„გუშინ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა, რომ ირანი ჩვენთვის საფრთხეს არ წარმოადგენდაო. საფრთხეს თუკი არ წარმოადგენდა, რას ნიშნავს ყოველდღიურად მილიარდი დოლარის ხარჯვა ამ უაზრო ომისთვის. საინტერესო იქნება, ამერიკის ოფიციალური პირების, პრეზიდენტის, ვიცე-პრეზიდენტის, სახელმწიფო მდივნის და თავდაცვის მინისტრის განცხადებები შევადაროთ ერთმანეთს. მათში ძალიან ბევრი ურთიერთგამომრიცხავი წინადადებებია. ტრამპი აცხადებს, რომ ჩვენი მიზანია ირანში რეჟიმის შეცვლა, საპირისპიროს ამბობს ჯეი დი ვენსი. თავდაცვის მინისტრი ამბობს, რომ საერთოდ აღარ არსებობს ირანის რეჟიმიო. ჩვენ ყოველთვის მივისწრაფვით მშვიდობიანი თანაცხოვრებისკენ და რეგიონში მშვიდობის დამყარებისკენ. ჩვენ, პირველ რიგში, ვიცავთ ჩვენს ტერიტორიას, მიწა-წყალს და ღირსებას.საქართველოში ტანისამოსის ერთ-ერთი ატრიბუტი იყო ხანჯალი, ხმალი, რადგან ყოველთვის იყო ომებში, დაპირისპირებებში. ქართველი ყოველთვის მზად უნდა ყოფილიყო თავდაცვისათვის. ჩვენც მიგვაჩნია, რომ მივედით იმ დასკვნამდე, გვქონდეს მშვიდობა. ყოველთვის მზად უნდა ვიყოთ თავდაცვისთვის. შესაბამისად, ჩვენი თავდაცვისუნარიანობა უკვე კარგად გამოჩნდა, თუნდაც ირანის ფარგლებს გარეთ. ჩვენთან არც ელექტროენერგია გათიშულა, არც ენერგოკრიზისი შეგვქმნია და არც საკომუნიკაციო სისტემაში ყოფილა რაიმე პრობლემები. ეს საომარი ოპერაციები როდესაც დასრულდება, უკვე ამის შემდეგ შეიძლება საუბარი რეგიონში მშვიდობის დამყარებაზე.ქვეყნის თავდაცვა გაგრძელდება იქამდე, ვიდრე იქნება საომარი ოპერაციები. ამაში ჩვენ საკმაოდ დიდი შესაძლებლობები გვაქვს. ჩვენ ვიბრძვით ჩვენს ტერიტორიაზე და მტერი არის ჩვენს ფარგლებს გარეთ. ჩვენი რაკეტები როდესაც მათი ავიამზიდების მიმართულებით მიდის, ისინი წინ ვეღარ მოიწევენ და პირიქით, უკან იხევენ. მტერს ერთადერთი შეუძლია – მხოლოდ ჩვენი მეზობელი ქვეყნების ტერიტორიების გამოყენება. ჩვენც ჩვენს სამეზობლოში მეზობელ ქვეყნებს ვაჩვენებდით და ახლაც დავანახეთ, რომ ირანი არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი აქტორი რეგიონულ გადათამაშებებში და ირანის უგულვებელყოფა ძალიან რთულია“, – განაცხადა ირანის ელჩმა.მისივე თქმით, „ირანის კიდევ ერთი მტერი არის ისრაელი, რომელმაც აშშ ჩაითრია ომში და საკმაოდ დიდ ხარჯებში ჩააგდო ამერიკელი გადასახადის გადამხდელები“.„ისრაელის რეჟიმმა ღაზაში 50 000-ზე მეტ მშვიდობიან მოსახლეს, ქალსა თუ ბავშვს მოუსწრაფა სიცოცხლე. გუშინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ჩვენ ომი დავუწყეთ ისეთ პირობებში, როდესაც ადგილი აქვს ახალი შიიზმისა და სუნიზმის დაბადებას. ეს მესიჯი უკვე რელიგიური ომის მომასწავებელია. არადა სუნიტურ სახელმწიფოებთან ისრაელს გაფორმებული აქვს აბრაამის შეთანხმება და მაშინ რატომ ეშინია სუნიტური სამყაროსი. შესაძლოა, რომ მას თურქეთისაც ეშინოდეს, თუნდაც ეგვიპტის.ვფიქრობ, შეიძლება ტრამპისთვის 3-4 კვირა იყოს გადამწყვეტი, მაგრამ ჩვენთვის დროს არ აქვს მნიშვნელობა. ეს ომი როდესაც დასრულდება, საკმაოდ დიდ ცვლილებას გამოიწვევს მსოფლიო გეოპოლიტიკაში. მიმაჩნია, რომ მოფიქრებული უნდა იყოს გარკვეული მექანიზმები, რათა კატასტროფის მასშტაბები არ გაიზარდოს. სამწუხაროდ, საერთაშორისო ორგანიზაციები ვერაფერს აკეთებენ. დაბომბვების დროს, ერთ-ერთი ობიექტი იყო გოგონათა სკოლა, სადაც 158 ბავშვი დაიღუპა, დაიბომბა მუზეუმი, რომელიც იუნესკო-ს კულტურული მემკვიდრეობის ჩამონათვალში იყო შეტანილი. იუნესკო-ს ამ დრომდე არ გაუვრცელებია რაიმე განცხადება. შესაძლოა, მსგავსი შემთხვევები კვლავ განმეორდეს“, – განაცხადა ირანის ელჩმა.მომზადებულია საქართველოში ირანის საელჩოს თარგმანის მიხედვით.

„ჰეზბოლა“ ისრაელთან „ღია ომით“ იმუქრება

ლიბანური შიიტური დაჯგუფება „ჰეზბოლა“ ისრაელთან „ღია ომით“ იმუქრება.„ჰეზბოლას“ მაღალი თანამდებობის პირი აცხადებს, რომ დაჯგუფებას სხვა გზა არ დარჩა, „გარდა წინააღმდეგობის გაწევისა“, მას შემდეგ, რაც ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში იცავდა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას.მოჰამუდ კომატის განცხადებით, „ჰეზბოლამ“ მოთმინება გამოიჩინა მას შემდეგ, რაც 2024 წლის ნოემბერში ისრაელ-ჰეზბოლას ომი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებით დასრულდა და იმედოვნებდა, რომ მთავრობის დიპლომატიური ძალისხმევა დადებით შედეგებს გამოიღებდა ისრაელის თავდასხმების შეწყვეტის კუთხით.კომატიმ ლიბანის მთავრობა გააკრიტიკა „ჰეზბოლას“ ქმედებების უკანონოდ მიჩნევის გამო და მოითხოვა, რომ მან იარაღი ჩააბაროს, რადგან არ იმოქმედა ისრაელის საჰაერო თავდასხმების შესაჩერებლად, რომლებიც თითქმის 15 თვის განმავლობაში თითქმის ყოველდღიურად გრძელდებოდა.„სიონისტ მტერს ღია ომი სურდა, რომელიც ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შემდეგ არ შეუწყვეტია. ამიტომ, დაე, ეს ღია ომი იყოს“, – განაცხადა მოჰამუდ კომატიმ.

საუდის არაბეთში აშშ-ის საელჩო გარდაუვალი სარაკეტო თავდასხმის შესახებ გაფრთხილებას ავრცელებს

საუდის არაბეთში აშშ-ის საელჩო გარდაუვალი სარაკეტო თავდასხმის შესახებ გაფრთხილებას ავრცელებს. საელჩოს განცხადებით, საუდის არაბეთის აღმოსავლეთ ქალაქ დაჰრანში, სადაც აშშ-ის საკონსულო მდებარეობს ქვეყნის ნავთობის ინდუსტრიის მთავარ ადმინისტრაციულ ცენტრზე სარაკეტო და დრონებით თავდასხმებია მოსალოდნელი.„არ მიხვიდეთ აშშ-ის საკონსულოში. დაუყოვნებლივ დაიმალეთ თქვენს საცხოვრებელში, ყველაზე დაბალ სართულზე და ფანჯრებისგან მოშორებით. არ გახვიდეთ გარეთ. დაჰრანში აშშ-ის საკონსულო ქალაქში მყოფ აშშ-ის მოქალაქეებს მოუწოდებს, თავშესაფარი დაიკავონ, გადახედონ უსაფრთხოების გეგმებს თავდასხმის შემთხვევაში და მზად იყვნენ შემდგომი თავდასხმებისთვის. აშშ-ის საკონსულოს თანამშრომლები თავშესაფარში იმყოფებიან“, – ნათქვამია განცხადებაში.მედიის ცნობით, საელჩომ გაფრთხილება მას შემდეგ გავრცელდა, რაც საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადში აშშ-ის საელჩოს ღამით ორი დრონი დაეჯახა, რამაც მცირე ხანძარი გამოიწვია და საელჩო დროებით დაიხურა.

ბოლო სიახლეები