ოთხშაბათი, აპრილი 2, 2025

Byline Times – ის სტატია, რომელშიც ავტორი ბიძინა ივანიშვილის რუსულ კავშირებზე წერს, რადიკალური ოპოზიციის წევრების, სერგი კაპანაძის და ნატალია საბანაძის მოსაზრებებზეა აგებული

„მოსკოვის კავშირები ქართულ რეჟიმთან კენსინგტონისა და ჩელსის გავლით გადიოდა”- ამ სახელწოდების სტატია ბრიტანულმა გამოცემა Byline Times-მა გამოაქვეყნა.

რა გამოცემაა Byline Times, ვინ არის სტატიის ავტორი, რაზე ან ვისზე დაყრდნობით წერს ის საქართველოზე და რატომ აბრალებს ბიძინა ივანიშვილსა და ირაკლი რუხაძეს რუსულ კავშირებს.

სტატია ჟურნალისტ ვილ ნილს ეკუთვნის. მისი სოციალური ქსელიდან ვიგებთ, რომ ის გამომძიებელი ჟურნალისტია, ინტერნეტსივრცეში მოძიებული ინფორმაციით ირკვევა, რომ მისი სამუშაო არეალი სამხრეთ კავკასიაა. აღსანიშნავია, რომ ვილ ნილი საზოგადოებას თავს აცნობს, როგორც თავისუფალი [ freelance] ჟურნალისტი. გამოცემა Byline Times-იც თავის მხრივ უმტკიცებს საზოგადოებას, რომ ის წარმოადგენს ჟურნალისტების გუნდს, რომლებიც მკითხველს დამოუკიდებელ ჟურნალისტიკას სთავაზობს, მაგრამ ხაზგასასმელია რომ „თავისუფალი“ ჟურნალისტი ვილ ნილის მიერ დაწერილი სტატია რადიკალური ოპოზიციის მხარდამჭერთა მოსაზრებებითაა განმტკიცებული. ასე მაგალითად სტატიაში ვკითხულობთ „ ივანიშვილმა გაანადგურა ყველა დემოკრატიული ინსტიტუტი საუკეთესო რუსული მეთოდის გამოყენებით, დააპატიმრა ოპოზიცია, დაიპყრო სასამართლოები და ხელისუფლების ყველა შტო, სამოქალაქო საზოგადოებაზე თავდასხმების პარალელურად“, – ეს ციტატა „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილ წევრ სერგი კაპანაძეს ეკუთვნის, რომელსაც სტატიაში ცენტრალური როლი აკისრია.

სტატიაში, სადაც ბიძინა ივანიშვილსა და ირაკლი რუხაძეს რუსულ კავშირებს აბრალებენ ვხვდებით ევროკავშირში საქართველოს ყოფილი ელჩისა და ამჟამად გახარიას პარტიის წევრის ნატა საბანაძის განცხადებასაც, სადაც ის ამტკიცებს, რომ ტელეკომპანია იმედი „ქართული ოცნებისთვის“ მძლავრი ინსტრუმენტია და ტელეკომპანიის დასანქცირებაზეც საუბრობს.

„თუკი პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება, რომ სანქციები უნდა იყოს მიმართული არა მხოლოდ ივანიშვილზე, არამედ ძირითად ხელშემწყობთა უფრო ფართო ჯგუფზე, მაშინ „იმედი“ აუცილებლად მოხვდება ამ კატეგორიაში“, – აცხადებს საბანაძე.

ჟურნალისტ ვილ ნილის სოციალურ ქსელში ძირითადად რადიკალურ ოპოზიციის ქართველი თუ უცხოელი მხარდამჭერების სტატუსებს ამოიკითხავთ, რომელსაც ის აქტიურად აზიარებს. გაზიარებულ ინფორმაციაში, რომელსაც ის ეთანხმება კი მხოლოდ ოპოზიციურ ნარატივსა და საქართველოს ხელისუფლების საწინააღმდეგო დამოკიდებულებებს შეხვდებით.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

📽️ „შედეგები მეტყველებს იმაზე, რომ უსაზღვროდ გამდიდრდა ეს კომპანია და მოიპოვა ძალიან დიდი წონა…ხელს თუ არ უწყობდა მამუკა ხაზარაძეს ჩვენი ხელისუფლება, ის შედეგები საიდან...

„შედეგები მეტყველებს იმაზე, რომ უსაზღვროდ გამდიდრდა ეს კომპანია და მოიპოვა ძალიან დიდი წონა. მე მაგ საკითხებში ჩახედული არ ვარ, ჩემი საქმით ვიყავი დაკავებული და არ მსმენია პროცესების შესახებ...ხელს თუ არ უწყობდა მამუკა ხაზარაძეს ჩვენი ხელისუფლება, ის შედეგები საიდან დადო ბიზნესში?! “ - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრმა,  სევდია უგრეხელიძემ გადაცემა „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში“ განაცხადა 

„ქართველ ხალხს უნდა, იხილოს ერთიანი ოპოზიცია, მას არ აინტერესებს ერთმანეთის ცოდვების წამოძახება და ა.შ.“ – გიორგი ბარამიძე

გამართლდა თუ არა "ნაციონალური მოძრაობის" მოლოდინი 31 მარტის აქციაზე სალომე ზურაბიშვილის გამოსვლასთან დაკავშირებით - "ღამის კურიერის" ამ კითხვას პარტიის წარმომადგენელმა, გიორგი ბარამიძემ უპასუხა.მისი თქმით, მის პარტიას და, ზოგადად, საზოგადოებას უფრო მეტის მოლოდინი ჰქონდა არამარტო 31 მარტის აქციის დღეს, არამედ ბოლო 5 თვის განმავლობაში, ეს მოლოდინი კი გამოიხატება ოპოზიციის ერთიანობაში რომელიც, მისივე სიტყვებით, ქართველი ხალხის დაკვეთაა."ჩვენ, "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს და კიდევ, დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრ სხვა ადამიანს, რომელიც შეიძლება სულაც არ არის "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერი, ბევრად მეტის მოლოდინი ჰქონდა მთელი ამ 5 თვის განმავლობაში, მარტო ეს ერთი დღე ხომ არ არის. ეს არის მეტი ქმედუნარიანობა და მეტი ერთიანობა ოპოზიციის შიგნით. ქალბატონმა სალომემ ამ ბოლო პერიოდში განაცხადა, რომ თურმე, ოპოზიციის იდეა ყოფილა შემოგდებული რასაც, რა თქმა უნდა, ვერ დავეთანხმებით იმიტომ, რომ ჩვენ საპირისპირო აზრი გვაქვს.ჩვენ მიგვაჩნია, რომ უნდა ვიმოქმედოთ ისე, როგორც უნდა ქართველ ხალხს. ქართველ ხალხს უნდა, იხილოს ერთიანი ოპოზიცია, არ აინტერესებს ქართველი ხალხის აბსოლუტურ უმრავლესობას, წარსულში ერთმანეთი ვის მოსწონდა თუ არ მოსწონდა, ერთმანეთის ცოდვების წამოძახება და ა.შ. ეს არ აინტერესებს ხალხს ახლა, ხალხს აინტერესებს და ამაში ძალიან მართალია, რომ ქვეყანას მოვაცილოთ ეგზისტენციალური საფრთხე - რუსული მეხუთე კოლონა, რომელიც ძირს უთხრის ჩვენს სახელმწიფოებრიობას," - განაცხადა გიორგი ბარამიძემ.

📽️„სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტი როცა იყო, მაშინ არ დაუდია რაიმე გეგმა და ახლა რა გეგმა უნდა დადოს?!…“ – ასმათ ტყაბლაძე

„სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტი როცა იყო, მაშინ არ დაუდია რაიმე გეგმა და ახლა რა გეგმა უნდა დადოს?!...“ -  ამის შესახებ მსახიობმა, ასმათ ტყაბლაძემ გადაცემა „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში“ განაცხადა.„არ არის ლეგიტიმური, დამთავრდა. დრო ამოიწურა. რომც არ ჩათვალო პრეზიდენტად, მისი ვადა ამოიწურა და როგორღა არის პრეზიდენტი“, - განაცხადა ტყაბლაძემ.

იაპონიაში ძლიერი მიწისძვრა იყო

იაპონიის სანაპიროსთან ძლიერი მიწისძვრა იყო. ბიძგების სიმძლავრემ 6,2 მაგნიტუდა შეადგინა.ბიძგები ადგილობრივი დროით, დაახლოებით 14:03 საათზე, ჩრდილო-აღმოსავლეთით, ქალაქ ნიშინომოტესთნ ახლოს დაფიქსირდა, რომლის მოსახლეობა 14 ათასზე მეტი ადამიანია.სეისმოლოგების ინფორმაციით, ბიძგების ეპიცენტრი 26 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა.მსხვერპლისა და ცუნამის საფრთხის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

ისტორიაში პირველად – ქართველი ტაეკვონდოისტი მსოფლიოს რეიტინგის ლიდერია

ქართველი ტაეკვონდოისტი ზურაბ კინწურაშვილი -74კგ წონით კატეგორიაში მსოფლიოს რეიტინგის ლიდერი გახდა. ეს ისტორიაში პირველი შემთხვევაა, როდესაც ქართველი სპორტსმენი რეიტინგის სათავეში მოექცა.ზურაბ კინწურაშვილი რეიტინგულ სიაში 62.00 ქულით ლიდერობს.მან სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით მონაწილეობა არაერთ საერთაშორისო ტურნირში მიიღო. 2024 წელს ზურაბ კინწურაშვილი ზედიზედ მეორედ გახდა ევროპის ვიცე-ჩემპიონი.

ბოლო სიახლეები