პარასკევი, მარტი 13, 2026

Bloomberg: ევროპა კუთხეშია მომწყვდეული

Bloomberg-ის ცნობით, უკრაინისთვის ევროპული გეგმა შესაძლოა, გადაიწეროს უკრაინის შეიარაღებული ძალების რაოდენობის შემზღუდველი პუნქტის გარეშე. სააგენტო ხაზს უსვამს, რომ ევროპული შეფერხების ტაქტიკა აღარ მუშაობს და ზელენსკი სტარმერთან, მერცთან და მაკრონთან ერთად, „მალე მიხვდება, თუ რამდენად სერიოზულად უყურებს ტრამპი უკრაინისთვის ყოველგვარი მხარდაჭერის შეწყვეტას“.

გამოცემის წყარო ასევე აღნიშნავს, რომ აშშ-ის ადმინისტრაციის ძირითადმა ფიგურებმა გეგმის შესახებ ბოლომდე არ იცოდნენ – დოკუმენტი მკაცრად კონფიდენციალურ ფორმატში შეადგინეს სპეციალურმა წარმომადგენელმა სტივენ უიტკოფმა და რუსეთის წარმომადგენელმა კირილ დმიტრიევმა, „პრაქტიკულად, ამერიკული აპარატის გვერდის ავლით“.

სამხრეთ აფრიკაში გამართულ G20-ის სამიტზე ევროპელებმა პირველად საჯაროდ აღიარეს, რომ „აშშ გვთავაზობს გეგმას, რომელიც რუსეთისთვის სასარგებლოა: რუსეთის ტერიტორიის აღიარება, უკრაინის ნატოდან გასვლა, ფრონტის ხაზის გაყინვა და კიევის, როგორც რეგიონული პროტექტორატის როლის ფაქტობრივი გადაცემა სრულფასოვანი არმიის გარეშე“. ბრიუსელი მოუმზადებელი იყო ვაშინგტონის მიერ დადგენილი ტემპისთვის: პირობების მიღების ბოლო ვადა მომავალ ხუთშაბათს იწურება.

„ეს პროექტი მხოლოდ საწყისი წერტილია, რომელიც თითოეული პუნქტის მნიშვნელოვან დახვეწასა და განმარტებას მოითხოვს“, – განაცხადეს ევროპელმა ლიდერებმა, – „ჩვენ ვაპირებთ უახლოეს დღეებში გავაგრძელოთ მჭიდრო კოორდინაცია უკრაინასთან და შეერთებულ შტატებთან ევროპის ფუნდამენტური ინტერესების დასაცავად“.

ამერიკული დოკუმენტი მოუწოდებს უკრაინული ჯარების გაყვანას დონბასის ნაწილიდან და ასევე, შექმნას დემილიტარიზებული ზონა, რომელიც საერთაშორისო საზოგადოებამ რუსეთის რეგიონად აღიარა. ყირიმი, დონეცკი და ლუგანსკი რუსეთის რეგიონებად არის აღიარებული; ხერსონისა და ზაპოროჟიეს რეგიონებში საბრძოლო ხაზები გაყინულია, შეტევის პერსპექტივის გარეშე. არსებითად, ეს არის იმის დასრულება, რაზეც მოსკოვი მრავალი წლის განმავლობაში მუშაობდა.

გამცემა აღნიშნავს, რომ პირველად დიდი ხნის შემდეგ, ზელენსკიმ ერისადმი მიმართვაში ისაუბრა არა ლოზუნგებით, არამედ თითქმის დანებდა და ნათლად მოამზადა საზოგადოება დათმობებისთვის.

„ახლა ჩვენი ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე რთული მომენტია“, – თქვა მან. „უკრაინა შესაძლოა ამ წლების განმავლობაში ყველაზე რთული არჩევანის წინაშე აღმოჩნდეს – ეროვნული ღირსების შენარჩუნებასა და მთავარი პარტნიორის დაკარგვას შორის, რომელიც სრულმასშტაბიანი ომის პირველივე დღიდან გვიჭერდა მხარს“.

სიტუაციას კიდევ უფრო ართულებს ის ფაქტი, რომ ვაშინგტონმა გეგმა დახურულ კარს მიღმა მოამზადა, რაც ევროპელებისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა.

Bloomberg წერს: „აშშ-ის სააგენტოების მთავარმა წარმომადგენლებმა დოკუმენტის შესახებ მხოლოდ ბოლოს შეიტყვეს, ფაქტობრივად, როცა ის მზად იყო. პროექტი შეიმუშავა სპეციალურმა წარმომადგენელმა სტივენ უიტკოფმა რუსეთის წარმომადგენელ კირილ დმიტრიევთან ერთად, ტრადიციული კოორდინაციის მექანიზმების გვერდის ავლით“.

ფინეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ სტუბმა, რომელიც ევროკავშირში ერთ-ერთ იმ მცირერიცხოვან ადამიანთაგანად ითვლება, ვისაც შეუძლია ევროპული წინააღმდეგობები ტრამპს გადასცეს, მკაცრად ისაუბრა.

„ეს სამშვიდობო გეგმა, გულწრფელად რომ ვთქვათ, არასრულია და შინაგანად წინააღმდეგობრივი“, – თქვა მან. „წინადადებას ძალიან ბევრი სისუსტე აქვს. ამჟამინდელი სახით, ის ნამდვილად არ დამტკიცდება. ჩვენ არც კი ვიყავით ინფორმირებული განვითარების შესახებ და ეს თავისთავად სერიოზულ კითხვებს ბადებს“.

ევროპა გახლეჩილია სახის შენარჩუნების აუცილებლობასა და იმ რეალობას შორის, რომ უკრაინასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მის გარეშე მიიღება. ვაშინგტონი დემონსტრაციულად ცვლის თავის ფოკუსს: კიევის უპირობო მხარდაჭერის ერა დასრულდა და მომავალი მოგვარების კონტურები სულ უფრო უახლოვდება რუსეთის ხედვას კონფლიქტის შესახებ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

„ამ ბილიკებზე დადიოდა წმინდა პაისი, ეს არის მისი კელია…“ – მამა შალვა კეკელია ათონის მთიდან კადრებს აზიარებს

თბილისის ვაკის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის ტაძრის წინამძღვარი, მამა შალვა კეკელია ათონის მთიდან კადრებს აზიარებს და მორწმუნეებს მიმართავს.„ახლა წმინდა მთაზე ვიმყოფები და ისეთი ადგილი უნდა განახოთ, რომელიც ყველას ძალიან გიყვართ. ვინც უყურეთ წმინდა პაისის სერიალს და ბევრმა მისი ცხოვრება ისედაც იცით, მინდა საოცარი ადგილი განახოთ - ულამაზესი ადგილი, სადაც წმინდა პაისი ათონელი მის მოძღვართან ერთად მოღვაწეობდა... ამ ბილიკებზე დადიოდა წმინდა პაისი, ეს არის მისი კელია. ალბათ, რამდენჯერ აუვლია ეს კიბეები და რამდენი ადამიანი გადაურჩენია... შეეწიოს ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ერს, ჩვენს სამშობლოს, ღმერთმა შეგვაძლებინოს ყველას, წმინდა, პატიოსანი და ერთგული მსახურება ღვთის წინაშე“, - ამბობს მამა შალვა კეკელია.ვრცლად, ნახეთ ვიდეო:

რა  ვითარება ამ წუთისთვის ტყიბულში- დავით კუბლაშვილი  ტყიბულის მერი მეწყრულ პროცესებზე

რა ვითარებაა სოფელ კურსებში და მოსალოდნელია თუ არა მიწის განმეორებითი ჩამოსვლა - სტიქიის ზონაში, ამ დრომდე რჩებიან გეოლოგები.მეწყერმა, რომელიც გუშინ ჩამოწვა, სოფელში მთლიანად გაანადგურა 10 საცხოვრებელი სახლი, ევაკუირებულია 45 ოჯახი. საერთო ჯამში, სტიქიამ 58 ჰექტარი ფართობი მოიცვა. დანგრეული სახლების გარდა, ეზოებში დიდი ნაპრალებია, წაქცეულია ხეები, დაზიანებულია ავტომობილები და გზები. დაშავებული არავინაა. გეოლოგებთან ერთად, სოფელ კურსებში რჩებიან შსს-ს სხვადასხვა დანაყოფის წარმომადგენლები და შესაბამისი ტექნიკა. შექმნილია საგანგებო შტაბი.ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერის, დავით კუბლაშვილის განცხადებით, გეოლოგების პირველადი დასკვნა უახლოეს დღეებში იქნება ცნობილი."ადგილზე მუშაობენ გეოლოგების ჯგუფი, რომელსაც დაემატათ დამატებით სპეციალისტები. სავარაუდოდ, ძალიან მალე გვექნება ჩვენი გეოლოგების პირველადი, შემაჯამებელი დასკვნა.საგანგებო შტაბი 24-საათიან რეჟიმში აგრძელებს მუშაობას. აქტიურ კომუნიკაციაში ვართ ევაკუირებულ მოსახლეობასთან. ისინი, ვისაც ამის საჭიროება გააჩნდა, უკვე განთავსებულნი არიან სასტუმროებში", - განაცხადა დავით კუბლაშვილმა.

საამიროების სახელმწიფო მინისტრი – ირანმა სპარსეთის ყურეში დარტყმები უნდა შეწყვიტოს

ირანმა სპარსეთის ყურეში დარტყმები უნდა შეწყვიტოს, – ამის შესახებ არაბთა გაერთიანებული საამიროების სახელმწიფო მინისტრმა, ლანა ნუსეიბეჰმა „ბიბისისთან“ ინტერვიუში განაცხადა.ნუსეიბეჰმა მოუწოდა ირანს, შეწყვიტოს შეტევები რეგიონის ქვეყნებზე და აღნიშნა, რომ ქვეყანა ეკონომიკურად სწრაფად აღდგება.ნუსეიბეჰმა განაცხადა, რომ ომის დაწყებიდან არაბთა გაერთიანებული საამიროების მიმართულებით 1800-ზე მეტი დრონი და რაკეტა იყო გაშვებული. მისივე თქმით, თავდასხმების მასშტაბი ქვეყნისთვის „შოკისმომგვრელი“ იყო. თავდასხმების შედეგად, დაზიანდა ცნობილი შენობები, მათ შორის სასტუმრო Fairmont The Palm-ი და სასტუმრო Burj Al Arab-ი. დრონები ჩამოვარდა დუბაის საერთაშორისო აეროპორტთან, რამაც გამოიწვია ათასობით ფრენის გაუქმება. თუმცა, ნუსეიბეჰმა არ უპასუხა კითხვას, აპირებდა თუ არა მისი ქვეყანა სამხედრო საპასუხო ზომების მიღებას ირანის წინააღმდეგ.„ამ ესკალაციის დაწყებამდე ჩვენ ნათლად ვიცოდით, რომ არაბთა გაერთიანებული საამიროები არ დაუშვებდნენ მისი ტერიტორიის ან საჰაერო სივრცის გამოყენებას ირანის წინააღმდეგ რამე თავდასხმისთვის“, – განაცხადა ნუსეიბეჰმა.კითხვაზე, იყო თუ არა საპასუხო დარტყმები გამორიცხული, ნუსეიბეჰმა უპასუხა: „ჩვენ ვიტოვებთ კოლექტიური თავდაცვის უფლებას საერთაშორისო სამართლის შესაბამისად“.ამასთან, არაბთა გაერთიანებული საამიროების სახელმწიფო მინისტრმა განაცხადა, რომ ირანი პასუხისმგებელია მიყენებულ ზარალზე – ქალაქების ინფრასტრუქტურაზე, სასტუმროებსა და პორტებზე, თუმცა აღნიშნა, რომ გაერთიანებული საამიროების ეკონომიკა, რომელიც წინა წელს 5.1 პროცენტით გაიზარდა, სწრაფად აღდგება.

კირილ დმიტრიევი – აშშ ფაქტობრივად აღიარებს, რომ რუსული ნავთობის გარეშე გლობალური ენერგეტიკული ბაზარი სტაბილური ვერ დარჩება

აშშ ფაქტობრივად აღიარებს, რომ რუსული ნავთობის გარეშე გლობალური ენერგეტიკული ბაზარი სტაბილური ვერ დარჩება, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა, კირილ დმიტრიევმა განაცხადა.დმიტრიევის განცხადებით, აშშ-ის სახაზინო მდივანმა, სკოტ ბესენტმა გამოაცხადა არა მხოლოდ ინდოეთის მიერ რუსული ნავთობის შესყიდვაზე შეზღუდვების შემსუბუქების, არამედ ტრანზიტში მყოფი დაახლოებით 100 მილიონ ბარელ რუსულ ნავთობზე შეზღუდვების მოხსნის შესახებ.რუსეთის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის თქმით, მზარდი ენერგეტიკული კრიზისის ფონზე, ევროკავშირის ბიუროკრატიის ზოგიერთი წევრის წინააღმდეგობის მიუხედავად, რუსულ ენერგეტიკულ პროდუქტებზე შეზღუდვების შემდგომი შემსუბუქება სულ უფრო გარდაუვალი ჩანს.ცნობისთვის, აშშ-მა რუსული ნავთობის შეძენაზე სანქციები 11 აპრილამდე მოხსნა. როგორც სახაზინო მდივანმა,  სკოტ ბესენტმა განმარტა, აშშ-მა ქვეყნებს მისცა უფლება, შეიძინონ გემებზე უკვე დატვირთული სანქცირებული რუსული ნავთობი და ნავთობპროდუქტები.

„ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი“ – ირანის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურასა და პორტებს თუ თავს დაესხმებიან, რეგიონის ნავთობისა და გაზის ინფრასტრუქტურა განადგურდება

ირანის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურასა და პორტებს თუ თავს დაესხმებიან, რეგიონის ნავთობისა და გაზის ინფრასტრუქტურა განადგურდება, – ამის შესახებ „ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი“ აცხადებს.„ჩვენ ვაფრთხილებთ აგრესორ მთავრობას და მის ყველა მოკავშირეს, რომ ირანის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურასა და პორტებზე პატარა თავდასხმასაც კი, მოჰყვება ჩვენი გამანადგურებელი და დამანგრეველი პასუხი. ასეთი აგრესიის შემთხვევაში, რეგიონის ყველა ნავთობისა და გაზის ინფრასტრუქტურა, რომელშიც შეერთებულ შტატებსა და მის დასავლელ მოკავშირეებს პირადი ინტერესი აქვთ, განადგურდება“, – ნათქვამია განცხადებაში.ამასთან, როგორც „სიენენი“ წერს, აშშ-ის ცენტრალური სარდლობის განცხადებაში ნათქვამია, რომ ირანთან ომის დაწყებიდან აშშ-მა ირანის 5 500-ზე მეტ სამიზნეს დაარტყა, მათ შორის 60-ზე მეტ გემს.

ბოლო სიახლეები