ხუთშაბათი, აპრილი 2, 2026

Berliner Zeitung: კორუფციის შოკი ბრიუსელში – ყოფილი ხელმძღვანელი პირების დაპატიმრების პარალელურად, კაია კალასზე ზეწოლა იზრდება

ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურში კორუფციული სკანდალი ფართოვდება. ყოფილი ხელმძღვანელი პირების დაპატიმრების პარალელურად, ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ კაია კალასზე ზეწოლა იზრდება, – წერს გერმანული გამოცემა Berliner Zeitung.

“ბრიუსელში დაძაბულობაა. ევროპის საგარეო მოქმედებათა სამსახურში (EEAS) მანიპულირებული ტენდერების გარშემო კორუფციული სკანდალი ევროპულ კვარტალში სულ უფრო მეტად ფართოვდება. მიუხედავად იმისა, რომ ისეთი მაღალი თანამდებობის ყოფილი პირი დააკავეს, როგორიცაა ფედერიკა მოგერინი, ყურადღების ცენტრში ახლა კიდევ ერთი პიროვნებაა: კაია კალასი, ევროკავშირის ამჟამინდელი უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში.” – აღნიშნულია სტატიაში.

გამოცემის ცნობით, გამოძიება კალასის ევროკავშირის მთავარ დიპლომატად დანიშვნამდე პერიოდის შესახებ ტარდება, მაგრამ ეს არ ათავისუფლებს მას მისი როლის ირგვლივ არსებული კრიტიკული კითხვებისგან, რომლებიც ბოლო დღეებში გაჩნდა.

“EEAS, რომელსაც კალასი დაახლოებით ერთი წელია ხელმძღვანელობს, ევროკავშირის ერთ-ერთ ყველაზე გაუმჭვირვალე სააგენტოდ ითვლება. ახლა კი, როდესაც ევროკავშირის რამდენიმე ინსტიტუტში ფასადები ინგრევა, კრიზისის მართვა მისი მხრიდანაც, სულ უფრო დეტალური განხილვის საგანი ხდება.” – წერს Berliner Zeitung

კაია კალასი მიიჩნევს, რომ მოგერინისა და სხვა მაღალჩინოსნების მიმართ ბრალდებებმა, არ უნდა იმოქმედოს ევროკავშირის საგარეო საქმეთა სამინისტროს „კარგ მუშაობაზე“. თუმცა, როგორც Berliner Zeitung-სთვის გახდა ცნობილი, ზოგიერთი თანამშრომელი კალასის მემორანდუმს კრიტიკულად უყურებს. ზოგადი განწყობაა, რომ ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს სურს კორუფციის საქმისგან რაც შეიძლება მალე დისტანცირება. როგორც გამოცემისთვის გახდა ცნობილი, კალასის „სრული გამჭვირვალობის“ შესახებ დახურულ კარს მიღმა გაცემულ დაპირებას სკეპტიციზმით შეხვდნენ. რამდენიმე თანამშრომელი აკრიტიკებს იმ ფაქტს, რომ შიდა კონტროლის სტრუქტურების შესახებ თითქმის არანაირი დეტალი არ გამოქვეყნებულა. ისინი მიუთითებენ, თუ როგორ მოხდა სავარაუდო მანიპულაციები და რატომ არ იქნა ყურადღება მიქცეული ბოლო წლებში გამაფრთხილებელ ნიშნებზე.

კრიტიკულად განიხილება კალასის მიერ ახალი ანტიკორუფციული სტრატეგიის მინიშნებაც. კითხვა, თუ რატომ გახდა ასეთი ზომები აუცილებელი მხოლოდ მისი მანდატის ფარგლებში და იყო თუ არა სააგენტო სტრუქტურულად კორუფციისადმი მიდრეკილი მანამდე, პასუხგაუცემელი რჩება. მიუხედავად იმისა, რომ კაია კალასი ამჟამად პოლიტიკური ზიანის შეზღუდვას ცდილობს, ევროპარლამენტში მემარჯვენე კონსერვატიული ჯგუფები, ამჟამინდელ კორუფციულ სკანდალს ბრიუსელის ხელმძღვანელობის მისამართით მწვავე კრიტიკის გასავრცელებლად იყენებენ. საუბარია იმაზეც, რომ ევროკომისიის მხრიდან ჯერჯერობით მხარდაჭერა გამოხატული არ ყოფილა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის მიმართ.

“ბოლო თვეების განმავლობაში, კომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენსა და კალასს შორის უკვე მიმდინარეობდა ძალაუფლებისთვის ბრძოლა, რომელშიც საბოლოოდ ევროკომისიის პრეზიდენტმა გაიმარჯვა,” – ვკითულობთ სტატიაში, სადაც ასევე საუბარია კალასის კრიტიკოსების მტკიცებაზე, რომ სკანდალი ფუნდამენტურ კითხვებს ბადებს ევროკავშირის ინსტიტუტებში შიდა კონტროლის მექანიზმებთან და გამჭვირვალობასთან დაკავშირებით. გარდა ამისა, ოპოზიციონერი ევროპარლამენტარები აფრთხილებენ საზოგადოებას, რომ გამჭვირვალობის ნაკლებობა საფრთხეს უქმნის ევროკავშირის ინსტიტუტების მიმართ სანდოობას და ზოგადად, საზოგადოების ნდობას. ეს ყველაფერი კი ხდება “ისედაც მგრძნობიარე დროს, როდესაც ევროკავშირი ძალიან სუსტ გეოპოლიტიკურ პოზიციაშია.

„Berliner Zeitung-ის სტატიაში ნათქვამია ისიც, რომ კაია კალასი, რომელიც წარსულში კანონის უზენაესობისა და გამჭვირვალობის დამცველად წარმოაჩენდა თავს, გამოძიებების გამო, რა თქმა უნდა, გაძლიერებული კონტროლის ქვეშაა. გამოცემის ცნობით, ისიც ხშირად აღინიშნება, რომ საგარეო საქმეთა სამსახურში სტრუქტურული სისუსტეები, როგორც ჩანს, წლების განმავლობაში შეუმჩნეველი დარჩა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ბენიამინ ნეთანიაჰუ – ისრაელი ახალ ალიანსებს ქმნის რეგიონის მნიშვნელოვან ქვეყნებთან, რათა დაუპირისპირდეს ირანულ საფრთხეს

ირანის რეჟიმი უფრო სუსტია, ვიდრე ოდესმე, ხოლო ისრაელი უფრო ძლიერია, ვიდრე ოდესმე, – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა.ნეთანიაჰუმ აღნიშნა, რომ „ადრე თუ გვიან“ ირანის რეჟიმი დაეცემა.ამასთან, ისრაელის პრემიერ-მინისტრის თქმით, ისრაელი ახალ ალიანსებს ქმნის რეგიონის „მნიშვნელოვან ქვეყნებთან“, რათა დაუპირისპირდეს „ირანულ საფრთხეს“. ნეთანიაჰუს კონკრეტული ქვეყნები არ დაუსახელებია, თუმცა აღნიშნა, რომ ამის შესახებ მოგვიანებით ვრცლად ისაუბრებს.„იმედი მაქვს, რომ მალე, ისრაელის მოქალაქეებო, მეტს გეტყვით ამ მნიშვნელოვანი ალიანსების შესახებ“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.ამასთან, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ „ჰეზბოლა” ისრაელისთვის „სტრატეგიულ საფრთხეს“ აღარ წარმოადგენს.

კაია კალასი – ევროპელმა მინისტრებმა უნდა იმუშაონ ევროპისთვის და არა რუსეთისთვის

ევროპელმა მინისტრებმა ევროპისთვის უნდა იმუშაონ და არა რუსეთისთვის, – ასე გამოეხმაურა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი სერგეი ლავროვსა და პიტერ სიიარტოს შორის საუბრების აუდიოჩანაწერებს, რომლებიც მედიაში გავრცელდა.„მოკლედ ვიტყვი, რომ ევროპელმა მინისტრებმა უნდა იმუშაონ ევროპისთვის და არა რუსეთისთვის“, – განაცხადა კალასმა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ანდრეი სიბიგასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.ცნობისთვის, მედიაში სერგეი ლავროვსა და პიტერ სიიარტოს შორის საუბრების აუდიოჩანაწერები გამოქვეყნდა. ერთ-ერთი საუბარი რუსი ოლიგარქის, ალიშერ უსმანოვის დის, გულბაჰორ ისმაილოვას წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მოხსნის ლობირებას ეხებოდა.მანამდე „ვაშინგტონ პოსტმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ პიტერ სიიარტო რეგულარულად აწვდიდა სერგეი ლავროვს ინფორმაციას იმის შესახებ, რა განიხილებოდა ევროკავშირის შეხვედრებზე, ასევე, ინფორმაციას პოტენციური გადაწყვეტილებების შესახებ. თავად სიიარტომ განაცხადა, რომ სერგეი ლავროვთან მუშაობაში ცუდს ვერაფერს ხედავს.

საპატრიარქოში სინოდის სხდომა ჩაინიშნა

ამა წლის 3 აპრილს, 12:00 საათზე საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) მოწვევით საქართველოს საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება. სხდომის მიზანია იმ საორგანიზაციო თემების განხილვა, რომლებიც არ არის გაწერილი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულებით. მათ შორის, სინოდის შემდგომ სხდომებთან და გაფართოებულ კრებასთან დაკავშირებული დამატებითი დეტალები, კრების გამართვის ადგილი, დელეგატების მოწვევის პროცედურა და სხვა აუცილებელი საკითხები.

საქართველოში ირანის ელჩს ალი მოჯანს ფეისბუქ ანგარიში დაუბლოკეს

ირანის ელჩს ალი მოჯანს სოციალური მედია დაუბლოკეს.,,თქვენი აზრით, რა გახდა მიზეზი საქართველოში ირანის ელჩის ფეისბუქ ანგარიშის დაბლოკვისა — ქვემოთ ჩამოთვლილი რომელი ფოტოსურათი ან პუნქტი?-ამის შესახებ ირანის ელჩი პლათფორმა X-ზე წერს

ფრაქცია „ქართული ოცნება“ აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ცოტნე ანანიძეს წარადგენს

აჭარის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ 2026 წლის 31 მარტის სხდომაზე, რომელსაც ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე - ლაშა სირაბიძე უძღვებოდა, ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის კანდიდატურის შერჩევაზე იმსჯელეს.ფრაქციამ, აღნიშნულ თანამდებობაზე, ერთხმად დაუჭირა მხარი უმაღლეს საბჭოში ქობულეთის დელეგატისა და ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის - ცოტნე ანანიძის კანდიდატურას.სხდომის დაწყებისას, ფრაქციის წევრებმა საკანონმდებლო ორგანოში 10-წლიანი, ნაყოფიერი მოღვაწეობის, ღირსეული ხელმძღვანელობისა და რეგიონისთვის გაწეული ღვაწლისათვის მადლობა გადაუხადეს უმაღლესი საბჭოს ყოფილ თავმჯდომარეს - დავით გაბაიძეს, ხოლო მომავალ ხელმძღვანელს წარმატებები უსურვეს.ცოტნე ანანიძემ თანაგუნდელებს მადლობა გადაუხადა გამოცხადებული ნდობისათვის და აღნიშნა, რომ საკანონმდებლო ორგანოს ხელმძღვანელობა, პირველ რიგში, უდიდესი პასუხისმგებლობაა ხალხის, ქვეყნის, რეგიონისა და თანაგუნდელების წინაშე.ფრაქცია „ქართული ოცნება“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ცოტნე ანანიძის კანდიდატურას უახლოეს რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე წარადგენს.

ბოლო სიახლეები