ოთხშაბათი, აპრილი 8, 2026

 BBC ინფორმაციით უედელის ზღვას შესაძლოა, დაცული ტერიტორიის სტატუსი მიენიჭოს

ანტარქტიდის ნახევარკუნძულსა და კოტსის მიწას შორის არსებულ უედელის ზღვას , შესაძლოა, დაცული ტერიტორიის სტატუსი მიენიჭოს. სამეცნიერო ექსპედიციების შედეგად ზღვის ფსკერზე მეცნიერებმა უიშვიათესი ეკოსისტემა აღმოაჩინეს და ფიქრობენ, რომ საზღვაო სივრცე დაცული ტერიტორიის სტატუსით უნდა სარგებლობდეს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

გარდა ფსკერზე მცხოვრები ორგანიზმებისა, ზღვაში არსებულ აისბერგებზეც უხვად გვხვდება  ენდემური სახეობის ვეშაპები, დელფინები და პინგვინები.

მეცნიერთა ჯგუფის,  Greenpeace-ის ინფორმაციით, მათი გუნდი უშუალოდ უხელმძღვანელებს პროექტს, რომლის მეშვეობითაც უედლის ზღვაში მსოფლიოს უდიდესი დაცული ტერიტორია შეიქმნება.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

დიმიტრი ხუნდაძე – პლასტმასის აკრძალვასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრმა კომპრომისული გადაწყვეტილება მიიღო, ეს ქართულ ეკონომიკას წაადგება, რადგან შოკური ეფექტის მოლოდინში არ იქნება

პლასტმასის აკრძალვის გადავადების გადაწყვეტილება წაადგება ბიზნესსაც, მწარმოებლებსაც, დისტრიბუტორებსაც, რადგან მათ ადაპტაციისთვის დრო ექნებათ, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ გენერალურმა მდივანმა, დიმიტრი ხუნდაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.მისი თქმით, გადავადების გადაწყვეტილება ქართულ ეკონომიკას წაადგება.„პლასტმასის აკრძალვასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრმა კომპრომისული გადაწყვეტილება მიიღო. რა თქმა უნდა, კარგია, რომ სრული კომპრომისია. ვფიქრობ, ეს ქართულ ეკონომიკას წაადგება, რომ შოკური ეფექტის მოლოდინში არ იქნება. ეს გადაწყვეტილება წაადგება ბიზნესსაც, მწარმოებლებსაც, დისტრიბუტორებსაც, რადგან მათ ადაპტაციისთვის დრო ექნებათ. რაც მთავარია, ეს მძიმე ტვირთად არ აისახება საშუალო და, განსაკუთრებით, დაბალი შემოსავლის მქონე მოქალაქეებზე, რადგან ამ გადაწყვეტილებით, რომელიც მთავრობამ მიიღო, ასე ხელაღებით იკრძალებოდა პლასტმასის გამოყენება კვების სექტორში. ეს პროდუქტს გააძვირებდა.რა თქმა უნდა, ისედაც ეკოლოგიურად საკმაოდ მაღალი რისკის შემცველ მსოფლიოში პლასტმასის გამოყენება სახარბიელო არ არის. ავტომობილებთან დაკავშირებით ნაწილობრივი კომპრომისი მივიღეთ, მაგრამ ეს კომპრომისიც მაღალმა ფასმა გადაფარა. პლასტმასის აკრძალვასთან დაკავშირებით კი სრული კომპრომისი მივიღეთ. რა თქმა უნდა, გონივრული კომპრომისისთვის პრემიერს მადლობას ვუხდით“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.ცნობისთვის, მთავრობის გადაწყვეტილებით, პლასტმასის ბოთლებში სასმლის წარმოების, იმპორტისა და ბაზარზე განთავსების რეგულაციის ამოქმედება ოთხი წლით გადავადდება.

პედრო სანჩესი – ცეცხლის შეწყვეტა ყოველთვის კარგი ამბავია, თუმცა ჩვენ არ დავუკრავთ ტაშს მათ, ვინც სამყაროს ცეცხლს უკიდებს მხოლოდ იმიტომ, რომ შემდეგ წყლით მოვიდნენ

ცეცხლის შეწყვეტა ყოველთვის კარგი ამბავია, თუმცა ჩვენ არ დავუკრავთ ტაშს მათ, ვინც სამყაროს ცეცხლს უკიდებს მხოლოდ იმიტომ, რომ შემდეგ წყლით მოვიდნენ, – ამის შესახებ ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩესმა განაცხადა.სანჩესის თქმით, ცეცხლის შეწყვეტა ყოველთვის კარგი ამბავია, განსაკუთრებით თუ მას სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობა მოაქვს, თუმცა ეს არ არის საკმარისი იმ მსხვერპლის, ნგრევისა და ქაოსის დასავიწყებლად, რაც ომმა ახლო აღმოსავლეთში გამოიწვია.„ესპანეთის მთავრობა არ დაუკრავს ტაშს მათ, ვინც სამყაროს ცეცხლს უკიდებს მხოლოდ იმიტომ, რომ შემდეგ წყლით მოვიდნენ. ახლა დიპლომატიის, საერთაშორისო სამართლისა და მშვიდობის დროა“, – წერს სანჩესი.ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ თანახმაა, ორი კვირით შეაჩეროს ირანის დაბომბვა. ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ისრაელი მხარს უჭერს აშშ-ის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას იმ პირობით, რომ ირანი გახსნის სრუტეებს და შეწყვეტს თავდასხმებს.ამასთან, ირანის ეროვნული უსაფრთხოების უმაღლესი საბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ირანი ცეცხლის ორკვირიან შეწყვეტას დათანხმდა, თუმცა ეს ომის დასრულებას არ ნიშნავს.

ჩინეთი აცხადებს, რომ მშვიდობის დამყარებაში „კონსტრუქციულ როლს“ შეასრულებს

ჩინეთი მიესალმა ირანსა და შეერთებულ შტატებს შორის მიღწეულ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას, თუმცა არ დაადასტურა ირანთან რაიმე პირდაპირი მოლაპარაკებები, რაც შესაძლოა, შეთანხმების მიღებას დაეხმარა.ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი მაო ნინი ასევე მიესალმა პაკისტანისა და სხვა ქვეყნების ძალისხმევას და დაამატა, რომ ჩინეთმა „საკუთარი ძალისხმევა გასწია“.„ჩვენ მხარს ვუჭერთ სამშვიდობო მოლაპარაკებებსა და ცეცხლის შეწყვეტას“, – განაცხადა მაო ნინმა.​ჩინეთი და პაკისტანი რამდენიმე დღით ადრე შეთანხმდნენ ხუთპუნქტიანი წინადადების წარდგენაზე, რომელიც ერთთვიანი ომის შემდეგ ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის აღდგენას ისახავდა მიზნად.ხუთი პუნქტი მოიცავდა საომარი მოქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტას, სამშვიდობო მოლაპარაკებების რაც შეიძლება სწრაფად დაწყებას, არასამხედრო სამიზნეების უსაფრთხოების უზრუნველყოფას, ჰორმუზის სრუტეში ნავიგაციის უსაფრთხოების გარანტირებას და გაეროს წესდების დაცვას.

მთავრობის გადაწყვეტილებით, ბორჯომ-ბაკურიანის ისტორიულ მატარებელს, ე.წ. კუკუშკას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება

მივიღეთ გადაწყვეტილება და ეს არის გეგმის ნაწილი, ბორჯომ-ბაკურიანის ისტორიული მატარებლის, ე.წ. კუკუშკის რეაბილიტაციის თაობაზე, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.მისივე თქმით, რკინიგზას ასევე დაემატება თბილისი-ქუთაისის და თბილისი-ახალციხის მიმართულებები.„რკინიგზას დაემატება თბილისის-ქუთაისის მიმართულება. აგვისტოში დასრულდება თბილისი-ბათუმის რკინიგზის რეაბილიტაცია, რის შედეგადაც გადაადგილების დრო ხუთნახევარი საათიდან შემცირდება 4-საათამდე, 1.5 საათით შევამცირებთ მგზავრობის დროს თბილისიდან ბათუმამდე.ასევე, აგვისტოში დასრულდება თბილისი-ახალციხის რკინიგზის რეაბილიტაცია, რის შედეგადაც აღდგება აღნიშნული რეისი, რომელიც გაუქმებული იყო 2009 წლიდან და გადაადგილების დრო, ძველ დროსთან შედარებით, ექვსი საათიდან შემცირდება 3-საათამდე, ანუ განახევრდება მგზავრობის დრო თბილისი-ახალციხის მიმართულებაზე.ასევე, მივიღეთ გადაწყვეტილება და ეს არის გეგმის ნაწილი – ბორჯომ-ბაკურიანის ისტორიული მატარებლის, ე.წ. კუკუშკის რეაბილიტაციის თაობაზე. სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება როგორც მატარებელს, ისე სარკინიგზო ინფრასტრუქტურას, განხორციელდება ხუთი შესაბამისი სარკინიგზო სადგურის რეაბილიტაცია. ეს ხაზიც იყო 2020 წლიდან გაჩერებული და გეგმის მიხედვით, მატარებელი მომავალი წლის იანვრიდან მოემსახურება ჩვენს მოქალაქეებს და ჩვენი ქვეყნის სტუმრებს, ტურისტული თვალსაზრისითაც დიდი მნიშვნელობა აქვს რკინიგზის ამ ხაზის აღდგენა“, – აღნიშნა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძე – ჩვენ შევისყიდით 50 ახალ ლოკომოტივს, ასევე 1 500 ახალ ვაგონს, დავნერგავთ თანამედროვე სარკინიგზო სისტემებს, რის შედეგადაც გაორმაგდება რკინიგზის გამტარუნარიანობა

საქართველოს რკინიგზამ შეიმუშავა განვითარების 2026-2028 წლების სამოქმედო გეგმა, რომლის მიხედვით, ჩვენ შევისყიდით 50 ახალ ლოკომოტივს, ასევე 1 500 ახალ ვაგონს, დავნერგავთ თანამედროვე სარკინიგზო სისტემებს, რის შედეგადაც გაუმჯობესდება საოპერაციო პროცესები და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, გაორმაგდება საქართველოს რკინიგზის გამტარუნარიანობა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.მისივე თქმით, ორი მილიონიდან ხუთ მილიონამდე გაიზრდება მგზავრთა გადაყვანის წლიური მაჩვენებელი.„შევისყიდით ათ ახალ სამგზავრო მატარებელს, ამის შედეგად, ყველა მაგისტრალური რეისი შესრულდება ახალი მატარებლებით, სამგზავრო გადაყვანები გახდება გაცილებით კომფორტული და სწრაფი, როგორც ჩვენი მოქალაქეებისთვის, ისე ქვეყნის სტუმრებისთვის. ორი მლნ-დან ხუთ მლნ-მდე გაიზრდება მგზავრთა გადაყვანის წლიური მაჩვენებელი,“- აღნიშნა პრემიერმა.

ბოლო სიახლეები