“ვიდეოთამაშები ახალგზარდების ცნობიერებას ამახინჯებს”, – განცხადება დონალდ ტრამპმა გააკეთა. ამის შესხებ BBC წერს.
თეთრ სახლში მასწავლებლებთან შეხვედრისას ტრამპმა განმარტა, რომ დანაშაული ახალგაზრდების ცნობიერებას დაღს ასვამს.
ანალიტიკოსების ნაწილი ამბობს, რომ ვიდეოთამაშებსა და დანაშაულს შორის კავშირი არც ერთ კვლევას არ დაუდასტურებია.
ფლორიდის სკოლაში 14 თებერვალს განხორციელებული სროლის შედეგად 17 ადამიანი გარდაიცვალა. თავდამსხმელმა სკოლის შენობაში შესვლამდე 3 ადამიანი მოკლა, შენობის შიგნით – 12. ორი დაჭრილი მოგვიანებით საავადმყოფოში გარდაიცვალა.
19 წლის ნიკოლას კრუზი, რომელმაც ფლორიდაში სკოლაზე შეიარაღებული თავდასხმა მოაწყო, თეთრი რასის უპირატესობის იდეის მიმდევარია. ის ამავე სკოლის მოსწავლე იყო და სასწავლო დაწესებულებიდან გარიცხეს.
ეს 2012 წლის შემდეგ, ამერიკის შეერთებული შტატების სკოლაში მომხდარი ყველაზე სისხლიანი თავდასხმაა. მაშინ 26 ადამიანი გარდაიცვალა.