ოთხშაბათი, დეკემბერი 17, 2025

BBC ცნობით ვლადიმერ პუტინის რეიტინგი შემცირდა

 BBC-ის ცნობითა, პუტინის რეიტინგი შემცირდა. ინფორმაციას რუსეთის საზოგადოებრივი აზრის ეროვნული კვლევითი ცენტრი ავრცელებს.

თუ დეკემბრის შუა რიცხვებში გამოკითხულთა 74,8% მზად იყო პუტინისთვის ხმა მიეცა, ახლა ეს რიცხვი 69,9 %-მდე დაეცა.

გამოკითხვა 26-28 იანვრის პერიოდში ჩატარდა. ჯერ კიდევ 11-15 იანვარს კი მოქმედი პრეზიდენტისთვის ხმის მიცემას 73,2% გეგმავდა.

პუტინის შტაბში პრეზიდენტის რეიტინგის ვარდნის მიზეზს ვერ ხსნიან. ექსპერტები კი ამ ფაქტს იმით ხსნიან, რომ ამომრჩევლებს ალტერნატივის გრძნობა გაუჩნდათ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ჩემს სოფელში, ზედა საქარაში (ზესტაფონის რაიონი) ამ დღეს „ბარბალობას“ ეძახიან და „მეკვლეობის“ ტრადიციაც ახლავს თან- ნახეთ რა ისტორიას იხსენებს ენძელა მაჭავარიანი

ჩემს სოფელში, ზედა საქარაში (ზესტაფონის რაიონი) ამ დღეს „ბარბალობას“ ეძახიან და „მეკვლეობის“ ტრადიციაც ახლავს თან. ამას იმით ხსნიან, რომ რა დღესაც ბარბარობა დგება, სწორედ იმ დღეს ემთხვევა შობა და ძველი სტილით ახალი წელი. მეკვლეს, ჩვენში „მეფეხეს“ უწოდებენ და ამ მისიის შესასრულებელ ადამიანსაც განსაკუთრებულად არჩევენ. ვისაც ბარბარობას მოიწვევენ, სწორედ ის იქნება შობის და ბედობის(15 იანვარი) მეფეხეც.გამიმართლა და რაც ფეხზე მყარად დავდექი(ასე 4-5 წლიდან) თ ამამად შემიძლია განვაცხადო და „ თელი“ უბანი დამემოწმება, რომ გამორჩეეული და საკმაოდ მოთხოვნადი მეკვლე ვიყავი..."ნეტარხსენებულ დედაჩემს, განსაკუთრებით უყვარდა ეს დღესასწაული. ბარბარობის წინა დღეს, დილიდანვე წავიდოდა ზესტაფონში და სანოვაგით დატვირთული ბრუნდებოდა შინ. რადგან როგორც ჩვენს სოფელში ამბობენ, „რავარც ბარბალობას შეხვთები, ისთე იქნები თელი წელი“ და დღესასწაულს საგანგებოდ მომზადებული ხვდებოდა. თითქმის ყველა ბარბარობა მახსოვს... ყოველთვის იყო თოვლი, ყველა დიასახლისი აცხობდა ლობიანებს. დედაც, მაგრამ მე ამ სამზადისს ვერ ვესწრებოდი... საპატიო მიზეზიც მქონდა, მხოლოდ მეზობლების კი არა, საკუთარი ოჯახის მეკვლეც ვიყავი და ადრევე მივდიოდი მეზობელთან დასაძინებლად, წელმონაცვლეობით აგაბოს თამარასთან ან მედიასთან. ვისთანაც ვიძინებდი, იმ ოჯახის მეკვლეობა, „უალტერნატივოდ“ მამაჩემს ევალებოდა...ყველა მეზობლისთვის, ტკბილეულთან და ფულთან ერთად , საკმაოდ მოზრდილი პარკებით სიმინდის მარცვლებიც მიმქონდა. რადგან ბარბარობას შეტანილის უკან გამოტანა აღარ შეიძლებოდა, ჩანთას ჭიშკართან ვტოვებდი. ფულს წინა დღით, თვითონვე მაძლევდნენ და პირველ ხანებში, სანამ ჩემს „უნიკალურ მონაცემებში“ დარწმუნდებოდნენ, „მამეცადინებდნენ“ კიდეც, როგორ მიმეწოდებინა ფული, დამებნია სიმინდის მარცვლები და დამელოცა ოჯახი, წვრილფეხი, ოთხფეხი და „სამფეხი“ არ წამომცდენოდა...ახლაც ბარბარობაა, ამ მშვენიერმა თოვლმა და გარემომ, ისევ ბაშვობაში დამაბრუნა. მიუხედავად იმისა, რომ დედამ, ბებიამ, აგაბოს თამარამ, შალიკოს აგრაფინამ, ბესომ, გიამ, ჩვენმა კობამ და კიდევ ბევრმა ახლობელმა და მეგობარმაზეციურ სოფელში გადაინაცლა, მაინც შევძელი, ბედნიერად მეგრძნო თავი... იმიტომ, რომ ხვალ „ბარბალობაა“ და დღეს ამ ყველაფრის გახსენება შემიძლია.. იმიტომაც, რომ „ასე ლამაზი თოვლი მოვიდა“ ... ბედნიერი ვარ, რომ მაქვს სამშობლო, ასე თბილი და ასე ლამაზი, მყავს ანა და გიო, რომლებმაც უცერემონიოდ, სრულიად ბედნიერი „ჩამომამეკვლევეს“ და მთელი დღე ემზადებიან ხვალისათვის... მაინც მინდა, ბავშვობა გავიხსენო და იდეკვ ერთხელ, წმიდა სამების საკათედრო ტაძრის პირველი თოვლით გასპეტაკებული ულამაზესი ეზოდან, სადაც ღვთის წყალობით ახლა ვიმყოფები, ბედნიერი მომავალი და ახალ წელი ვუსურვო ჩემს ხალხს და ქვეყანას! ბევრი შეიძლება,შემედავოს, დღეს მეკვლეობა, არ არისო... ჩემს სოფელში, ჩემს ოჯახში ნამდვილად არის. მეც, ნამდვილად მთელი გულით, გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს და მუხლმოდრეკით ვევედრები წმიდა ბარბარეს, ევედროს უფალს, ჩემი ცოდვების მიტევებისთვის და თვითონაც მაპატიოს, შემინდოს ჩემი შეცოდებანი. წმიდაო დიდმოწამე ბარბარე! დაიფარე ჩვენი შვილები, კარგად უმყოფე მშობლები, ხოლო ობლებს და უპოვართ შენი წმინდა კალთა გადააფარე! ქალწულებითა განშვენებულო და წამებითა გაბრწყინვებულო, სასწაულთა მოქმედო, სენთა და ბუგრთა მკურნალო, დიდო ქალწულმოწამეო ბარბარე, მეოხ გვეყავ ჩუენ ცოდვილთა.ენძელა მაჭავარიანი. ბარბარობა. 2012 წელი- წერს, ჟურნალისტი და  ყოფილი პარლამენტის წევრი ენძელა მაჭავარიანი.

„დანაშაულის ჩადენაში ამხილეს უდანაშაულო პირი“ – პირადი მოტივით, ცრუ ინფორმაციის მიწოდების ფაქტზე, პროკურატურამ შვიდი პირი დააკავა

პროკურატურის თანამშრომლებმა, პირადი მოტივით გამოძიებისათვის ცრუ ინფორმაციის მიწოდების ფაქტზე, შვიდი პირი დააკავეს.დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე ერთი პირისათვის მოსალოდნელი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის არიდების მიზნით, გამოძიებას მიაწოდეს ცრუ ინფორმაცია, გამორიცხეს რეალური მოძალადის მონაწილეობა ინციდენტში და დანაშაულის ჩადენაში ამხილეს სხვა, უდანაშაულო პირი, რომელმაც, წინასწარი შეთანხმების მიხედვით, საკუთარ თავზე აიღო პასუხისმგებლობა.ბრალდებულები, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტისა და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამმართველოს თანამშრომლებთან ერთად ჩატარებული ღონისძიების შედეგად დააკავეს.დაკავებულებს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 25-370-ე მუხლის მეორე ნაწილით (პირადი მოტივით ცრუ ინფორმაციის გამოძიებისათვის მიწოდების ორგანიზება) და 370-ე მუხლის მეორე ნაწილით (პირადი მოტივით ცრუ ინფორმაციის გამოძიებისათვის მიწოდება) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლოს გადაწყვეტილებით, ექვს პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა, ხოლო ერთ ბრალდებულს გირაო შეეფარდა.ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

შემოსავლების სამსახურის უფროსი ირაკლი (დაჩი) ბერაია აზერბაიჯანის ელჩს შეხვდა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსმა, ირაკლი (დაჩი) ბერაიამ საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან,  ფაიგ გულიევთან სამუშაო შეხვედრა გამართა.შეხვედრის მსვლელობისას,  მხარეებმა საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის,  მზარდი ტვირთბრუნვის პირობებში, რეგიონული მნიშვნელობის პროექტებზე ისაუბრეს და ორმხრივი პარტნიორობის საკითხები განიხილეს. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა საზღვრის კვეთასთან დაკავშირებული საბაჟო პროცედურების გამარტივებისა და ნარკოტიკული საშუალებების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებაზე. მხარეებმა გამოხატეს სრული მზაობა, მომავალშიც აქტიურად განაგრძონ კოორდინირებული მუშაობა. შეხვედრის ფარგლებში, ასევე ხაზი გაესვა ახალი ერთობლივი სასაზღვრო გამშვები პუნქტის - „აბრეშუმის გზა - იპეკ იოლუს“ მშენებლობის მნიშვნელობას, რაც რეგიონში სატრანზიტო პოტენციალის  განვითარების წინაპირობა იქნება. შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელმა მადლობა გადაუხადა აზერბაიჯანის რესპუბლიკის ელჩს აქტიური თანამშრომლობისთვის და მხარდაჭერისთვის. აღნიშნულ შეხვედრას ესწრებოდნენ შემოსავლების სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე, პაატა კილაძე, ასევე, საბაჟო დეპარტამენტის უფროსი,  მიხეილ ჩოკოშვილი,  საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსი, არჩილ დარახველიძე, აზერბაიჯანის რესპუბლიკის საელჩოს ეკონომიკური მდივანი, სამირ აბდურაჰიმოვი, საბაჟო საკითხებში საელჩოს ატაშე, ვუსალ აბილოვი.

გია ვოლსკი – გულუბრყვილო ადამიანებზე პიარული სვლაა იმის თქმა, რომ აშშ-ის მხრიდან ევროკავშირის მიმართ სერიოზული პრეტენზიები არაფერს ნიშნავს, რადგან აშშ ევროკავშირის წევრობას არ აპირებს

კაია კალასმა გადაწყვიტა, ასეთი პრიმიტიული ფორმულით მოახდინოს პროპაგანდისტური ეფექტი იმ ხალხზე, ვინც ამას უსმენს. საკმაოდ სუსტი პოზიცია აქვს, რადგან ამერიკის პოზიცია ევროკავშირის მიმართ გაცილებით უფრო მრავალმხრივია და სერიოზულ პრეტენზიებს შეიცავს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.ვოლსკი გამოეხმაურა კაია კალასის იმ განცხადებას, სადაც კალასი ამბობს: „აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაში რასაც ვკითხულობთ, სასიამოვნო არ არის, თუმცა საქართველოსთან განსხვავება იმაშია, რომ აშშ არ ცდილობს ევროკავშირში გაწევრიანებას“ვოლსკის შეფასებით, აღნიშნული განცხადება „გულუბრყვილო ადამიანებზე პიარული სვლაა“.„იმის თქმა, რომ ამერიკის მხრიდან ევროკავშირის მიმართ სერიოზული პრეტენზიები არაფერს ნიშნავს, რადგან ამერიკა ევროკავშირის წევრობას არ აპირებს, ეს პიარული სვლაა გულუბრყვილო ადამიანებზე, რადგან ამერიკის პრეტენზიები რეალურია და განხილული არ უნდა იყოს, როგორც შიდა საქმეებში ჩარევა. ამ პრეტენზიების რეალურობა საფრთხეს უქმნის კაცობრიობის არსებობას. ამ საკითხზე ჩვენი პრეტენზიებიც თუ იგივეა, ეს მტრობად არ უნდა ჩაითვალოს, კონსტრუქციულ კრიტიკად უნდა ჩაითვალოს. უბრალოდ, ჩვენ არ გვაქვს რესურსი, რომ გავლენა ვიქონიოთ ბრიუსელის დღევანდელ პოლიტიკაზე, რომელიც, ხშირ შემთხვევაში, არ ემთხვევა ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეთა პოზიციებს. დონალდ ტრამპი არ არის მარტო, ვინც აკრიტიკებს, საკმაოდ სერიოზული პრეტენზიები აქვთ ევროკავშირის შიგნით პოლიტიკურ პარტიებს და მოქალაქეების დიდ რაოდენობას. საჭიროა დიალოგი, რაზეც უარს გვეუბნებიან“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

სუბარი: მნიშვნელოვანია არა მხოლოდ 14 წლამდე პირებისთვის რეაბილიტაციის ცენტრის შექმნა, არამედ ის რომ მკაცრდება იმ პირების პასუხისმგებლობა, ვინც შესაძლოა არასრულწლოვანები საკუთარი დანაშაულებრივი მიზნებისთვის გამოიყენოს

პარლამენტის ვიცე-სპიკერი, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე სოზარ სუბარი საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე, სისხლის სამართლის კოდექსში შესატანი ცვლილებების განხილვისას, 14 წლამდე პირებისთვის რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის ცენტრის შექმნის ინიციატივას გამოეხმაურა.„14 წელს მიუღწეველი პირები სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას არ ექვემდებარებიან, რასაც კრიმინალები ბოროტად იყენებენ“- განაცხადა დეპუტატმა და აღნიშნა, რომ მოცემული ინიციატივა და სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანა საჭირო და დროული იყო.„პირველ რიგში, მივესალმები 14 წლამდე პირებისთვის რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის ცენტრის შექმნის ინიციატივას, რადგან ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია. მნიშვნელოვანია არა მხოლოდ თავად ინიციატივა, არამედ ის საკანონმდებლო პაკეტიც, რომლის ფარგლებში მკაცრდება იმ პირების პასუხისმგებლობა, ვინც შესაძლოა არასრულწლოვანები საკუთარი დანაშაულებრივი მიზნების განსახორციელებლად გამოიყენოს.დღეს 14 წელს მიუღწეველი პირები სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას არ ექვემდებარებიან, რასაც კრიმინალები ბოროტად იყენებენ. სწორედ ამიტომ პასუხისმგებლობის გამკაცრება საჭირო და დროული იყო“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

ბოლო სიახლეები

დღეს ბარბარობაა