Starstreak არის ბრიტანული საზენიტო სარაკეტო სისტემა, რომელიც შექმნილია მტრის დაბალი ვერტმფრენებისა და თვითმფრინავების განადგურებისთვის. დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა ბენ უოლესმა დაადასტურა უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის STARStreak-ის მაღალსიჩქარიანი პორტატული საჰაერო თავდაცვის სისტემების გადაცემა. ამის შესახებ BBC წერს.
Starstreak ითვლება მსოფლიოში ყველაზე სწრაფ მოკლე დისტანციურ რაკეტად. MANPADS Starstreak-ს შეუძლია საჰაერო სამიზნეებს დაარტყას 5 კმ-მდე სიმაღლეზე.
უოლესმა არ დააკონკრეტა გადაცემული STARStreak-ების რაოდენობა. ბრიტანეთმა უკრაინას უკვე მიაწოდა 3615 ტანკსაწინააღმდეგო იარაღი და მალე მიაწოდებს Javelin-ის ტანკსაწინააღმდეგო რაკეტების მცირე პარტიას.