BBC ცნობით, FBI-ის და თეთრ სახლს შორის უთანხმოება გრძელდება.
ამჯერად გამოძიების ფედერალური ბიურო პრეზიდენტის ადმინისტრაციას მოუწოდებს, არ გამოაქვეყნოს ის დოკუმენტი, რომელიც თითქოს უწყებაში დონალდ ტრამპის გარემოცვის წინააღმდეგ მიმართულ საქმიანობას ადასტურებს.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, არსებობს ვარაუდი იმისა, რომ დოკუმენტი ხუთშაბათს გამოქვეყნდება. თეთრი სახლის ადმინისტრაცის ხელმძღვანელის, ჯონ კელის მიერ გაკეებული განცხადებიდან მალევე გამოძიების ფედერალურმა ბიურომ განცხადება გაავრცელა.
მანამდე კი ოთხ გვერდიანი დოკუმენტის გასაჯაროებას მხარი წარმომადგენელთა პალატის დაზვერვის კომიტეტმა დაუჭირა. რესპუბლიკელები ვარაუდობენ, რომ დოკუმენტის თეთრი სახლისთვის გადაცემამდე შესაძლოა შეცვალეს კიდეც. დემოკრატები მიიჩნევენ, რომ მასალის გამოქვეყნება FBI-ში ე.წ. რუსულ საქმეზე მიმდინარე გამოძიების დისკრედიტაციას ისახავს მიზნად.
აშშ-ის სპეცსამსახურს ჯერ კიდევ 2015 წელს ხელში ჩაუვარდა რუსეთის ოფიციალური პირების საუბარი, რომელშიც დონალდ ტრამპის შესაძლო პრეზიდენტობაზე იყო საუბარი. ამ დროს ტრამპს ოფიციალურად თავისი კანდიდატურა დასახელებული არ ჰქონდა.