ქაბულის დიპლომატიურ რაიონში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 40-მდე გაიზარდა. დაშავებულია 140 ადამიანი. ამის შესახებ BBC ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით წერს. ოფიციალური პირების განცხადებით, მსხვერპლის რიცხვი სავარაუდოდ გაიზრდება.
თვითმხილველები ამბობენ, რომ აფეთქების დროს დიპლომატიური უბანი ხალხით იყო სავსე.
ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში, დიპლომატიურ რაიონში დღეს ძლიერი აფეთქება მოხდა. აფეთქება თვითმკვლელმა-ტერორისტმა დანაღმული მანქანით მოაწყო. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება “თალიბანმა” აიღო.