სამშაბათი, ნოემბერი 17, 2026

BBC ცნობით ქაბულში აფეთქებისას დაღუპულთა რიცხვი 40-მდე გაიზარდა

ქაბულის დიპლომატიურ რაიონში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 40-მდე გაიზარდა. დაშავებულია 140 ადამიანი. ამის შესახებ BBC ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით წერს. ოფიციალური პირების განცხადებით, მსხვერპლის რიცხვი სავარაუდოდ გაიზრდება.

თვითმხილველები ამბობენ, რომ აფეთქების დროს დიპლომატიური უბანი ხალხით იყო სავსე.

ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში, დიპლომატიურ რაიონში დღეს ძლიერი აფეთქება მოხდა. აფეთქება თვითმკვლელმა-ტერორისტმა დანაღმული მანქანით მოაწყო. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება “თალიბანმა” აიღო.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

სტუ-ის მეცნიერთა ჯგუფმა, კონსორციუმის წევრის სტატუსით, ერევანში საერთაშორისო საგრანტო პროექტ WARIE-ის გახსნაში მონაწილეობა მიიღო

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე, დოქტორი გიორგი გიორგობიანი და სტუ-ის სამეცნიერო და ტექნიკური ინფორმაციის ინსტიტუტ „ტექინფორმის“ დირექტორის მოადგილე, პროფესორი მარიამ რაზმაძე ერევანში (სომხეთის რესპუბლიკა), ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციების ჩარჩო პროგრამა Horizon Europe-ის ფარგლებში, საერთაშორისო საგრანტო პროექტის - „WARIE - ხელოვნური ინტელექტის სფეროში კვლევებისა და ინოვაციების გაფართოება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში სამეცნიერო სრულყოფილების მისაღწევად“ (Widening AI Research and Innovation for Excellence in the Eastern Partnership) - ოფიციალურ გახსნასა და პირველ სამუშაო შეხვედრას დაესწრნენ.ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.მისივე ცნობით, ღონისძიების ოფიციალურ გახსნას სტუ-ის მეცნიერებთან ერთად საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი სომხეთის რესპუბლიკაში, გიორგი შარვაშიძე ესწრებოდა. სამეცნიერო ღონისძიება სომხეთის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა ჟანა ანდრეასიანმა გახსნა. დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით ასევე მიმართა ელჩმა გიორგი შარვაშიძემ და თავის გამოსვლაში ხაზგასმით ისაუბრა „ჰორიზონტი ევროპას“ ფარგლებში თანამშრომლობის მნიშვნელობის, რეგიონისა და ევროპის წამყვან საგანმანათლებლო და კვლევით ორგანიზაციებთან მდგრადი პარტნიორობის ჩამოყალიბებისა და ერთობლივი ინიციატივების განხორციელების აუცილებლობის შესახებ.სტუ-ის ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილის, დოქტორ გიორგი გიორგობიანის შეფასებით, საერთაშორისო საგრანტო პროექტში - WARIE - მონაწილეობა ქართველი მეცნიერებისთვის მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა, რათა გაძლიერდეს ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობა, გაფართოვდეს კვლევითი შესაძლებლობები და განვითარდეს პარტნიორობა ევროპულ სამეცნიერო ცენტრებთან. მისი თქმით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების სამეცნიერო ორგანიზაციების ჩართულობა ევროპულ კვლევით სივრცეში, რაც ხელს შეუწყობს ახალი ცოდნის შექმნას, ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და ხელოვნური ინტელექტის სფეროში რეგიონული შესაძლებლობების განვითარებას.„WARIE-ის ბიუჯეტი 4,2 მილიონ ევროს აღემატება და მისი განხორციელების ვადა ოთხი წელია. ამ ოთხწლიანი საგრანტო პროექტის ფარგლებში შეიქმნება ხელოვნური ინტელექტის ინტერდისციპლინური კვლევითი Excellence ცენტრები, რომელთა საქმიანობამ უნდა მოიცვას ჯანდაცვისა და სოფლის მეურნეობის სფეროები, რათა ხელი შეუწყოს მდგრადი სამეცნიერო პოტენციალის ჩამოყალიბებას, ნიჭიერი კადრების პროფესიულ განვითარებასა და რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერებას. WARIE-ის პრიორიტეტულ მიზნებში ასევე შედის სამეცნიერო კვლევების მართვის სისტემების გაუმჯობესება, ხელოვნური ინტელექტის სფეროში ადამიანური რესურსების განვითარება, ღია მეცნიერებისა და FAIR პრინციპების მხარდამჭერი ციფრული ინფრასტრუქტურის დანერგვა და ევროკავშირის წამყვან სამეცნიერო დაწესებულებებთან მდგრადი ინსტიტუციური კავშირების ჩამოყალიბება.საგულისხმოა, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მონაწილეობა კვლევისა და ინოვაციების ჩარჩო პროგრამა „ჰორიზონტი ევროპაში“ თანმიმდევრულად ფართოვდება. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ჩვენი ინსტიტუტის კოორდინატორობითა და პარტნიორობით გაფორმდა სამი საგრანტო შეთანხმება, რომელთა საერთო ღირებულება დაახლოებით 8 მილიონი ევროა. ინსტიტუტის სამეცნიერო საქმიანობა და საერთაშორისო პარტნიორული კავშირები ხელს უწყობს საერთაშორისო კვლევით და ინოვაციურ პროგრამებში როგორც უნივერსიტეტის, ისე საქართველოს მონაწილეობის გაძლიერებას”, - აცხადებს გიორგი გიორგობიანი.სტუ-ის ინფორმაციით, საერთაშორისო საგრანტო პროექტმა WARIE დაფინანსება 2025 წელს ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციების ჩარჩო პროგრამა „ჰორიზონტი ევროპას“ (Horizon Europe / European Excellence Initiative - EEI) HORIZON-WIDERA-2025-01 კონკურსის ფარგლებში მოიპოვა. WARIE-ის კონსორციუმში გაერთიანებულია 13 წამყვანი სამეცნიერო-კვლევითი და საგანმანათლებლო დაწესებულება 8 ქვეყნიდან: საქართველო, სომხეთი, გერმანია, მოლდოვა, საფრანგეთი, ფინეთი, შვეიცარია, შვედეთი. პროექტის კოორდინატორია სომხეთის ინფორმატიკისა და ავტომატიზაციის პრობლემების ინსტიტუტი. საქართველოს მხრიდან პროექტში მონაწილეობენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და სტუ-ის ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის, ასევე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფები.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ელისო კილაძეს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ფინანსური დანაშაულის ბრალდებით დაკავებული ჟურნალისტი, ელისო კილაძე დამნაშავედ ცნო და 10 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მას ასევე ჩამოერთვა ავტომობილი და 30 000 აშშ დოლარი.გადაწყვეტილება მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ გამოაცხადა. ჟურნალისტი ბრალდებას არ აღიარებს.ცნობისთვის, ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე, ელისო კილაძეს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე და 194-ე მუხლებით აქვს წარდგენილი, რაც ორგანიზებული ჯგუფის მიერ თაღლითობას და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას - ფულის გათეთრებას გულისხმობს. ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე ელისო კილაძესთან ერთად პასუხისგებაში მიეცნენ ყოფილი გენერალური პროკურორი ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე, გიორგი მიქაძე, დავით მიქაძე, ირაკლი სეხნიაშვილი, მიხეილ ჩოხელი, გივი ჯიბლაძე, ბენ ანორი, თორნიკე ჯანელიძე და გიორგი კამლაძე. მათაც ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე და 194-ე მუხლებით აქვთ წარდგენილი, რაც ორგანიზებული ჯგუფის მიერ თაღლითობასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას - ფულის გათეთრებას გულისხმობს. აღნიშნული პირების საქმე ცალკე წარმოებად მიმდინარეობს.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტი ევროპის სამეცნიერო ქსელ NEMOR-ის წევრი გახდა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტი ოფიციალურად შეუერთდა ევროპის ერთ-ერთ უმსხვილეს სამეცნიერო-კვლევით გაერთიანებას - NEMOR (Network for European Mountain Research), რომელიც ევროპული მთიანი რეგიონების კვლევისა და მდგრადი განვითარების მიმართულებით წამყვან უნივერსიტეტებსა და სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტებს აერთიანებს. NEMOR-ის წევრობა მნიშვნელოვანი ნაბიჯია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში ინტეგრაციის, ევროპულ კვლევით ინსტიტუციებთან თანამშრომლობის გაღრმავებისა და კავკასიის მთიანეთის სამეცნიერო პოტენციალის საერთაშორისო დონეზე წარმოჩენის თვალსაზრისით.ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.მისივე ცნობით, გარდა NEMOR-ისა, სამთო-გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტი ჩართულია გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ეგიდით მოქმედ გლობალურ ინიციატივაში - Mountain Partnership-ში (მთის პარტნიორობა), რომელიც მთიანი რეგიონების მდგრადი განვითარების, მთის ეკოსისტემების დაცვისა და მთის მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობას ემსახურება. ამასთან, ფაკულტეტის მინერალოგიისა და პეტროგრაფიის მუზეუმი გაწევრიანებულია მინერალოგიური მუზეუმების პროფესიონალთა საერთაშორისო საზოგადოებაში (SMMP), ხოლო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი არის ევროპის უნივერსიტეტების ასოციაციის (EUA) წევრი, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს უნივერსიტეტისა და მისი შესაბამისი აკადემიური ერთეულების საერთაშორისო სამეცნიერო და საგანმანათლებლო სივრცეში ინტეგრაციის მასშტაბსა და მნიშვნელობას.სამთო-გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის დეკანის, პროფესორ ნოე ხოზრევანიძის თქმით, NEMOR წარმოადგენს ევროპული მასშტაბის სამეცნიერო-კვლევით ქსელს, რომლის საქმიანობაც მიმართულია მთიანი რეგიონების ბუნებრივი, ეკოლოგიური, გეოლოგიური, ეკონომიკური და სოციალური თავისებურებების კომპლექსური შესწავლისა და მათი მდგრადი განვითარების ხელშეწყობისკენ. ქსელი აერთიანებს 50-ზე მეტ უნივერსიტეტს, სასწავლო-სამეცნიერო და კვლევით ინსტიტუციას და ხელს უწყობს სხვადასხვა ქვეყნის მეცნიერებსა და სპეციალისტებს შორის ცოდნის, გამოცდილებისა და კვლევითი რესურსების გაზიარებას. NEMOR-ის საქმიანობა კატალონიის ეკოლოგიური კვლევებისა და სატყეო გამოყენების ცენტრის (CREAF) კოორდინაციით ხორციელდება, რაც ქსელის საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობისა და კვლევითი საქმიანობის ორგანიზებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს.„სამთო-გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტისთვის NEMOR-ის წევრობა გაცილებით მეტია, ვიდრე საერთაშორისო სამეცნიერო ქსელში გაწევრიანება. ეს არის შესაძლებლობა, ფაკულტეტის აკადემიური და კვლევითი საქმიანობა კიდევ უფრო მჭიდროდ დაუკავშირდეს ევროპულ სამეცნიერო დღის წესრიგს, გაფართოვდეს საერთაშორისო პარტნიორობა და გაიზარდოს ქართული სამეცნიერო სკოლის ჩართულობა მთიანი რეგიონების კვლევის თანამედროვე პროცესებში. ევროპული ორგანიზაციის წევრის სტატუსი ფაკულტეტს შესაძლებლობას აძლევს, უშუალოდ ჩაერთოს ევროპულ სამეცნიერო და ინოვაციურ კონსორციუმებში, მონაწილეობა მიიღოს ერთობლივი კვლევითი პროექტების შემუშავებასა და განხორციელებაში, გააღრმაოს თანამშრომლობა ევროპის წამყვან უნივერსიტეტებსა და კვლევით ცენტრებთან და ხელი შეუწყოს სამეცნიერო ცოდნისა და თანამედროვე ტექნოლოგიების ურთიერთგაცვლას. ამასთანავე, საერთაშორისო ქსელში მონაწილეობა ქმნის ახალ პერსპექტივებს აკადემიური პერსონალისა და ახალგაზრდა მკვლევრებისთვის, მათ შორის საერთაშორისო სამუშაო ჯგუფებში ჩართვის, სამეცნიერო დისკუსიებში მონაწილეობის, ერთობლივი პუბლიკაციების მომზადებისა და პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლების მიმართულებით.განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სტუდენტებისთვის შექმნილ შესაძლებლობებსაც. ევროპულ სამეცნიერო ქსელში ინტეგრაცია ხელს შეუწყობს მათთვის საერთაშორისო აკადემიურ გარემოსთან დაახლოებას, კვლევითი გამოცდილების მიღებასა და მთის მდგრადი განვითარების თანამედროვე კონცეფციების გაცნობას. აღნიშნული თანამშრომლობა მნიშვნელოვანია მომავალი სპეციალისტების მომზადებისთვის, რადგან სამთო-გეოლოგიური მეცნიერებების, ბუნებრივი რესურსების მართვის, გარემოს დაცვისა და ენერგეტიკის სფეროებში თანამედროვე პროფესიული კომპეტენციები სულ უფრო მეტად ეფუძნება ინტერდისციპლინურ კვლევასა და საერთაშორისო გამოცდილებას“, - აცხადებს დეკანი.საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე სამთო-გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტს მორიგ წარმატებას ულოცავს და აცხადებს, რომ NEMOR-ის ფარგლებში თანამშრომლობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება იქნება კავკასიის მთიანეთის ბუნებრივი და სამეცნიერო პოტენციალის ევროპულ კვლევით სივრცეში წარმოჩენა. სამთო-გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის ჩართულობა NEMOR-ის საქმიანობაში ევროპელ მკვლევრებს შესაძლებლობას მისცემს, გაეცნონ კავკასიის სპეციფიკურ გეოლოგიურ-ეკოლოგიურ თავისებურებებს, ხოლო ქართველ მეცნიერებს - კვლევები და გამოცდილება საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის ფარგლებში წარმოაჩინონ.„ფაკულტეტისთვის განსაკუთრებით პერსპექტიულია თანამშრომლობა ისეთ მიმართულებებში, როგორიცაა მთიანი რეგიონების გეოლოგიური და საინჟინრო-გეოლოგიური კვლევები, გეოდინამიკური პროცესებისა და ბუნებრივი საფრთხეების შეფასება, მინერალური და სხვა ბუნებრივი რესურსების მდგრადი მართვა, ჰიდროგეოლოგია, განახლებადი ენერგეტიკა, მთის ეკოსისტემების დაცვა, კლიმატის ცვლილების ზემოქმედების კვლევა და ბუნებრივ გარემოსთან ადაპტირებული განვითარების მოდელების შემუშავება. ამ მიმართულებებით ევროპულ სამეცნიერო ინსტიტუტებთან თანამშრომლობა ხელს შეუწყობს თანამედროვე კვლევითი მეთოდოლოგიების დანერგვასა და საქართველოს მთიანი რეგიონების წინაშე არსებული გამოწვევების მეცნიერულად დასაბუთებული გადაწყვეტის გზების ძიებას. მნიშვნელოვანია ისიც, რომ NEMOR-ის ქსელში გაწევრიანება საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შესაძლებლობას აძლევს მიიღოს ევროპული სამეცნიერო გამოცდილება და თავად გახდეს საერთაშორისო ცოდნისა და კვლევითი ინიციატივების ფორმირების აქტიური მონაწილე.ევროპული ორგანიზაციის წევრობა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამეცნიერო და საგანმანათლებლო საქმიანობის საერთაშორისო ინტეგრაციის მნიშვნელობას და ქმნის ახალ საფუძველს ევროპულ უნივერსიტეტებსა და კვლევით ცენტრებთან გრძელვადიანი, შედეგზე ორიენტირებული თანამშრომლობისთვის. ვულოცავ ფაკულტეტს და წარმატებებს ვუსურვებ“, - აცხადებს დავით გურგენიძე.

ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების ფარგლებში, მებაჟე ოფიცრებმა საფოსტო გზავნილში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ,,ბუპრენორფინი“ აღმოაჩინეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ,,თბილისის აეროპორტის“ გაფორმების ეკონომიკური ზონის მებაჟე ოფიცრებმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებთან კოორდინაციით, ერთობლივად ჩატარებული საბაჟო პროცედურებისა და საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, საფოსტო გზავნილში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება - „ბუპრენორფინის“ შემცველი 500 აბზე მეტი მედიკამენტი აღმოაჩინეს.გამოძიებას აწარმოებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო.

“თუ ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს ტყუილს, ვის აწყობს ამ ტყუილის გამოაშკარავება, – პასუხი მარტივია – პროკურატურას”

ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატი ლილი გელაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს.“კითხვა: – თუ ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს ტყუილს და ყოველგვარი საფუძვლის გარეშე ასახელებს პიროვნებას და მზადაა სხვა პირებიც დაასახელოს, ვის აწყობს ამ ტყუილის გამოაშკარავება და ობიექტური გამოძიების ჩატარება? პასუხი მარტივია- პროკურატურას და შესაბამისად სახელისუფლებო ვერტიკალს! კითხვა: – თუ ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს სიმართლეს და შეუძლია დაასახელოს პირები, რომლებიც მოითხოვდნენ მისგან არარსებული ბრალის აღიარებას და ახდენდნენ მასზე ზეწოლას, ვის არ აწყობს და ეშინია სიმართლის გამოაშკარავების და არ უნდა უნდოდეს ობიექტური გამოძიების ჩატარება? პასუხი მარტივია- პროკურატურას და შესაბამისად სახელისუფლებო ვერტიკალს! კითხვა: – თუ ირაკლი ღარიბაშვილის მიმართ წარდგენილი ბრალი უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობით დასტურდება და პროკურატურა სამართლებრივად წელგამართულია და ასევე გამოირიცხება შიში პოლიტიკური სარჩულით დევნისა, ვის უნდა აწყობდეს სასამართლო სხდომების საჯარობაა? პასუხი მარტივია- პროკურატურას და შესაბამისად სახელისუფლებო ვერტიკალს! კითხა: – თუ ირაკლი ღარიბაშვილის მიმართ წარდგენილი ბრალი უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობით დასტურდება და პროკურატურა სამართლებრივად წელგამართულია და ასევე არანაირი რეალური საფუძველი არ არსებობს პოლიტიკური განცხადებებისა და მხილებისა, ვის არ უნდა აწყობდეს სასამართლო სხდომების დახურვა? პასუხი მარტივია- პროკურატურას და შესაბამისად სახელისუფლებო ვერტიკალს! როგორია მოცემულობა? პროკურატურა არ იწყებს გამოძიებას!!! პროკურატურა ითხოვს სასამართლო სხდომების დახურვას და სასამართლოც უკმაყოფილებს აბსოლუტურად დაუსაბუთებელ შუამდგომლობას! მთავარი კითხვა: ჩვენი საზოგადოება, ქართველი ხალხის უმრავლესობა როგორია? პასუხი უტყუარია- გონიერი და საღად მოაზროვნე!!! დასკვნაც მარტივია, ხომ??? პ.ს. დანარჩენი “თუები” შემდგომ… პ.ს. პ.ს. ვინც ვერ გაიგეთ, ასქროლეთ, თქვენ ვერც გაიგებდით...”, – წერს ლილი გელაშვილი. 

ბოლო სიახლეები