BBC-ის ცნობითა, პუტინის რეიტინგი შემცირდა. ინფორმაციას რუსეთის საზოგადოებრივი აზრის ეროვნული კვლევითი ცენტრი ავრცელებს.
თუ დეკემბრის შუა რიცხვებში გამოკითხულთა 74,8% მზად იყო პუტინისთვის ხმა მიეცა, ახლა ეს რიცხვი 69,9 %-მდე დაეცა.
გამოკითხვა 26-28 იანვრის პერიოდში ჩატარდა. ჯერ კიდევ 11-15 იანვარს კი მოქმედი პრეზიდენტისთვის ხმის მიცემას 73,2% გეგმავდა.
პუტინის შტაბში პრეზიდენტის რეიტინგის ვარდნის მიზეზს ვერ ხსნიან. ექსპერტები კი ამ ფაქტს იმით ხსნიან, რომ ამომრჩევლებს ალტერნატივის გრძნობა გაუჩნდათ.