კვირა, მარტი 23, 2025

BBC-ის ცნობით,ლედი გაგამ ჯანმრთელობის პრობლემის გამო 10 კონცერტი გააუქმა

ლედი გაგამ ჯანმრთელობის პრობლების გამო მსოფლიო ტურნეს ევროპული ნაწილი, კერძოდ კი 10 კონცერტი გააუქმა.

BCC-ის ცნობით, ამის მიზეზი ტკივილების გამწვავება გახდა, რომელსაც მომღერალი ფიბრომიალგიის გამო განიცდის.

ლედი გაგამ თაყვანისმცემლებს ბოდიში მოუხადა და განაცხადა, რომ მომხდარს ძალიან განიცდის, თუმცა მან პირველ რიგში ჯანმრთელობაზე უნდა იზრუნოს.

მომღერალი უკვე რამდენიმე წელია ფიბრომიალგიით იტანჯება: ეს ქრონიკული დაავადებაა, რომლის დროსაც პაციენტს ტკივილები სხეულის სხვადსახვა ნაწილში აქვს

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

გოგა ხაინდრავა ჯო უილსონის განცხადებას ეხმაურება

კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.„ჯ.უილსონი - ქართველი ხალხი უარყოფს ივანიშვილის ტირანულ რეჟიმსა და მცდელობებს მიყიდონ საქართველო ირანულ რეჟიმსა და ჩინეთის კომუნისტურ პარტიას! რად უნდა გიღირდეს სამშობლო, რომ ამ ცილისმწამებელი გარეწარის, ბოროტი ვნებების დასაკმაყოფილებლად ქვეყანას მტრობდე!“ - წერს ხაინდრავა.

კრემლში მიიჩნევენ, რომ რომ პუტინისა და ტრამპის სატელეფონო საუბარმა მათი პირისპირ შეხვედრის შესაძლებლობა დააახლოვა

კრემლში მიაჩნიათ, რომ პუტინისა და ტრამპის სატელეფონო საუბარმა მათი შეხვედრა დააახლოვა, – ამის შესახებ დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. კრემლის პრესსპიკერმა აღნიშნა, რომ ტრამპსა და პუტინს შორის სატელეფონო საუბარი იყო ნდობით აღსავსე და გულწრფელი, რომელიც კონსტრუქციულ სამუშაო ატმოსფეროში ჩატარდა.„ეს იყო აბსოლუტურად ნდობით აღსავსე, გულწრფელი, კონსტრუქციული სამუშაო ატმოსფერო, ეს მართლაც ასეა“, – განაცხადა პესკოვმა.ამასთან, პესკოვის თქმით, ტრამპთან სატელეფონო საუბრის დროს, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მარტო იმყოფებოდა.ჟურნალისტის კითხვაზე, დააახლოვა თუ არა ამ საუბარმა ორი ლიდერის უშუალო შეხვედრა, პესკოვმა მოკლედ უპასუხა: „უდავოდ“. ამასთან, კრემლის პრესსპიკერმა აღნიშნა, რომ რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტების, ვლადიმერ პუტინისა და დონალდ ტრამპის შეხვედრა საფუძვლიანად უნდა იყოს მომზადებული და რთულ ტექნიკურ მოლაპარაკებებს მოითხოვს.„ცხადია, რომ ეს შეხვედრა სათანადოდ უნდა იყოს მომზადებული, საჭიროა ჯერ რთული ტექნიკური მოლაპარაკებების ჩატარება, სწორედ ამიტომ, ორშაბათს, ჩვენი მომლაპარაკებლები გაემგზავრებიან ერ-რიადში ამ რთული პროცესის დასაწყებად“, – განაცხადა პესკოვმა.

„დე როგორ მენატრები… დღეს შენი დღეა და ძალიან მტკივა უშენობა“ – ოთო ფოლადაშვილის ემოციური პოსტი

მოცეკვავე ოთო ფოლადაშვილი გარდაცვლილი დედის შესახებ ემოციურ პოსტს აქვეყნებს. როგორც პოსტიდან ვიგებთ, ოთოს დედას დღეს დაბადების დღე აქვს.„დეე როგორ მენატრები ..დღეს შენი დღეა და ძალიან მტკივა უშენობამადლობა ყველაფრისთვის, მადლობა თავდადებისთვის, მადლობა სითბოსა და სიყვარულისთვის, რომელსაც ყოველდღიურად გამოხატავდი. შენ ხარ ჩემი მოტივაციაც და მთავარი მამოძრავებელი ძალაც, იცი რომ ყველაფერს მხოლოდ შენთვის ვაკეთებდი.მერქვას შენი შვილი ეს ძალიან დიდი პატივია.მიყვარხარ ცხოვრებაზე მეტად, გილოცავ შენს დღეს, ჩემი მფარველი ანგელოზი და გმირი დედა ხარ, მჯერა რომ ისევ შევხვდებით“,- წერს ოთო ფოლადაშვილი.

ტრამპი მიგრანტებისთვის დროებითი იურიდიული სტატუსის გაუქმებას გეგმავს – ვის შეეხება პრეზიდენტის განკარგულება

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია 530 000-ზე მეტი მიგრანტისთვის დროებითი იურიდიული სტატუსის გაუქმებას გეგმავს. ინფორმაციას nbcnews-ი ავრცელებს.მედიის ცნობით, საუბარია აშშ-ში სპეციალური პროგრამის ფარგლებში შესულ მიგრანტებზე, პროგრამა კი ყოფილი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის დროს, 2023 წელს შემოიღეს.ინფორმაციის თანახმად, ტრამპის ინიციატივის დამტკიცების შემთხვევაში, აღნიშნული მიგრანტების აშშ-ში დროებითი ყოფნის პროგრამების მოქმედების ვადა 24 აპრილს დასრულდება."ტრამპის ადმინისტრაცია აპირებს გააუქმოს დროებითი იურიდიული სტატუსი 530 000-ზე მეტი ადამიანისთვის, რომლებიც შეერთებულ შტატებში კუბადან, ჰაიტიდან, ნიკარაგუადან და ვენესუელიდან ჩავიდნენ", - ნათქვამია სტატიაში.

ვოლოდიმირ ზელენსკი – საჭიროა ახალი გადაწყვეტილებები და ახალი ზეწოლა მოსკოვზე, რათა ბოლო მოეღოს ამ ომს

საჭიროა ახალი გადაწყვეტილებები და ახალი ზეწოლა მოსკოვზე, რათა ბოლო მოეღოს ამ დარტყმებსა და ამ ომს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ღამით რუსეთი უკრაინას 150 დრონით დაესხა თავს.„ამ დროისთვის ათი ადამიანია დაშავებული, მათ შორის ჩვილი. კიევში თავდასხმამ სამი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, მათ შორის მამის და მისი ხუთი წლის ქალიშვილის. გუშინ ზაპოროჟიეში სამი ადამიანი დაიღუპა, ოჯახი: მამა, დედა და მათი 17 წლის ქალიშვილი. ჩემი სამძიმარი ოჯახებსა და ახლობლებს. ეს თავდასხმები ყოველდღიური რეალობაა. მხოლოდ ამ კვირაში ჩვენი ხალხის წინააღმდეგ გამოყენებული იყო 1 580-ზე მეტი ბომბი, თითქმის 1 100 დრონი და 15 სხვადასხვა ტიპის რაკეტა. ყველა ეს შეიარაღება შეიცავს, სულ მცირე, 102 000 უცხოურ კომპონენტს. ამიტომ რუსი ტერორისტების მიმართ სანქციები უფრო ეფექტური უნდა იყოს. ყველა შესაძლებლობა, რომელიც მათ სანქციების გვერდის ავლის საშუალებას აძლევს, უნდა აღმოიფხვრას. საჭიროა ახალი გადაწყვეტილებები და ახალი ზეწოლა მოსკოვზე, რათა ბოლო მოეღოს ამ დარტყმებსა და ამ ომს“, – განაცხადა ზელენსკიმ.უკრაინის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც უკრაინას ეხმარება და აღნიშნა, რომ საჭიროა რეალური მხარდაჭერა საჰაერო თავდაცვის სისტემებით. 

ბოლო სიახლეები