ანტარქტიდის ნახევარკუნძულსა და კოტსის მიწას შორის არსებულ უედელის ზღვას , შესაძლოა, დაცული ტერიტორიის სტატუსი მიენიჭოს. სამეცნიერო ექსპედიციების შედეგად ზღვის ფსკერზე მეცნიერებმა უიშვიათესი ეკოსისტემა აღმოაჩინეს და ფიქრობენ, რომ საზღვაო სივრცე დაცული ტერიტორიის სტატუსით უნდა სარგებლობდეს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
გარდა ფსკერზე მცხოვრები ორგანიზმებისა, ზღვაში არსებულ აისბერგებზეც უხვად გვხვდება ენდემური სახეობის ვეშაპები, დელფინები და პინგვინები.
მეცნიერთა ჯგუფის, Greenpeace-ის ინფორმაციით, მათი გუნდი უშუალოდ უხელმძღვანელებს პროექტს, რომლის მეშვეობითაც უედლის ზღვაში მსოფლიოს უდიდესი დაცული ტერიტორია შეიქმნება.