ოთხშაბათი, ივლისი 15, 2026

 BBC ინფორმაციით უედელის ზღვას შესაძლოა, დაცული ტერიტორიის სტატუსი მიენიჭოს

ანტარქტიდის ნახევარკუნძულსა და კოტსის მიწას შორის არსებულ უედელის ზღვას , შესაძლოა, დაცული ტერიტორიის სტატუსი მიენიჭოს. სამეცნიერო ექსპედიციების შედეგად ზღვის ფსკერზე მეცნიერებმა უიშვიათესი ეკოსისტემა აღმოაჩინეს და ფიქრობენ, რომ საზღვაო სივრცე დაცული ტერიტორიის სტატუსით უნდა სარგებლობდეს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

გარდა ფსკერზე მცხოვრები ორგანიზმებისა, ზღვაში არსებულ აისბერგებზეც უხვად გვხვდება  ენდემური სახეობის ვეშაპები, დელფინები და პინგვინები.

მეცნიერთა ჯგუფის,  Greenpeace-ის ინფორმაციით, მათი გუნდი უშუალოდ უხელმძღვანელებს პროექტს, რომლის მეშვეობითაც უედლის ზღვაში მსოფლიოს უდიდესი დაცული ტერიტორია შეიქმნება.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

15 ივლისს ვლაქერნობაა – ლოცვა, რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ

15 ივლისს ვლაქერნობაა.წელიწადში მხოლოდ ერთხელ, მორწმუნეები ქრისტიანობის ერთ-ერთი მთავარი საგანძურის, ღმრთისმშობლის სამოსლის სანახავად, მთელი საქართველოდან და მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან ზუგდიდში ჩადიან.უდიდესი სიწმინდე, ღვთისმშობლის კვართი, ზუგდიდშია დაბრძანებული. ყოველ წელიწადს, 15 ივლის აღინიშნება ვლაქერნობა. ამ დღეს ღვთისმშობლის კვართს მუზეუმიდან ვლაქერნის ღვთისმშობლის ხატის ტაძარში გადააბრძანებენ ხოლმე.ტროპარიღმრთისმშობელო ქალწულო, კაცთა მფარველო, სამოსელი და სარტყელი უხრწნელისა გვამისა შენისა მტკიცედ მცველად მოსცენ ქალაქსა სენსა, რომელნი იგი უთესლოსა მის შობისა შენისა მიერ განუხრწნელად ჰგიან მარადის, რამეთუ შენ ზედ ბუნებანი მოუძლურდეს და ჟამნიცა; ამისთვის გევედრებით: მშვიდობაი სოფელსა მოანიჭე და სულთა ჩუენთა დიდი წყალობაი.

დონალდ ტრამპი – ირანი დიდ ტვირთს წარმოადგენდა ერაყისთვის, მაგრამ ერაყელებს ეს პრობლემა აღარ ექნებათ, რადგან ირანი ძალიან დესტაბილიზებულია

ირანი დიდ ტვირთს წარმოადგენდა ერაყისთვის, რადგან ისინი ახლო აღმოსავლეთის მოძალადეები იყვნენ, მაგრამ ერაყელებს ეს პრობლემა აღარ ექნებათ, რადგან ირანი ძალიან დესტაბილიზებულია, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ოვალურ კაბინეტში ერაყის პრემიერ-მინისტრთაან, ალი ფალიჰ კადიმ ალ-ზაიდთან შეხვედრის დროს განაცხადა.მისივე თქმით, ირანს ოთხი თვის წინანდელ პერიოდთან შედარებით დღეს სამხედრო ძალის მხოლოდ ნაწილი აქვს შენარჩუნებული.ამასთან, ჟურნალისტების შეკითხვაზე, თუ რატომ გადაიფიქრა ჰორმუზის სრუტეში გავლის სანაცვლოდ გემებისთვის 20%-იანი გადასახადის დაწესება, ტრამპმა აღნიშნა, რომ მას სპარსეთის ყურის ქვეყნების ლიდერებმა დაურეკეს და უთხრეს, რომ, გადასახადის ნაცვლად, მზად არიან, აშშ-ში ინვესტიციები განახორციელონ.„მე დამიკავშირდნენ სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები — მეფეები, ემირები და სხვა ხელმძღვანელები, რომლებსაც ყველანი კარგად ვიცნობთ. ისინი მართლაც ძალიან ძლიერი პარტნიორები არიან. მათ მითხრეს, ჩვენ გვირჩევნია სხვაგვარად მოვიქცეთ. გვსურს, მილიარდობით დოლარის ინვესტიცია ჩავდოთ ამერიკის შეერთებულ შტატებში და გავაგრძელოთ რეკორდული მოცულობის ინვესტიციები. ეს იდეა მომეწონა, რადგან მიმაჩნია, რომ არავის უნდა ჰქონდეს უფლება, გადასახადი დააწესოს სრუტით სარგებლობაზე ან მსგავსი ტიპის საერთაშორისო საზღვაო მარშრუტებზე მსოფლიოს რომელიმე ნაწილში“, – განაცხადა ტრამპმა.ცნობისთვის, მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ჰორმუზის სრუტის გამოყენების სანაცვლოდ 20%-იანი გადასახადის დაწესებაზე უარს ამბობს. მისივე თქმით, გადასახადი სავაჭრო და საინვესტიციო გარიგებებით ჩანაცვლდება, რომლებსაც შეერთებული შტატები სპარსეთის ყურის სახელმწიფოებთან დადებს.

მარკო რუბიო მიმდინარე კვირაში 70-ზე მეტი ქვეყნის დელეგაციებს უმასპინძლებს, განხილვის თემა „ტრანსნაციონალური ულტრამემარცხენე ტერორიზმის აღორძინების“ საფრთხე იქნება

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო მიმდინარე კვირაში 70-ზე მეტი ქვეყნის დელეგაციებს უმასპინძლებს შეხვედრაზე, რომელიც „ტრანსნაციონალური ულტრამემარცხენე ტერორიზმის აღორძინების“ საფრთხის განხილვას დაეთმობა. ამის შესახებ „ეიბისი ნიუსს“ სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა აცნობა.„ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ეს საფრთხე საერთაშორისო საზოგადოების ანტიტერორისტული ძალისხმევის ბრმა წერტილი იყო. მას სათანადოდ არ აფასებდნენ და არასაკმარისი რესურსები ეთმობოდა, მიუხედავად იმისა, რამდენად სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს“, – ნათქვამია უცხო ქვეყნების მთავრობებისთვის გაგზავნილ განმარტებით დოკუმენტში.დოკუმენტის თანახმად, სამართალდამცავი და ანტიტერორისტული უწყებების ექსპერტებმა გამოავლინეს „მკაფიო ტენდენცია“, რომლის მიხედვითაც, „გლობალურად დაკავშირებული, პოლიტიკურად მოტივირებული ტერორისტები, განსაკუთრებით ულტრამემარცხენე ტერორისტები, სულ უფრო ხშირად მიმართავენ ორგანიზებულ და სასიკვდილო ძალადობას პოლიტიკური მიზნების მისაღწევად“.შეხვედრა, რომელიც ხუთშაბათს ვაშინგტონში გაიმართება, საფუძველს ჩაუყრის „კოორდინირებულ მოქმედებებს“ იმ საერთაშორისო ორგანიზაციების წინააღმდეგ, რომლებიც, დოკუმენტის თანახმად, „ცდილობენ რადიკალური პოლიტიკური ხედვის განხორციელებას დაშინებისა და ტერორის კოორდინირებული კამპანიების გზით“.თავდაპირველად შეხვედრაში დაახლოებით 60 ქვეყნის წარმომადგენლის მონაწილეობა იყო დაგეგმილი, თუმცა სახელმწიფო დეპარტამენტში განაცხადეს, რომ „უზარმაზარი ინტერესის“ გამო შეხვედრის მასშტაბი გაფართოვდა და შეხვედრაზე დამატებით მიიწვიეს ქვეყნები, რომლებიც „ულტრამემარცხენე ძალადობის მზარდ საერთაშორისო საფრთხეს ებრძვიან“.

„აქსიოსი“ – დონალდ ტრამპმა ბენიამინ ნეთანიაჰუს განუცხადა, რომ ისრაელმა სირიის ტერიტორიიდან სამხედრო ძალების გაყვანა უნდა დაიწყოს

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს გასულ კვირას სატელეფონო საუბრისას განუცხადა, რომ ისრაელმა სირიის ტერიტორიიდან საკუთარი სამხედრო ძალების გაყვანა უნდა დაიწყოს. ამის შესახებ „აქსიოსს“ ამერიკელმა და ისრაელელმა მაღალჩინოსნებმა განუცხადეს.ამერიკელი მაღალჩინოსნის ცნობით, ტრამპმა ნეთანიაჰუს უთხრა, რომ სირიის ტერიტორიაზე ისრაელის სამხედროების ყოფნა დაძაბულობას ზრდის და შესაძლოა, კონფლიქტის შემდგომი ესკალაცია გამოიწვიოს.„მათ არ სურთ, რომ იქ იყოთ. ჯარები უნდა გადაადგილოთ და გაიყვანოთ“, – განუცხადა ტრამპმა.წყაროს თქმით, აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მსგავსი მიდგომა ლიბანსაც ეხება.როგორც გამოცემა წერს, ტრამპსა და ნეთანიაჰუს შორის სატელეფონო საუბარი მას შემდეგ გაიმართა, რაც აშშ-ის პრეზიდენტი თურქეთში, ნატო-ს სამიტის ფარგლებში, სირიის პრეზიდენტ აჰმად ალ შარაას შეხვდა.

ირანში აცხადებენ, რომ სპარსეთის ყურეში, ირანის ქიშის კუნძულზე ელექტროსადგურის დაზიანება აშშ-ის დარტყმამ გამოიწვია

ირანში აცხადებენ, რომ სპარსეთის ყურეში მდებარე ირანის ქიშის კუნძულზე ელექტროსადგურის დაზიანება აშშ-ის დარტყმამ გამოიწვია.თავდასხმა ადგილობრივი დროით სამშაბათს, გამთენიისას განხორციელდა, მას შემდეგ, რაც აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ სამხედრო ოპერაცია დაიწყო.აშშ-ის ცენტრალურ სარდლობას აღნიშნულ ინფორმაციაზე ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებია.ირანული მედია იუწყება, რომ დაზიანების გამო ელექტროსადგურის რამდენიმე ენერგობლოკი შესაძლოა, დროებით გამოირთოს, რათა სარემონტო სამუშაოები ჩატარდეს.

ბოლო სიახლეები