შაბათი, იანვარი 18, 2025

Armenianweekly ცნობით სომხების გენოციდის აღიარების კანონპროექტს ისრაელის პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა

ისრაელის პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა ოსმალეთის იმპერიაში „სომხების გენოციდის აღიარების კანონპროექტს“. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Armenianweekly  ავრცელებს. ქნესეთში კანონპროექტი პარტია „იეშ ატიდმა“ წარადგინა.

პარტიის ლიდერის, იაირ ლაპიდის განცხადებით, არ არსებობს მიზეზი, რატომ არ უნდა დაუჭიროს მხარი ისრაელის პარლამენტმა გენოციდის აღიარების კანონპროექტს, მით უმეტეს, რომ პარლამენტი იმ ხალხმა აირჩია, რომელმაც ჰოლოკოსტი გამოიარა.

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის მოდგილე, ციპი ხოტოველი ამბობს, რომ საკითხის სირთულიდან და სავარაუდო დიპლომატიური შედეგებიდან გამომდინარე, ისრაელი აღნიშნული საკითხის მიმართ ოფიციალურ პოზიციას არ დაიკავებს.

პარლამენტის სპიკერმა, იული ედელშტეინმა 2015 წელს მთავრობას პოზიციის ცვლილებისკენ მოუწოდა, 2016 წელს კი ქნესეთის განათლების კომიტეტმა გენოციდი აღიარა.

სომხების გენოციდი – ოსმალეთის იმპერიის მმართველთა მიერ დაგეგმილი და განხორციელებული, დღევანდელი თურქეთის ტერიტორიაზე მცხოვრები სომეხი მოსახლეობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული 1915-1918 წლებში.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

როგორ გამოიყურება 8 თვის ორსული ნესლიჰან ათაგიული – თურქი ვარსკვლავი 8-წლიანი ლოდინის შემდეგ შვილს ელოდება

სლავურ-კავკასიური წარმომავლობის ვარსკვლავს, 32 წლის ნესლიჰან ათაგიულს სერიალების მოყვარულები დიდი ხანია იცნობენ. ცოტა ხნის წინ გაამხილეს მან და მისმა ქმარმა – კადირ დოგულუმ, რომ შვილს ელოდებიან. ახლა კი, იტალიურ გადაცემაში სტუმრად მყოფმა იქვე მოაწყო სქესის გაგების ორიგინალური შოუ და ყველამ შეიტყო, რომ წყვილი ვაჟს ელოდება. ნახეთ როგორ გამოიყურება დღეს 8 თვის ორსული მსახიობი. ნახეთ ფოტოები.

ნახეთ როგორ ემშვიდობება „ნაპოლი“ კვარადონას

ხვიჩა კვარაცხელია უკვე „პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელია. ქართველმა ფრანგულ კლუბთან ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა. კვარაცხელიას ტრანსფერისთვის „ნაპოლიმ“ 70 მილიონი ევრო მიიღო, დამატებით 10 მილიონი ევრო კი ბონუსების სახით. ხვიჩა „ნაპოლიში“ 2022 წელს ბათუმის „დინამოდან“ გადავიდა. 33 წლის შემდეგ კვარაცხელიასთან ერთად „ნაპოლიმ“ იტალიის ჩემპიონატი მოიგო, თავად კი სერია A-ს 2022/23 წლის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. ის ასევე აღიარეს იმავე სეზონის ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშედ. კვარაცხელიამ „ნაპოლის“ მაისურით ყველა ტურნირზე 107 მატჩი ჩაატარა, 30 გოლი გაიტანა და 29 საგოლე გადაცემა შეასრულა. ფეხბურთელი ნაპოლის ემოციურად დაემშვიდობა და გუნდმაც ასევე სიყვარულით გააცილა. გუნდის ფეისბუქის გვერდმა კვარას ვიდეო მიუძღვნა და მადლობა გადაუხადა.  

VIDEO: „პარი სენ-ჟერმენის“ პრეზიდენტი -კვარაცხელია ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი მოთამაშეა, ჩვენთან ერთად ყველა მიზანს მიაღწევს

საფეხბურთო კლუბის, „პარი სენ-ჟერმენის“ პრეზიდენტმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, ნასერ ალ ხელაიფმა კომენტარი გააკეთა ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერზე. შეგახსენებთ, რომ კატარელი ბიზნესმენი ფიფა-ს მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის საორგანიზაციო კომიტეტის წევრია. გარდა ამისა, იგი უეფა-ს აღმასრულებელი კომიტეტში ევროპის საკლუბო ასოციაციის წარმომადგენელი იყო.„მოხარულები ვართ, მივესალმოთ კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენის“ დიდ ოჯახში. ხვიჩა მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი წარმომადგენელია, ფანტასტიკურად ნიჭიერი, ამავე დროს, მამაცი მოთამაშეა, რომელიც გუნდისთვის თავდაუზოგავად იბრძვის. ხვიჩას დიდი ხანია, სურვილი ჰქონდა, ჩვენი კლუბის ნაწილი გამხდარიყო. ვიცი, რომ ის ჩვენთან ერთად თავის ყველა მიზანს მიაღწევს. მოხარული ვართ, რომ გუნდი ასეთი მოთამაშით გავაძლიერეთ და განვაგრძობთ „პარი სენ-ჟერმენის“ ვარსკვლავების გუნდად ჩამოყალიბებას“.  

ოფიციალურად – ხვიჩა კვარაცხელია „პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელია

ხვიჩა კვარაცხელია „პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელია. ქართველმა ფრანგულ კლუბთან ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა. კვარაცხელიას ტრანსფერისთვის „ნაპოლიმ“ 70 მილიონი ევრო მიიღო, დამატებით 10 მილიონი ევრო კი ბონუსების სახით. გავრცელებული ცნობით, საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერის ანაზღაურება სეზონში 11 მილიონი ევრო იქნება. ხვიჩა „ნაპოლიში“ 2022 წელს ბათუმის „დინამოდან“ გადავიდა. 33 წლის შემდეგ კვარაცხელიასთან ერთად „ნაპოლიმ“ იტალიის ჩემპიონატი მოიგო, თავად კი სერია A-ს 2022/23 წლის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. ის ასევე აღიარეს იმავე სეზონის ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშედ. კვარაცხელიამ „ნაპოლის“ მაისურით ყველა ტურნირზე 107 მატჩი ჩაატარა, 30 გოლი გაიტანა და 29 საგოლე გადაცემა შეასრულა.

გორში, ხანძარს მატარებლის სადგურის დარაჯი ემსხვერპლა

გორში, მატარებლის სადგურის დარაჯი ხანძარს ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, დარაჯს შენობაში ელექტროგამათბობელი ჰქონდა ჩართული, რამაც ხანძარი გამოიწვია. შემთხვევის ადგილას მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ჯგუფები. ადგილზე რჩებიან სამართალდამცველები.

ბოლო სიახლეები