Amazon-მა საბაზრო ღირებულებით Microsoft-ს გაუსწრო

Read Time:28 Second

ონლაინ-მაღაზია Amazon-მა საბაზრო ღირებულებით Microsoft-ს გაუსწრო. ამაზე აშშ-ის ელექტრონული სააქციო ბირჟა  Nasdaq-ის მონაცემები მოწმობს. 14 თებერვლის დახურული გაყიდვების დროს, ჯეფ ბეზოსის კომპანიის ღირებულება 702,5 მილიარდი დოლარი გახდა, ხოლო ბილ გეიტსის მიერ დაარსებული Microsoft-ი 699 მილიარდი დოლარი ღირს.

როგორც CNBC-ი აღნიშნავს, საბაზრო კაპიტალიზაციაში Amazon-ს ამჟამად მხოლოდ Apple (849 მილიარდი დოლარი) და Alphabet (745 მილიარდი დოლარი) უსწრებს.

9 იანვარს, ცნობილი გახდა, რომ ჯეფ ბეზოსი ისტორიაში მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანია. ბეზოსის სუფთა მოგებამ 104.4 მილიარდ დოლარს მიაღწია. ამ მონაცემებით მან Microsoft-ის დამფუძნებელ ბილ გეითს გაუსწრო.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post Google-ის ჭკვიანი საათები Android Oreo 8.0 განახლებას მიიღებს
Next post საქველმოქმედო ორგანიზაცია, „ფონდი მომავლისათვის“, აგრძელებს პროექტს – „წარმატებული სტუდენტები“