ღრმად შეშფოთებული ვარ საქართველოში მიმდინარე რეპრესიებით, რომელიც „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ლიდერის, ნიკა მელიას დაპატიმრებას უკავშირდება , – ამის შესახებ რუმინელი ევროპარლამენტარი და პარტია “ევროპის ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსის” (ALDE) ვიცე-პრეზიდენტი, დენ ბარნა სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
მისი თქმით, გმობენ საქართველოს მთავრობის ქმედებებს, რომლებიც ძირს უთხრის დემოკრატიულ ღირებულებებს და ქართველი ხალხის ევროატლანტიკურ მისწრაფებებს.
„ეს ოპოზიციური ხმების დაშინების ნიმუშია. ვგმობთ საქართველოს მთავრობის ამ ქმედებებს, რომლებიც ძირს უთხრის დემოკრატიულ ღირებულებებს და ქართველი ხალხის ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. ჩვენ ვდგავართ მამაცი ქართველი ხალხის გვერდით, რომლებიც ეწინააღმდეგებიან დემოკრატიიდან ჩამოშორებას და მზარდ რუსულ გავლენას“, – წერს ევროპარლამენტარი.