კვირა, იანვარი 19, 2025

„ჰამასში“ აცხადებენ, რომ კვლავ ელოდებიან ისრაელისგან პალესტინელი პატიმრების სიას, რომელთა გათავისუფლებაც დღეს იგეგმება

„ჰამასში“ აცხადებენ, რომ კვლავ ელოდებიან ისრაელისგან პალესტინელი პატიმრების, მათ შორის ქალებისა და ბავშვების სიას, რომელთა გათავისუფლებაც დღეს იგეგმება ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ფარგლებში.

გავრცელებულ განცხადებაში „ჰამასი“ აღნიშნავს, რომ ცეცხლის შეწყვეტის პირობების თანახმად, ყოველი გათავისუფლებული ისრაელელი მძევლის სანაცვლოდ ისრაელის ციხეებიდან 30 პალესტინელი პატიმარი გათავისუფლდება. შესაბამისად დღეს 90 პატიმრის დაბრუნებას ელოდებიან.

შეგახსენებთ, რომ დღეს სამი ისრაელელი მძევლის გათავისუფლება იგეგმება.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

საფეხბურთო გუნდი „აფხაზეთი“ სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

საფეხბურთო გუნდი „აფხაზეთი“ სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს: „გარდაიცვალა ჩვენი გუნდის წევრი გია ჯგერენაია. ვუსამძიმრებთ მის ოჯახს, უფალმა დაუმკვიდროს ცათა სასუფეველი“, - ნათქვამია სამძიმრის პოსტში.

„ფრთხილად და ყურადღებით იყავით წყალთან…“ – გოგა მანიას ახალი წინასწარმეტყველება და გაფრთხილება

ვრცელდება გოგა მანიას ახალი წინასწარმეტყველება, რომელიც 19 იანვრით თარიღდება. ვრცლად ↓

471-დღიანი ტყვეობის დასასრული – „ჰამასმა“ ტყვეობიდან სამი ისრაელელი ქალი გაათავისუფლა

„ჰამასის“ 471-დღიანი ტყვეობიდან სამი ისრაელელი ქალი უკვე თავისუფალია. ქალები ისრაელთან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მიღწეული შეთანხმების ფარგლებში გაათავისუფლეს. ესენი არიან: რომი გონენი, რომელიც 24 წლისაა. 28 წლის ემილი დამარი და 31 წლის, ვეტერინარი ექთანი - დორონ შტაინ ბრეხერი.  ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს სანაცვლოდ ისრაელი 90 პალესტინელ პატიმარს გაათავისუფლებს.

საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით 613 მსჯავრდებული პირი შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით 613 მსჯავრდებული პირი შეიწყალა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტი სოციალურ ქსლეში ავრცელებს. „საქართველოს პრეზიდენტის მიერ მისთვის კონსტიტუციით მინიჭებული ექსკლუზიური უფლებამოსილების გამოყენება ეფუძნება ჰუმანიზმის პრინციპს და სახელმწიფო ინტერესს. გამოჩენილი ჰუმანური დამოკიდებულებით, შეწყალებულ პირებს შესაძლებლობა მიეცათ, დაუბრუნდნენ ოჯახებს და კვლავ იქცნენ საზოგადოების სრულფასოვან წევრებად“,- აღნიშნულია პრეზიდენტის სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციაში.

ირმა ხახუტაშვილი-ისევ ის 40 ლარის მატება და საავადყოფოში უფასოდ მისვლა ურჩევნია იმ პენსიონერს, ვიდრე თქვენ კოშმარში დაბრუნება

ირმა ხახუტაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. ”აქციებიდან რომ გვეუბენბიან პენსიები არ იზრდებაო შესაბამისადო, ტურიზმი კვდებაო და, თან ქვეყანას არყევ არყევ, კონცერტებს შლი, ნაძვსხესთან შენ ქართველებს არ უშვებ და როგორ უნა განვითარდეს ქვეყანა? ხო იყავით ხელისუფლებაში, რატომ არ გვქონდა მაშინ ვიზალიბერალიზაცია? რატომ დასდევდა მიშა თითოეულ ტურსტს , გეხვეწები ჩამოდითო, მხოლოდ პირველ წელს, პრივატიზაციის ხარჯზე, ტყიდან დაწყებული , სკოლის შენობამდე რომ გაყიდეტ იმ ფულით რომ გაზარდეტ პენსია,მერე რატო შეაჩერეთ ზრდა? რატომ ვერ მიდიდოდა პენსიონერი სავადმყოფოში? ამაზე კიტხვები გაქვთ? ისევ ის 40 ლარის მატება და საავადყოფოში უფასოდ მისვლა ურჩევნია იმ პენსიონერს, ვიდრე თქვენ კოშმარში დაბრუნება. ( ეხლა შემხვდა სტატია, ვიღაც ჯაან სიმპო ტიპი საუბრობდა, როგორ იქცევა ქვეყანა და როგორი საამური იქნება ცხოვრება ტუ წარსულში დავბურნდით)”-წერს ხახუტაიშვილი.  

ბოლო სიახლეები