შაბათი, იანვარი 18, 2025

ხვიჩა კვარაცხელია – დიდი პატივია პსჟ-ის მაისურის ტარება, მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს გუნდში თამაშზე ვოცნებობდი

ხვიჩა კვარაცხელიას PSG TV-მ ინტერვიუ ჩამოართვა, სადაც „პარი სენ-ჟერმენის“ ახალწვეულმა საფრანგეთის დედაქალაქში გადასვლასა და საკუთარ მიზნებზე ისაუბრა.

– ჩემთვის დიდი პატივია პსჟ-ის მაისურის ტარება, რადგან მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს გუნდში თამაშზე ვოცნებობდი. ამით ძალიან ვამაყობ, ეს ოცნებაა და ერთად ვიბრძოლებთ ჩვენი ოცნებების ასრულებისთვის. ძალიან ბედნიერი ვარ.რატომ გადაგაწყვიტეთ პსჟ-ში გადასვლა?

– აქ ჩამოსვლის აუცილებლობაში გუნდის პროექტმა დამარწმუნა. ვიცი, რისი მიღწევა სურს კლუბს, როგორ მუშაობენ ფეხბურთელებთან და ეს ძალიან მომწონს. აქ ბევრმა დიდმა ვარსკვლავმა ითამაშა, ამიტომ, როცა პარიზში თამაშის შესაძლებლობა მომეცა, ბევრი არც მიფიქრია.

კლუბის მოთამაშეებიდან იცნობთ ვინმეს?

– დიახ, რამდენიმე ფეხბურთელს ვიცნობ – მაგალითად, ფაბიან რუისს, ვისთან ერთადაც „ნაპოლიში“ ვთამაშობდი, ჯანლუიჯი დონარუმას, რომელსაც „პარი სენ-ჟერმენში“ გადმოსვლამდე ვესაუბრე.

თქვენ იმუშავებთ ლუის ენრიკესთან…

– ის მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელია. ვიცი, რომ მასთან მუშაობით ბევრს ვისწავლი და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ გავხდი ფეხბურთელი, რომელსაც ლუის ენრიკე წვრთნის.

რა მიზნები გაქვთ?

– მინდა, ახალი გამოწვევებისთვის, ოცნებებისა და მიზნებისთვის ვიბრძოლო, გავიზარდო, როგორც ფეხბურთელი, რათა მაქსიმალურად დავეხმარო გუნდს წარმატების მიღწევაში.

უკვე დაათვალიერეთ „პარი სენ-ჟერმენის“ საწვრთნელი ბაზა. როგორია თქვენი შთაბეჭდილებები?

– წარმოუდგენელი ბაზაა. აქ ყველა პირობაა, რომელიც საჭიროა დიდი მიზნების მისაღწევად. ნიჭერ ახალგაზრდებს ყველანაირი შესაძლებლობა აქვთ, რომ გაიზარდონ და წინ წავიდნენ. ეს მნიშვნელოვანია როგორც ახალგაზრდებისთვის, ასევე პროფესიული გუნდისთვის.

გულშემატკივრებს რას ეტყოდით?

– მოუთმენლად ველი მათთან შეხვედრას და დიდ ემოციებს. ბედნიერი ვარ, რომ გუნდს შევუერთდი და მათ ძალიან მალე ვნახავ.

წყარო:1tv.ge

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

“ტყუილად ფეხებში ნუ ებლანდებიან… საერთაშორისო არენაზე ზურაბიშვილი ისედაც მაქსიმუმს აკეთებს ” – ხუხაშვილი ოპოზიციაზე

ექ­სპერ­ტი გია ხუ­ხაშ­ვი­ლი მი­იჩ­ნევს, რომ სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის პა­რა­ლე­ლუ­რად, სხვა პო­ლი­ტი­კო­სე­ბი ტრამ­პის ინა­უ­გუ­რა­ცი­ა­ზე დას­წრე­ბით, შეც­დო­მას უშ­ვე­ბენ. ამის შე­სა­ხებ ხუ­ხაშ­ვი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს. "ჩე­მის აზ­რით, პრე­ზი­დენტ სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის პა­რა­ლე­ლუ­რად, სხვა პო­ლი­ტი­კო­სე­ბი აშშ-ში ვი­ზი­ტით და ტრამ­პის ინა­უ­გუ­რა­ცი­ა­ზე დას­წრე­ბით, იგი­ვე შეც­დო­მას უშ­ვე­ბენ, რაც და­უშ­ვეს წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნოდ, რო­დე­საც პრაქ­ტი­კუ­ლად არ აღი­ა­რეს პრე­ზი­დენ­ტი ევ­რო­პუ­ლი არ­ჩე­ვა­ნის უპი­რო­ბო ლი­დე­რად და სა­კუ­თა­რი თა­ვით ტკბო­ბით იყ­ვნენ და­კა­ვე­ბუ­ლი. პარ­ტი­ე­ბის ძი­რი­თა­დი სა­მუ­შაო დღეს სა­ქარ­თვე­ლო­შია - მათ უნდა იპო­ვონ პრო­ტეს­ტში ინ­ტეგ­რა­ცი­ის გზე­ბი და მო­ი­პო­ვონ ხალ­ხის მხრი­დან მათი, რო­გორც ლი­დე­რე­ბის აღი­ა­რე­ბა. სა­ერ­თა­შო­რი­სო არე­ნა­ზე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი ისე­დაც მაქ­სი­მუმს აკე­თებს და ტყუ­ი­ლად ფე­ხებ­ში ნუ ებ­ლან­დე­ბი­ან", - წერს ექ­სპერ­ტი გია ხუ­ხაშ­ვი­ლი. რო­გორც ცნო­ბი­ლია, 20 იან­ვარს, დო­ნალდ ტრამ­პის ინა­უ­გუ­რა­ცი­ას და­ეს­წრე­ბი­ან სა­ქარ­თვე­ლოს მე­ხუ­თე პრე­ზი­დენ­ტი სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი და კო­ა­ლი­ცია "ძლი­ე­რი სა­ქარ­თვე­ლოს" ლი­დე­რე­ბი, ასე­ვე "სტრა­ტე­გია აღ­მა­შე­ნებ­ლის" ლი­დე­რი გი­ორ­გი ვა­შა­ძე.

„სოფელ ხაკის ტერიტორიაზე ვნახეთ, გაყინული იყო“ – 25 წლის არამ მურადიანი ორკვირიანი ძებნის შემდეგ გარდაცვლილი იპოვეს

დაახლოებით, ორ კვირიანი ძებნის შემდეგ დღეს, დღეს, 25 წლის არამ მურადიან გარდაცვლილი იპოვეს. „დღეს ვნახეთ სოფელ ხაკის ტერიტორიაზე, გაყინული იყო, გარდაცვლილია სამწუხაროდ. ადგილზე მეც ვიყავი, პოლიცია და მაშველებიც, ჯამში 52 ადამიანი“,- განაცხადა არამის ნათესავმა. გარდაცვლილი, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ახალციხის ბიუროში ჯერ არ გადაუსვენებიათ.

სალომე ზურაბიშვილი ჯგუფ „განს ენდ როუსს“ მიმართავს, საქართველოში კონცერტი ახალ არჩვენებამდე არ გამართოს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ჯგუფ „განს ენდ როუსს“ მიმართავს, საქართველოში კონცერტი ახალ არჩვენებამდე არ გამართოს. აღნიშნულის შესახებ ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა. „შეკვეთილში დაგეგმილი „განს ენდ როუსის“კონცერტი არის სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული, ივანიშვილის კონტროლირებადი კონცერტი. საქართველოში საპროტესტო აქციები 51-ე დღეა, გრძელდება და არ შეწყდება ახალ არჩევნებამდე. კონცერტები მისასალმებელი იქნება ამის შემდეგ“, – წერს ზურაბიშვილი.  

მილოცვა იუბილარ მეუღლეს, ოჯახური ბედნიერება და პატარა ილია: დავით კაჭარავასა და ქეთი ხატიაშვილის პორტრეტი

დავით კაჭარავა იუბილარია. ყოფილი სპორტსმენი 40 წლის გახდა. ოს სოციალურ ქსელში უამრავ მილოცვას იღებს, მათ შორის მეუღლის, ქეთი ხატიაშვილისგანაც:    

ბოლო სიახლეები