შაბათი, იანვარი 18, 2025

რა უნდა გაითვალისწინონ პირველ მარტამდე მძღოლებმა

“პირველ მარტამდე გზის ცალკეულ მონაკვეთებზე სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით მოძრაობა სავალდებულოა”, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.

ამასთან, შსს-ს განმარტებით, ზამთრის პერიოდში, მეტეოროლოგიური პირობების გათვალისწინებით, პოლიციის მიერ, შესაძლოა, დაწესდეს სატრანსპორტო საშუალების არანაკლებ წამყვან თვლებზე მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვის დამაგრების მოთხოვნა.

“ზამთრის საბურავი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:

საბურავზე დატანილი უნდა იყოს სიმბოლო – ფიფქი.

საბურავის პროტექტორის სიღრმე უნდა იყოს: არანაკლებ 3 მმ. მსუბუქი ავტომობილებისთვის (M1) და სატვირთოებისთვის (N1, N2, N3); არანაკლებ 4 მმ. – მიკროავტობუსისთვის (M2) და ავტობუსისთვის (M3);

საბურავის დამზადებიდან არ უნდა იყოს გასული 10 წელი;

საბურავზე შესაძლებელი უნდა იყოს დამზადების თარიღის წაკითხვა;

ავტობუსისთვის (M3) და 3.5 ტონაზე მეტი სრული მასის მქონე სატვირთო სატრანსპორტო საშუალებისთვის (N2, N3) დასაშვებია იმგვარი ზამთრის საბურავით გადაადგილება, რომელზეც არ არის დატანილი სიმბოლო – ფიფქი. ამ შემთხვევაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფი უფლებამოსილია, ზემოაღნიშნული კატეგორიების სატრანსპორტო საშუალებებისთვის დააწესოს არანაკლებ ერთი წამყვანი ღერძის ყველა თვალზე სათანადო მახასიათებლების მქონე მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვის დამაგრების მოთხოვნა;

მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვი უნდა იყოს ქარხნული წესით დამზადებული, სატრანსპორტო საშუალების საბურავის ზომის შესაბამისი და თოვლით/ყინულით დაფარული გზის ზედაპირზე გამოსაყენებლად ვარგისი;

მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვი გამოყენებული უნდა იყოს მხოლოდ თოვლით ან/და ყინულით დაფარულ გზაზე.

თუ ზამთრის საბურავი ან/და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვი არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს, პოლიციელი უფლებამოსილია, პირს აუკრძალოს დადგენილებით განსაზღვრულ ადგილას/გზის მონაკვეთზე შესვლა;

თუ ზამთრის საბურავი ან/და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვი არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს და ამ სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობა საფრთხეს უქმნის საგზაო მოძრაობის მონაწილეებს, პირს, შესაძლოა, დროებით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალება და განთავსდეს დაცულ სადგომზე;

ზამთრის საბურავისა და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვის მოთხოვნებთან შეუსაბამობის შემთხვევაში პირი დაჯარიმდება 100 ლარით და მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულათა რაოდენობა შეუმცირდება 5 ქულით.

დეტალური ინფორმაცია ზამთრის საბურავისა და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვის სათანადო მახასიათებლების, ასევე, იმ ადგილის/გზის მონაკვეთების ჩამონათვალის შესახებ, სადაც ზამთრის პერიოდში სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა სავალდებულო იქნება ზამთრის საბურავებით ან/და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვით, იხილეთ ბმულზე”, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ირაკლი ქადაგიშვილი – ინაუგურაციაზე წასვლის თემით ოპოზიცია სპეკულირებს, რომ აქვთ უფრო მეტი საერთაშორისო წვდომა, ინაუგურაციაზე გარკვეული ადგილები გარკვეულ ფასადაც იყიდება

პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ინაუგურაციას 200 000-მეტი ადამიანი ესწრება, ინაუგურაციაზე გარკვეული ადგილები გარკვეულ ფასადაც იყიდება და მსურველს შეუძლია, დასწრების ეს შესაძლებლობა გამოიყენოს, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ინაუგურაციაზე წასვლის თემით ოპოზიცია სპეკულირებს და ეს არის ის, რითაც საერთოდ სპეკულირებს ოპოზიცია, რომ აქვთ უფრო მეტი საერთაშორისო წვდომა. „ჩვენ კი სულ სხვა თემაზე გვაქვს საუბარი, იმაზე, რომ ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში საქართველოს, გამომდინარე მის მიერ დაანონსებული ცვლილებებისა გეოპოლიტიკაში, შესაძლებლობა მიეცემა, საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობა თვისობრივად გადაიტვირთოს. საქართველოსთან მიმართებაში ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკა იყოს განსხვავებული, ვიდრე ეს იყო წარსული პრეზიდენტის ადმინისტრაციის პირობებში. აქ ეს არის მთავარი, დანარჩენი, რითაც დღეს ოპოზიცია სპეკულირებს, მეათე ხარისხოვანია, რომელსაც სპეკულაციის გარდა სხვა რაიმე მნიშვნელობა თუ კონკრეტული მიზანი საქართველოსთვის არ აქვს. რაზე ისაუბრებენ ისინი იქ, რა თქმა უნდა, ისაუბრებენ საქართველოს საწინააღმდეგო საკითხებზე, დასანქცირება და ა.შ., რადგან საქართველოსთან დაკავშირებით პოზიტიური დღის წესრიგი არ აქვთ“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა. მისი თქმით, ოფიციალურად ინაუგურაციაზე პრეზიდენტის მიერ დაპატიჟებულთა სია საკმაოდ შეზღუდულია. „გარკვეული განცხადებებიც გაკეთდა უშუალოდ ადმინისტრაციისა და ტრამპის მხრიდან, მაგალითად ორბანის მოწვევასთან დაკავშირებით, ჩინეთის ლიდერის მოწვევასთან დაკავშირებით, გერმანიაში ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის ლიდერების მოწვევასთან დაკავშირებით. დანარჩენი, ეს არის, დაახლოებით, 200 000 ადამიანი, რომელსაც სხვადასხვა პირობებით შეუძლიათ დაესწრონ, მათ შორის შეგეძლოთ გამოგეჩინათ კერძო ინიციატივა და შეგეძინათ დასწრების უფლება და ამ დასწრების უფლების ფასიც სხვადასხვა დროს სხვადასხვანაირია. აქედან გამომდინარე, ესაა ჩვეულებრივი სპეკულაცია ე.წ. რადიკალური ოპოზიციის მხრიდან, რათა კიდევ ერთხელ მოახდინონ სიტუაციაზე ზეგავლენა. მეორე საკითხია, რომ ახალი ადმინისტრაციის პირობებში ჩნდება რეალური საშუალება, წინაპირობები, რომ საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობა ხარისხობრივად შეიცვალოს და კვლავ მაღალ დონეზე იქნას აყვანილი“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ინაუგურაციის დღე ტრამპის სტილში: რა იგეგმება 20 იანვარს?

ინაუგურაციის დღე ტრამპის სტილში: რა იგეგმება 20 იანვარს? ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ, ინაუგურაციის დღეს, ამერიკის პრეზიდენტი, ახლადარჩეული თუ თანამდებობაზე დაბრუნებული, ფიცს დებს. თავად ინაუგურაციის, როგორც დიდი ხნის წინ დამკვიდრებული ცერემონიის, ხასიათი და შინაარსი კი ამერიკის მომავალი ლიდერის პირადი პრეფერენციებით განისაზღვრება. რას ნიშნავს ეს დონალდ ტრამპის შემთხვევაში? უპირველეს ყოვლისას, ალბათ, სოფლად მცხოვრები უბრალო ადამიანებისა და სოციალური ქსელების ტიტანების უზარმაზარ რიგს. ქვემოთ შემოთავაზებულია იმ პომპეზური მოვლენების წინასწარი მიმოხილვა, რომელიც ორშაბათს, 20 იანვარს განვითარდება, როდესაც ტრამპი 47-ე პრეზიდენტის რანგში დადებს ფიცს. ფიცი აშშ-ს კონსტიტუციის თანახმად, ქვეყნის ყოველი ახალი პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადა 20 იანვრის შუადღიდან იწყება (ან, მეორე დღეს, თუ 20 იანვარი კვირა დღეა). ასევე 20 იანვარს, იმართება პრეზიდენტის ფიცის დადების ცერემონია. ბოლო წლებში პრეზიდენტებმა ფიცი დადეს უზარმაზარი დროებით პლატფორმაზე, რომელიც კაპიტოლიუმის თვალწარმტაც მდელოზე განთავსდა და ეროვნულ სავაჭრო ცენტრს გაჰყურებს. ყველაზე ხშირად, ფიცს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე იბარებს. ორშაბათსაც ჯონ რობერტსი მეორედ მიიღებს ტრამპისგან ფიცს. ახალი პრეზიდენტი ასევე გამოდის საინაუგურაციო სიტყვით, რომელშიც ის მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში თავის გეგმებზე საუბრობს. 2017 წელს ტრამპმა თავისი პირველი საპრეზიდენტო ვადა მეტად მძიმე გამოსვლით დაიწყო, რომელშიც „ამერიკულ ხოცვა-ჟლეტაზე“ გამახვილდა ყურადღება. 20 იანვარს ფიცს ახალი ვიცე-პრეზიდენტი, ჯეი დი ვენსიც დადებს. სტუმრები პლატფორმაზე დაგეგმილ ინაუგურაციაზე რესპუბლიკელმა პრეზიდენტმა მრავალი ტექნოლოგიური ტიტანი ვიპ-პერსონის სტატუსით მიიწვია. ისინი დაჯდებიან სხვა გამოჩენილი (თუმცა, უფრო შედარებით ნაკლები კალიბრის) სტუმრების გვერდით, როგორებიც, მაგალითად, მისი კაბინეტის წევრობის კანდიდატები არიან. ამერიკული მედიის ცნობით, ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ მილიარდერები ელონ მასკი, ჯეფ ბეზოსი და მარკ ცუკერბერგი, ასევე ჩინური სოციალური ქსელების გიგანტის, „ტიკტოკის“ ხელმძღვანელი, შოუ ზი ჩუ. ბოლო წლებში, ტრამპი არა მხოლოდ ცდილობდა, ტექნოლოგიურ მაგნატებს დაახლოებოდა, არამედ თავისი წინასაარჩევნო კამპანიის დროს, მან ასევე კარგად გამოიყენა დეზინფორმაცია, რომელიც მათ კონტროლს დაქვემდებარებულ სოციალურ მედიაში („ტიკტოკი“, მასკის „X“ და ცუკერბერგის „ფეისბუკი“ და „ინსტაგრამი“) ვრცელდებოდა. ცერემონიას ასევე დაესწრება წარმავალი პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი. და ეს მოხდება იმის მიუხედავად, რომ ტრამპმა 4 წლის წინ უარი თქვა ბაიდენის ფიცის დადების დასწრებაზე, ვისთანაც ის 2020 წლის არჩევნებში დამარცხდა. ცერემონიაში მონაწილეობას მიიღებს აშშ-ს ყველა ცოცხალი ყოფილი პრეზიდენტი: ბილ კლინტონი, ჯორჯ ბუში-უმცროსი და ბარაკ ობამა, ისევე როგორც მათი მეუღლეები, მიშელ ობამას გარდა. ცერემონიას დაესწრება ჰილარი კლინტონი, რომელსაც ტრამპმა 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში აჯობა, და ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი, რომელიც მან ნოემბერში დაამარცხა. პრეზიდენტის ინაუგურაციაზე უცხო სახელმწიფოს მეთაურებს, როგორც წესი, არ იწვევენ, მაგრამ ტრამპმა ეს ტრადიცია დაარღვია და იტალიისა და უნგრეთის ულტრამემარჯვენე პრემიერ-მინისტრები, ჯორჯია მელონი და ვიქტორ ორბანი მიიპატიჟა, ისევე როგორც არგენტინის პრეზიდენტი, ხავიერ მილეი და ჩინეთის პრეზიდენტი, სი ძინპინი. თუმცა, არ შეიძლება გადაჭრით იმის თქმა, რომ ისინი აუცილებლად მიიღებენ ღონისძიებაში მონაწილეობას. ხალხი ხალხის რაოდენობა ტრამპის ერთ-ერთი საზრუნავია. საკანონმდებლო ოფისების მეშვეობით, მოსახლეობაში 220 000-ზე მეტი ბილეთი განაწილდა. ისინი, ვინც ოფიციალურ დასასწრებ ბილეთს ვერ მიიღებენ, ცერემონიის ყურებას, ათიათასობით სხვა მაყურებელთან ერთად, ეროვნული სავაჭრო ცენტრის დიდ ვიდეო-ეკრანებზე, პირდაპირ ეთერში შეძლებენ. ცერემონიის შემდეგ, მაყურებელს პრეზიდენტის ნახვა აღლუმის დროს შეეძლება, რომელიც პენსილვანია-ავენიუზე, კაპიტოლიუმიდან თეთრ სახლამდე გაიმართება. ბრძანებები ტრამპის თქმით, თანამდებობის დაკავების პირველივე დღეს, ის ხელს მოაწერს რამდენიმე ბრძანებას, რომელიც ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ მიღებული მრავალი გადაწყვეტილების გაუქმებას ითვალისწინებს. მათ შორის არის მასობრივი დეპორტაციის პროგრამა და ნავთობის ბურღვის მოცულობის გაზრდა. მისი დაპირება იყო აგრეთვე, რომ დაუყოვნებლივ დაიწყებდა „6 იანვრის აჯანყებულების“ შეწყალებას. ისინი ტრამპის ის მხარდამჭერები არიან, ვინც 2021 წლის 6 იანვარს კაპიტოლიუმში შეიჭრა. მუსიკა ტრამპის 2017 წლის პირველი ინაუგურაცია ცნობილი ადამიანების ნაკლებობით იყო გამორჩეული, რადგან სკანდალური რეალითი-შოუს წამყვანს, რომელიც მოგვიანებით პოლიტიკოსი გახდა, გაუჭირდა ტოპ-კლასის მუსიკოსების პოვნა, ვინც მასთან თანამშრომლობას ისურვებდა. ტრამპის მეორე ინაუგურაციის წინ უკეთესი მდგომარეობაა. ქანთრის სტილის ცნობილი მომღერალი, ქერი ანდერვუდი ფიცის დადების ცერემონიაზე „America the Beautiful“-ს შეასრულებს. ასევე გამოვა ქანთრის კიდევ ერთი მომღერალი, ლი გრინვუდი, რომლის პატრიოტული ჰიმნი „God Bless the USA“ ტრამპის საარჩევნო კამპანიის საყოველთაოდ აღიარებულ ჰიმნად იქცა. გალა-კონცერტები ტრამპი, სავარაუდოდ, ორშაბათს საღამოსთვის დაგეგმილ სამივე ოფიციალურ საინაუგურაციო გალა-კონცერტს დაესწრება. ასევე დაგეგმილია ათზე მეტი სხვა ღონისძიება. გალა-კონცერტების გარდა, ინაუგურაციის წინა ღამეს, ვაშინგტონის Capital One Arena-ზე, ტრამპი გამართავს აქციას სახელწოდებით, „კვლავ დიდებული გავხადოთ ამერიკა“.

ჩემი შვილი მაპოვნინეთ… – მესამე დღეა დაკარგულ მოზარდს ეძებენ

დღეს სოციალურ ქსელში ბათუმში ფაკარგულ მოზარდთან დაკავშირებით ინფორმაცია გავრცელდა. „ჩემო ქართველებო, დამეხმარეთ 555105500 ნათია ჩემი შვილი მაპოვნინეთ“ - წერია გავრცელებულ პოსტში. გუშინ კი იგივე მოზარდის თაობაზე ინფორმაცია ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლამ გაავრცელა: „მეგობრებო! 2025 წლის 16 იანვარს, ღამით 22:00 საათიდან გაუჩინარდა ჩვენი სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლე ალექსანდრე მიქელაძე! პირადი ნივთები და ტელეფონი იპოვეს ზღვის სანაპიროზე! გთხოვთ, ნებისმიერი სახის ინფორმაცია შეატყობინოთ შესაბამის ორგანოებს ან ოჯახს (555105500, 599451122)“-წერია გავრცელებულ ინფორმაციაში. დღეს სოციალურ ქსელში მოზარდთან დაკავშირებით ინფორმაცია გავრცელდა. „ჩემო ქართველებო, დამეხმარეთ 555105500 ნათია ჩემი შვილი მაპოვნინეთ“ - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მსახიობი ბაჩო ქაჯაია უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, ის 5000 ლარით დააჯარიმეს, თუმცა ადასტურებს, რომ სასამართლოდან უწყება მიიღო

მსახიობი ბაჩო ქაჯაია უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, ის 5000 ლარით დააჯარიმეს. როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში ქაჯაია აცხადებს, მას უბრალოდ სასამართლოდან უწყება მიუვიდა. ბაჩო ქაჯაიას მხრიდან ჰქონდა თუ არა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას ადგილი და დაეკისრება თუ არა მას ადმინისტრაციული სახდელი, აღნიშნულზე სასამართლო 21 იანვარს, 17:00 საათზე იმსჯელებს. ადვოკატის თქმით, ბაჩო ქაჯაიას   ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა მუხლის მეოთხე ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენას ედავებიან. რაც შეეხება კიდევ ერთ მსახიობს, ანა ტყებუჩავას, არსებული ინფორმაციით, მასაც იგივე ქმედების ჩადენას ედავებიან და მისი სასამართლო პროცესი 22 იანვარს გაიმართება.

რევოლუციის მოსაწყობად 300 000 ხმის გაყალბების გამოგონილი აბსურდი ვინც არ დაადასტურა, ყველას გაშავების კამპანია მიდის, ეუთო/ოდირის შემდეგ, სახალხო დამცველის დისკრედიტაციის ტალღაც ამის ნაწილია

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი, ცოტნე ანანიძე, სახალხო დამცველ ლევან იოსელიანის წინააღმდეგ ოპოზიციის მიერ წარმოებულ კამპანიას, სოციალურ ქსელში აფასებს. მისი განცხადებით, ვინც არჩევნებზე 300 000 ხმის გაყალბებაზე გამოგონილი აბსურდი არ დაადასტურა, ყველას გაშავების კამპანია მიდის, მათ შორისაა ლევან იოსელიანიც. “რევოლუციის მოსაწყობად 300 000 ხმის გაყალბების გამოგონილი აბსურდი ვინც არ დაადასტურა, ყველას გაშავების კამპანია მიდის. ეუთო/ოდირის შემდეგ, სახალხო დამცველის დისკრედიტაციის ტალღაც ამის ნაწილია.” – წერს ცოტნე ანანიძე.

ბოლო სიახლეები