შაბათი, თებერვალი 7, 2026

ნახეთ როგორ ემშვიდობება „ნაპოლი“ კვარადონას

ხვიჩა კვარაცხელია უკვე „პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელია.

ქართველმა ფრანგულ კლუბთან ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

კვარაცხელიას ტრანსფერისთვის „ნაპოლიმ“ 70 მილიონი ევრო მიიღო, დამატებით 10 მილიონი ევრო კი ბონუსების სახით.

ხვიჩა „ნაპოლიში“ 2022 წელს ბათუმის „დინამოდან“ გადავიდა. 33 წლის შემდეგ კვარაცხელიასთან ერთად „ნაპოლიმ“ იტალიის ჩემპიონატი მოიგო, თავად კი სერია A-ს 2022/23 წლის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. ის ასევე აღიარეს იმავე სეზონის ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშედ.

კვარაცხელიამ „ნაპოლის“ მაისურით ყველა ტურნირზე 107 მატჩი ჩაატარა, 30 გოლი გაიტანა და 29 საგოლე გადაცემა შეასრულა.

ფეხბურთელი ნაპოლის ემოციურად დაემშვიდობა და გუნდმაც ასევე სიყვარულით გააცილა. გუნდის ფეისბუქის გვერდმა კვარას ვიდეო მიუძღვნა და მადლობა გადაუხადა.

 

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

მარკო რუბიო – რუსეთს და ჩინეთს არ უნდა ჰქონდეთ მოლოდინი, რომ აშშ მშვიდად იქნება, ვიდრე ისინი აფართოებენ ბირთვულ ძალებს, ჩვენ შევინარჩუნებთ საიმედო ბირთვულ შემაკავებელ...

ამერიკის შეერთებული შტატები ჩინეთსა და რუსეთს ბირთვული იარაღის კონტროლზე ახალი ხელშეკრულების გაფორმებისკენ მოუწოდებს და „აფრთხილებს, რომ არ იქნებიან მშვიდად, ვიდრე პეკინი და მოსკოვი თავიანთ არსენალს აძლიერებენ“. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოს განცხადებაშია აღნიშნული.მარკო რუბიოს თქმით, აშშ-სა და რუსეთს შორის მოქმედი ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ, შეერთებული შტატები მოუწოდებს მრავალმხრივ მოლაპარაკებებს ბირთვული შეიარაღების კონტროლისა და სტრატეგიული სტაბილურობის საკითხებზე.განცხადების თანახმად, მოლაპარაკებები სამ პრინციპს უნდა ეფუძნებოდეს; პირველ რიგში, შეიარაღების კონტროლი აღარ შეიძლება, იყოს მხოლოდ აშშ-სა და რუსეთს შორის ორმხრივი საკითხი. „როგორც პრეზიდენტმა მკაფიოდ განაცხადა, სხვა ქვეყნებსაც აქვთ პასუხისმგებლობა სტრატეგიული სტაბილურობის უზრუნველყოფაში, განსაკუთრებით კი ჩინეთს“, – აღნიშნა რუბიომ.გარდა ამისა, განცხადების თანახმად, აშშ არ მიიღებს პირობებს, რომლებიც აზიანებს შეერთებულ შტატებს ან იგნორირებას უკეთებს ვალდებულებების შეუსრულებლობას მომავალი შეთანხმების დადების პროცესში.ასევე, მარკო რუბიოს თქმით, აშშ მოლაპარაკებებს ყოველთვის ძლიერი პოზიციიდან წარმართავს.„რუსეთს და ჩინეთს არ უნდა ჰქონდეთ მოლოდინი, რომ შეერთებული შტატები მშვიდად იქნება, ვიდრე ისინი თავიდან იცილებენ ვალდებულებებს და აფართოებენ თავიანთ ბირთვულ ძალებს. ჩვენ შევინარჩუნებთ ძლიერ, საიმედო და მოდერნიზებულ ბირთვულ შემაკავებელ ფაქტორს“, – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.

„უოლ სთრით ჯორნალი“ – ირანი უარს აცხადებს ბირთვული პროგრამის შეჩერებაზე

ირანი უარს აცხადებს ბირთვული პროგრამის შეჩერებაზე, – ამის შესახებ „უოლ სთრით ჯორნალი“ წერს.გამოცემის ცნობით, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ ამერიკელ კოლეგებს შეხვედრაზე განუცხადა, რომ თეირანი არ დაეთანხმება ურანის გამდიდრების შეწყვეტას საკუთარ ტერიტორიაზე.ამასთან, „როიტერის“ ინფორმაციით, ირანი მზად არის, იმსჯელოს გამდიდრების დონეზე და სისუფთავეზე. ქვეყანა ასევე არ გამორიცხავს რეგიონული კონსორციუმის შექმნას.„როიტერის“ წყაროს თქმით, თეირანს მიაჩნია, რომ ამერიკელმა მომლაპარაკებლებმა „როგორც ჩანს, გაიგეს ირანის პოზიცია გამდიდრების საკითხზე და გამოიჩინეს მოქნილობა თეირანის მოთხოვნების მიმართ“.ირანსა და შეერთებულ შტატებს შორის მოლაპარაკებები არაპირდაპირი სახის იყო და ის ომანის დედაქალაქ მასკატში გაიმართა, ომანის შუამავლობით. ინფორმირებული წყაროების ცნობით, არცერთმა მხარემ მნიშვნელოვნად არ შეცვალა თავისი საწყისი პოზიცია.მედიის ინფორმაციით, მოლაპარაკებებზე ირანის სარაკეტო შესაძლებლობების საკითხი საერთოდ არ განხილულა.

მარნეულში, 27 წლის მამაკაცი ეზოში გარდაცვლილი იპოვეს

“Marneulinews.ge”ს ინფორმაციით, მარნეულის მუნციიპალიტეტის სოფელ ლეჟბადინში საკუთარი საცხოვრებელი სახლის ეზოში ახლობლებმა 27 წლის მუჰამედ აილევი გარდაცვლილი ნახეს.მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ვიქტორ ორბანი – ევროკავშირის ერთი წევრი ქვეყანა თუ ომში იმყოფება, გარდაუვალია, რომ ამ ომში დანარჩენებიც ერთვებიან, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება რუსეთთან დაუყოვნებლივ ომს ნიშნავს

ევროკავშირის ერთი წევრი თუ ომში იმყოფება, გარდაუვალია, რომ ამ ომში დანარჩენებიც ერთვებიან. უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება რუსეთთან დაუყოვნებლივ ომს ნიშნავს, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა ადგილობრივ რადიოსთან ინტერვიუში განაცხადა.მისივე თქმით, უნგრეთი ცდილობს, ევროპელები დაარწმუნოს, რომ რუსეთთან შეთანხმების გარეშე უკრაინაში ჯარები არ განალაგონ, რადგან ეს „ომს ნიშნავს“.„უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ვიღებთ ქვეყანას, რომელიც რუსეთთან ომში იმყოფება. ევროკავშირის ერთი წევრი თუ ომში იმყოფება, გარდაუვალია, რომ ამ ომში დანარჩენებიც ერთვებიან. უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება რუსეთთან დაუყოვნებლივ ომს ნიშნავს. მაშინაც კი, თუ რაღაც მომენტში მშვიდობა დამყარდება, ომის რისკი მაინც იარსებებს“,  – აცხადებს ვიქტორ ორბანი.

„სახლი არ იყიდება… ჩემპიონი ბრუნდება!“ – კარგი სიახლე ილია თოფურიასთან დაკავშირებით

„ილიასთვის ბოლო თვეები საკმაოდ ქაოტური იყო, თუმცა ყველაფერი ბედნიერად  დასრულდა. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი საქმე დახურულია. თოფურიას  ყოფილმა მეუღლემ და ილიამ შეთანხმებას მიაღწიეს. ჯორჯინამ სარჩელი გამოიტანა და მან ხელი მოაწერა შეთანხმებას იმ პირობებით, რომლებიც თავდაპირველად თოფურიამ შესთავაზა.ინფორმაციების უმრავლესობა, რომლებიც ბოლო პერიოდში ილიას შესახებ სოციალურ პრესაში გავრცელდა, სიმართლეს არ შეესაბამება. მადრიდში მისი სახლი, სადაც ვარჯიშობს და ყველაფერი აქვს მოწყობილი, არ იყიდება“ – ციტირებს Crystalsport-ი Marca-ს.თოფურიამ Instagram-ზე პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ოქტაგონზე დაბრუნება დააანონსა და დაწერა: „ჩემპიონი ბრუნდება!“შეგახსენებთ, რომ ილიას მიერ განქორწინების სარჩელიდან სამი კვირის შემდეგ, ჯორჯინამ სასამართლოს მიმართა. მან თოფურიას ბრალი დასდო „ოჯახურ და გენდერულ ძალადობაში“, ასევე „სხეულის დაზიანებების მიყენებაში“.გარდა ამისა, „ელ მატადორს“ საკუთარი ქალიშვილი ნანახი რამდენიმე თვე არ ჰყავდა და მისი ნახვის უფლებას ითხოვდა. საბოლოოდ, ყველაფერი ილიას სასარგებლოდ დასრულდა და სასამართლომ მისი პოზიცია დაიკავა.

ბოლო სიახლეები