ოთხშაბათი, ივნისი 24, 2026

“სულ რაღაც მილიონი დოლარი იყო ჩემი ღალატის ფასი” – რას წერს ლალი მოროშკინა

ჟურნალისტი, ლალი მოროშკინა:სიმართლის თქმის დროა!!!!ზაფხულში ევროპიდან წარმომადგენლობითი დელეგაცია მეწვია.

საუბარი მხოლოდ ერთ თემას შეეხო-
როდესაც კრიტიკული მომენტი დადგებოდა, მე მომიტინგეებთან უნდა გავსულიყავი “რეჟიმი” და პირადად ბიძინა ივანიშვილი დამეგმო( ამ ამბავს ორი თვითმხილველი ყავს ამიტომ ნებისმიერ ადგილას შემიძლია ჩემი სიმართლე დავამტკიცო)
მე გამეცინა და ეს გადაბირების მცდელობა არასერიოზულად მივიჩნიე.
-კარგით რა, რა მიტინგები, რის ქუჩების გადაკეტვა? ეს უკვე იყო…
-არა! ეს მალე დაიწყება და შენ უნდა ჩაუდგე სათავეში ქუჩის მომიტინგეებს!
აქ ჩნდება ლეგიტიმური კითხვა;
-როგირ გამიბედეს ამდენი?
გეტყვით!
ჩემი უახლოესი ადამიანი მომიგზავნეს!!!!
მეტს ვერაფერს ვიტყვი .
ვაგრძლებ;
გეგმა იყო ასეთი,

არჩევნებიდან ერთი თვის თავზე
მე ვდგებოდი ქუჩაში. “ვამხელდი რეჟიმს” , ვაცხადებდი შიმშილობას და მივმართავდი სტრასბურგს , რადგან 2014წელს ერთი დიდი საქმე მოგებული მქონდა და ეს ჩემს “მომლაპარაკებლებს” ძალიან კარგად ახსოვდათ!
მეორე მოთხოვნა იყო პროკურატურა “მემხილებინა”,
მე უნდა მეთქვა, რომ ვანო მერაბიშვილის საქმეზე, სადაც “ოქროს მოწმე” ვარ, შანტაჟით და დაშინებით მათქმევინეს, რომ სასჯელაღსრულების სისტემიდან მერაბიშვილი გაყვანილი არ ყოფილა და საქმის ახალი გარემოების თანახმად ყველაფერი თავიდან ატრიალდებოდა!
ეს საქმეც თავის დროზე სტრასბურგში ჩემი ჩვენების შესაბამისად მოვიგეთ, ცხადია სტრასბურგისთვის მე დამაჯერებელი ფიგურანტი ვარ.
ჩემს შეკითხვაზე ხომ იცით, რომ ვერტიკალის ჩამოშლას ომი მოყვება,
პასუხი იყო:
-სამაგიეროდ
შენი სასტუმრო ბანკის ყადაღიდან მოიხსნება, ეგრევე გაყიდი, სამმაგს დაგიმატებთ და იალა ევროპაში!
შვილებსაც მიეხედებათ….
( სულ რაღაც მილიონი დოლარი იყო ჩემი ღალატის ფასი)
ფიცი არ მჭირდება იმის სათქმელად რა ჩავიდინე ამ სიტყვების მერე, რადგან ორი მოწმე მყავს, რომლებიც უნებურად აღმოჩნდნენ ამ ინციდენტის მომსწრე.
მინიმუმ ჩემგან ყვირილით ნათქვამი ფრაზა :
-თქვენ შიგ ხომ არ გაქვთ? არასოდეს გაბედოთ ჩემთან ამაზე საუბარი!
ძალიან მკაფიოდ გაიგეს და მკითხეს, დახმარება ხომ არ მჭირდება.
ის ჩემი უახლოესი ადამიანი ცხადია მარადისობას ჩაბარდა ჩემთვის ..
შემდგომ აქციებზე საქართველოდანაც და ევროპიდანაც ვიცანი ჩემი რამოდენიმე მეგობარი, რომლებსაც ანაზდად ვალებიც გადაუფარეს და აქ ისეთებს წერენ, აი ზუსტად რომ იცი, რომ ასე არ აზროვნებს,
მაგრამ 30 ვერცხლი უბრჭყვიალებთ უბიდან…( ხო, მათი ღალატის ექვივალენთი ჩემსავით მსუყე არ იყო , მხოლოდ სამნიშნათი შემოიფარგლა)
მოკლედ ეს უნდა მეთქვა!
ყველა გაშიფრულია,
საიდან და რა ხერხებით ხდებოდა გადაბირება გამოაშკარავებულია(სუსი საქმის კურსშია)
ყველა გამყიდველი მკაცრად დაისჯება, მე გაძლევთ სიტყვას!
გვტეხეს გვტეხეს ვერ გაგვტეხეს!
სიკეთე და მშვიდობა ჩემო საქართველო!
P.S. ჰო, კიდე არ დამეზარა და ყველა დამჰაჰავებელი(2000 ექაუნთი) დავსქრინე და პროკურატურას გადავეცი.

 

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ირაკლი კობახიძე – ჩვენი მთავარი ამოცანაა 2028 წლისთვის კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ სრული განეიტრალება, თავად ძალიან გვეხმარებიან ამ ამოცანის მიღწევაში, მადლობა თითოეულ მათგანს

ჩვენი მთავარი ამოცანაა 2028 წლისთვის კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ სრული განეიტრალება და თავად ძალიან გვეხმარებიან ამ ამოცანის მიღწევაში. მადლობა თითოეულ მათგანს ამისათვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.კობახიძის თქმით, რადიკალური ოპოზიცია წარმოადგენს ანტისახელმწიფოებრივ დაჯგუფებას, უცხოური აგენტურას და რაც მეტად იქნება მორღვეული ეს პოლიტიკური ძალა, მით უკეთესი იქნება ქართული დემოკრატიისთვის.„ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ამ ადამიანებს ერთმანეთი არ უნდათ და უნდათ, რომ ისინი მოუნდეს საზოგადოებას. ეს წარმოუდგენელია. ერთმანეთი როცა არ გინდათ, საზოგადოებას ვერ მოუნდებით. ეს არის ძალიან მარტივი რეალობა, რომელიც აისახა 2024 წლის, 2025 წლის, 2020 წლისა და 2021 წლის არჩევნებზე. ისინი ამ რეალობას ვერ გასცდნენ, რაც, საბოლოო ჯამში, ძალიან კარგია. ეს არის რადიკალური ოპოზიცია, ანტისახელმწიფოებრივი დაჯგუფება, უცხოური აგენტურა. შესაბამისად, რაც მეტად იქნება მორღვეული ეს პოლიტიკური ძალა, მით უკეთესი ქართული დემოკრატიისა და ჩვენი პოლიტიკური სისტემისთვის. ჩვენი მთავარი ამოცანაა 2028 წლისთვის კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ სრული განეიტრალება. თავად ძალიან გვეხმარებიან ამ ამოცანის მიღწევაში და მადლობა თითოეულ მათგანს ამისათვის“,  – განაცხადა პრემიერმა.

გიორგი შარაშიძე იოსელიანს – მწერალთა კავშირის თავმჯდომარედ კი არ აურჩევიხართ პარლამენტს, სახალხო დამცველი ხართ – ხალხი თქვენგან გმირობას, კაცობას ვაჟკაცობას ითხოვს, საჭიროა ადამიანებთან ყოფნა,...

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერის, გიორგი შარაშიძის განცხადებით, სახალხო დამცველი ხალხთან ერთად უნდა იყოს იქ, სადაც ადამიანის უფლებები ირღვევა.ასე მიმართა დეპუტატმა ლევან იოსელიანს პარლამენტში სახალხო დამცველის ანგარიშის განხილვისას.მისი შეფასებით, სახალხო დამცველი არ უნდა იყოს „კაბინეტური თანამდებობა“ და რეალური ავტორიტეტის მოსაპოვებლად საჭიროა პრინციპულობა, გამბედაობა, მიუკერძოებლობა და დამოუკიდებლობა.“კონტრ კითხვა დამისვით, ვერ მივხვდი რა უნდა გამეკეთებინა იმისთვის, რომ ჩემი რეკომენდაციების დიდი ნაწილი შესრულებულიყო. მე გეტყვით, რაც უნდა გაგეკეთებინათ. ძალიან ბევრს საუბრობთ რეკომენდაციებზე და ბევრს წერთ, როგორც ჩანს. მინდა გაგახსენოთ, რომ მწერალთა კავშირის თავმჯდომარედ კი არ აურჩევიხართ პარლამენტს. თქვენ ხართ სახალხო დამცველი და თქვენი ვალდებულებაა ის, რომ ხალხთან ერთად უნდა იყოთ 24 საათი. ასევე მინდა შეგახსენოთ, რომ სახალხო დამცველი არ არის კაბინეტური თანამდებობა. სახალხო დამცველს რეალური ავტორიტეტი, რომ ჰქონდეს როგორც ხალხში, ისე ხელისუფლებაში, ის უნდა იყოს პრინციპული, გამბედავი, მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი. ამისთვის არ არის საკმარისი მხოლოდ კონსტიტუციით მინიჭებული უფლებამოსილების შესრულება. ამისთვის არის საჭირო ყოფნა იქ, სადაც ირღვევა ადამიანის უფლებები.დღეს, რომ დანაშაული მოხდეს, თქვენს ანგარიშს უნდა დაველოდოთ ერთი წლის შემდგე? ჩვენ და ხალხი თქვენგან გმირობას ითხოვს! დიახ, გმირობას, კაცობას და ვაჟკაცობას! ამისთვის საჭიროა ადამიანებთან ყოფნა. დიახაც, მაღაროელებთან ყოფნა, სასამართლოებში ყოფნა, დემონსტრაციებზე ყოფა, სადაც ადამიანებს უსამართლოდ და სასტიკად უსწორდებიან. სამწუხაროდ, თქვენ არ ხართ ასეთი სახალხო დამცველი“, - განაცხადა შარაშიძემ.

სად წავიღოთ ჯვარნაწერი ბეჭდები განქორწინების შემდეგ – მამა საბას პასუხი

სად წავიღოთ ჯვარნაწერი ბეჭდები განქორწინების შემდეგ - ალბათ, საზოგადოების დიდ ნაწილს მსგავსი კითხვა ერთხელ მაინც გასჩენია. ვაკის მაცხოვრის ფერისცვალების ტაძრის მღვდელმსახური დეკანოზი საბა ამ კითხვაზე შემდეგნაირად პასუხობს:„თუ თქვენ, ან თქვენმა მეუღლემ ახალი ოჯახი შექმენით, ის ჯვარნაწერი ბეჭედი არის ოქრო და მეტი არაფერი, რაც გინდათ ის უქენით. თუ თქვენთვის ის ჯვარნაწერი საქორწინო ბეჭედი იმდენად ფასობს და იმდენად არის ღირებული, რამდენადაც იმ ადამიანთან ერთობის და იმ სიყვარულის სიმბოლოა და თუ თქვენ ეს ერთობა აღარ გაქვთ, რა თქმა უნდა, იმ ბეჭედსაც არავითარი მაგიური დატვირთვა არ აქვს. ჩვეულებრივი ოქროა, გინდათ როგორც ბეჭედი ისე შეინახეთ, გინდათ ვინმეს აჩუქეთ, გადაადნეთ და სხვა რამე გააკეთეთ, თუ თქვენ ადამიანი დათმეთ, ადამიანებმა თუ ვერ შეინარჩუნეთ ერთმანეთი, სიყვარული დათმეთ და ვერ გაუფრთხილდით, „კალიცოს“ გაუფრთხილდე და ადამიანს არა, ცოტა სასაცილოა“, - ამბობს მოძღვარი.

ალი მოჯანი-წლების განმავლობაში არსებული სანქციები და პოლიტიკური გაურკვევლობა აფერხებდა რეგიონის ეკონომიკური პოტენციალის სრულად გამოყენებას. მიმდინარე პროცესებმა შესაძლოა ხელი შეუწყოს სატრანსპორტო დერეფნების გააქტიურებას

,,დღეს ჩვენ ვხედავთ საერთაშორისო მიდგომის ფუნდამენტურ ცვლილებას ირანთან ეკონომიკური და სავაჭრო თანამშრომლობის მიმართ. დღევანდელი დილიდან, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მიერ ოფიციალური დირექტივებისა და ნებართვების გამოცემის შედეგად, ირანთან სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობებისთვის ახალი გზა გაიხსნა. ეს გადაწყვეტილებები მხოლოდ იურიდიულ ან ადმინისტრაციულ ცვლილებას არ წარმოადგენს; ისინი ასევე მიუთითებს ახალი ეპოქის დაწყებაზე ირანის ეკონომიკური პოტენციალისა და მისი ადგილის მიმართ რეგიონულ და გლობალურ ვაჭრობაში. კავკასიის რეგიონის ქვეყნებისთვის ეს ცვლილება შეიძლება უნიკალური შესაძლებლობა იყოს. ირანის მეზობელ ქვეყნებს ახლა აქვთ შესაძლებლობა, ახალი პოტენციალის გამოყენებით გაზარდონ რეგიონთაშორისი ვაჭრობის მოცულობა, უფრო აქტიური გახადონ სატრანსპორტო მარშრუტები და ეკონომიკური დერეფნები, ისარგებლონ თანამშრომლობით რეგიონის ერთ-ერთ უდიდეს ბაზართან. წლების განმავლობაში არსებული გაურკვევლობები და შეზღუდვები ხელს უშლიდა რეგიონის ქვეყნებს შორის სავაჭრო ურთიერთობების ბუნებრივი პოტენციალის სრულად გამოყენებას. ახლა კი შეიქმნა შესაძლებლობა, რომ რეალისტური და მომავალზე ორიენტირებული ხედვით ეკონომიკური თანამშრომლობა, ტრანზიტი და ინვესტიციები ახალ ეტაპზე გადავიდეს. სამხრეთ კავკასიისთვის ეს ცვლილება მხოლოდ ეკონომიკური სიახლე არ არის; ის შეიძლება იქცეს რეგიონული კავშირების გაძლიერების, ვაჭრობის განვითარების, სატრანზიტო შემოსავლების ზრდისა და ეკონომიკური სტაბილურობის განმტკიცების ახალი ეტაპის საწყისად. ასეთი შესაძლებლობები მუდმივი არ არის და ის ქვეყნები, რომლებიც მათ გამოსაყენებლად უფრო ადრე გადადგამენ ნაბიჯებს, უფრო მეტ სარგებელს მიიღებენ''-წერს ირანის ელჩი ალი მოჯანი სოციალურ ქსელში.

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში CERN-ის მეცნიერმა, პროფესორმა ტიციანო კამპორეზიმ საჯარო ლექცია გამართა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებისა და დაინტერესებული პირებისთვის ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციის (CERN) გლობალური CMS-ექსპერიმენტის ერთ-ერთმა ლიდერმა, პროფესორმა ტიციანო კამპორეზიმ საჯარო ლექცია - „დიდი ადრონული კოლაიდერი CERN-ში: რატომ და როგორ“ (Large Hadron Collider (LHC) at CERN: Why and How) - გამართა.ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.სტუ-ის ცნობით, CERN-ის მეცნიერი ტიციანო კამპორეზი აშშ-ის ბოსტონის უნივერსიტეტის პროფესორი და პორტუგალიის LIP კვლევითი ინსტიტუტის (Laboratory of Instrumentation and Experimental Particle Physics) უფროსი მკვლევარია.სტუდენტებსა და სამეცნიერო-აკადემიურ წრეებს CERN/CMS-ექსპერიმენტის ლიდერი სტუ-ის ვიცე-რექტორმა, პროფესორმა თამარ ლომინაძემ წარუდგინა. მისი თქმით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს სტუდენტებისა და ახალგაზრდა მკვლევრების ჩართულობას თანამედროვე მეცნიერების უმნიშვნელოვანეს პროცესებში; ამასთან, მსოფლიოს წამყვანი კვლევითი ცენტრების წარმომადგენლებთან პირდაპირი კომუნიკაცია ახალგაზრდებისთვის უნიკალური შესაძლებლობაა, გაეცნონ ფუნდამენტური მეცნიერების უახლეს მიღწევებს, კვლევით მიმართულებებსა და საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის პერსპექტივებს. როგორც ვიცე-რექტორმა აღნიშნა, პროფესორ ტიციანო კამპორეზის საჯარო ლექცია მნიშვნელოვანია ინტერნაციონალიზაციისა და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის გაძლიერების მიმართულებით.„პროფესორ ტიციანო კამპორეზის საჯარო ლექცია ეხება დიდ ადრონულ კოლაიდერსა და CERN-ის მასშტაბურ კვლევებს, რაც თანამედროვე ფიზიკისა და ზოგადად მეცნიერების განვითარების ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ძალაა. მსგავსი შეხვედრები ახალგაზრდებს საშუალებას აძლევს, უშუალოდ გაეცნონ მსოფლიოს წამყვან კვლევით ცენტრებში მიმდინარე უმნიშვნელოვანეს სამეცნიერო პროექტებსა და ექსპერიმენტებს, გაიღრმაონ ცოდნა ფუნდამენტურ მეცნიერებებსა და ინჟინერიაში, დაინახონ საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში ჩართულობის შესაძლებლობები და შედეგები და შესაბამისად, თავიანთი პროფესიული მომავალი თანამედროვე კვლევების კონტექსტში განიხილონ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის მნიშვნელოვანია, რომ სტუდენტებს ჰქონდეთ წვდომა ფუნდამენტური ცოდნის იმ წყაროებთან, რომლებიც მათ კონკურენტუნარიან და წარმატებულ სპეციალისტებად და მკვლევრებად ჩამოყალიბებაში დაეხმარება”, - აღნიშნა თამარ ლომინაძემ.როგორც ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის საინჟინრო ფიზიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა მიხეილ ჩიხრაძემ აღნიშნა, ტიციანო კამპორეზი აქტიურად მონაწილეობს თანამედროვე მაღალი ენერგიებისა და ნაწილაკების ფიზიკის მიმართულებით მიმდინარე კვლევებში. მისი წვლილი განსაკუთრებულია CERN-ის CMS ექსპერიმენტის განვითარებასა და საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის გაღრმავებაში. მიხეილ ჩიხრაძის თქმით, CERN-ის მეცნიერი ამავდროულად სტუ-ის საინჟინრო ფიზიკის დეპარტამენტის პროფესორია და მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს მეცნიერებით დაინტერესებული სტუდენტების, განსაკუთრებით კი დოქტორანტებისა და ახალგაზრდა მკვლევრების პროფესიულ განვითარებასა და მხარდაჭერაში.დიდი ადრონული კოლაიდერის (LHC) შესახებ საჯარო ლექცია პროფესორმა კამპორეზიმ ფიზიკის დარგში იმ განმაპირობებელი ფაქტორებისა და მოტივაციის წარდგენით დაიწყო, რამაც CERN-ის საბჭოს პროექტის დამტკიცება გადააწყვეტინა. მან დეტალურად ისაუბრა დიდი ადრონული კოლაიდერის შექმნის ისტორიის, მისი სამეცნიერო მისიისა და ტექნოლოგიური სირთულეების შესახებ, რაც მისი თქმით, მსოფლიოში ყველაზე მასშტაბური სამეცნიერო ინფრასტრუქტურის მშენებლობასა და ფუნქციონირებას უკავშირდება. მეცნიერმა ასევე განიხილა ამაჩქარებლის ძირითადი ტექნიკური მახასიათებლები, დეტექტორული სისტემების მუშაობის პრინციპები და ის უნიკალური შესაძლებლობები, რომლებიც მკვლევრებს მატერიის ფუნდამენტური სტრუქტურის, ელემენტარული ნაწილაკების თვისებებისა და სამყაროს წარმოშობის შესახებ ახალი ცოდნის მიღების საშუალებას აძლევს.ლექციის ფარგლებში პროფესორმა კამპორეზიმ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა პროტონ-პროტონული შეჯახებების კვლევისა და ჰიგსის ბოზონის აღმოჩენის ისტორიულ მნიშვნელობასა და იმ თანამედროვე გამოწვევებზე, რომელთა გადაჭრასაც საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოება ბირთვული კვლევების ევროპულ ორგანიზაციაში ცდილობს; ისაუბრა ხელოვნური ინტელექტის, მონაცემთა დამუშავების უახლესი ტექნოლოგიებისა და მრავალეროვნული სამეცნიერო თანამშრომლობის როლზე თანამედროვე ექსპერიმენტულ ფიზიკაში.საჯარო ლექცია პროფესორმა კამპორეზიმ LHC-ის ძირითადი სამეცნიერო შედეგებისა და სამომავლო განვითარების პერსპექტივების განხილვით დაასრულა, რის შემდეგაც სტუდენტებისა და ახალგაზრდა მკვლევრების შეკითხვებს უპასუხა და მათ კონკრეტული კვლევითი გამოცდილებებიც გაუზიარა.პროფესორ ტიციანო კამპორეზისა და სხვა ცნობილ მეცნიერთა მიერ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში საჯარო ლექციების ჩატარების შესახებ რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე აღნიშნავს, რომ მსგავსი შეხვედრები მნიშვნელოვანია თანამედროვე სამეცნიერო კულტურის განვითარებისთვის, ახალგაზრდების კვლევითი საქმიანობით დაინტერესებისა და საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში მათი სრულფასოვანი ინტეგრაციისთვის.„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის განსაკუთრებული პრიორიტეტია სტუდენტებისა და მეცნიერებით დაინტერესებული ახალგაზრდებისთვის იმ შესაძლებლობების შექმნა, რომლებიც მათ მსოფლიო სამეცნიერო საზოგადოების წარმომადგენლებთან უშუალო კომუნიკაციისა და უახლესი ცოდნის მიღების საშუალებას მისცემს. პროფესორ ტიციანო კამპორეზის საჯარო ლექციასაც სწორედ ეს დატვირთვა აქვს. CERN-ი თანამედროვე მეცნიერების ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბური და გავლენიანი კვლევითი ცენტრია, სადაც იქმნება ცოდნა, რომელიც განსაზღვრავს არა მხოლოდ ფუნდამენტური ფიზიკის, არამედ ტექნოლოგიების მომავალს და ზოგადად ტექნოლოგიურ პროგრესს. ჩვენთვის მთავარია, რომ სტუდენტებმა პირადად გაიცნონ ის მეცნიერები, რომლებიც გლობალური პროცესების ეპიცენტრში იმყოფებიან. მსგავსი ლექციები ახალგაზრდებს კვლევის ინტერესს უღვივებს, აფართოებს მათ პროფესიულ თვალსაწიერს და აძლევს საერთაშორისო კვლევით პროექტებში რეალურად ჩართვის ძლიერ მოტივაციას“, - აცხადებს რექტორი დავით გურგენიძე.

ბოლო სიახლეები