შაბათი, იანვარი 18, 2025

ღამით, ზედმეტი განათება იწვევს თუ არა კიბოს – კვლევა

ამერიკის რამდენიმე სამეცნიერო და კლინიკური ცენტრის მეცნიერთა ჯგუფის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები ჟურნალ Cancer-ში გამოქვეყნდა.

მკვლევრებმა გააანალიზეს 50 წელზე მეტი ასაკის 450 000-ზე მეტი ამერიკელის მონაცემები, რომელთა ჯანმრთელობას საშუალოდ 13 წელი აკვირდებოდნენ. ამ დროის განმავლობაში მათ შორის ფარისებრი ჯირკვლის კიბოს 856 შემთხვევა გამოვლინდა. მეცნიერებმა ეს ინფორმაცია შეადარეს თანამგზავრების ინფორმაციას ღამის განათების დონის შესახებ იმ ადგილებში, სადაც მონაწილეები ცხოვრობდნენ.

ანალიზმა აჩვენა, რომ ღამის განათების მაქსიმალური დონე, მინიმალურთან შედარებით, ფარისებრი ჯირკვლის კიბოს განვითარების რისკს 55 პროცენტით ზრდის.

ეს ურთიერთკავშირი ძირითადად ფოკუსირებული იყო ფარისებრი ჯირკვლის კიბოს ყველაზე გავრცელებულ ფორმაზე, ფარისებრი ჯირკვლის პაპილარულ კიბოზე და უფრო გამოხატული იყო ქალებში, ვიდრე მამაკაცებში. უფრო მეტიც, ქალებში სიმსივნე უფრო ხშირად ლოკალური იყო, ხოლო მამაკაცებში უფრო ხშირად დაავადების მძიმე სტადია აღინიშნებოდა.
კავშირი ღამის განათების დონესა და ფარისებრი ჯირკვლის კიბოს რისკს შორის დაფიქსირდა სხვადასხვა ფაქტორებისგან დამოუკიდებლად, რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს ფარისებრი ჯირკვლის კიბოს განვითარების ალბათობაზე, მონაწილეთა სხეულის მასის ინდექსისა და მათი სოციოდემოგრაფიული მახასიათებლების ჩათვლით.

წინა კვლევებმა აჩვენა, რომ ღამით ხელოვნური განათება ასევე ზრდის ძუძუს კიბოს, ნაადრევი მშობიარობის და სხვა დარღვევების რისკს ადამიანის ორგანიზმში. მეცნიერებმა ჯერ არ იციან ზუსტად რა ბიოლოგიური მექანიზმები უდევს ამ კავშირს. შესაძლოა, ეს ეფექტი გამოწვეული იყოს იმით, რომ ღამით ზედმეტი განათების გამო ორგანიზმი თრგუნავს ჰორმონ მელატონინის გამომუშავებას, რაც იწვევს ჰორმონალური დარღვევების მთელ კასკადს და შესაბამის შედეგებს.

გარდა ამისა, ღამით სინათლის ზემოქმედებამ შეიძლება დაარღვიოს ორგანიზმის შინაგანი ბიოლოგიური საათი (ცირკადული რიტმი), რაც ასევე წარმოადგენს კიბოს განვითარების რისკ-ფაქტორს.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ოფიციალურად – ხვიჩა კვარაცხელია „პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელია

ხვიჩა კვარაცხელია „პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელია. ქართველმა ფრანგულ კლუბთან ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა. კვარაცხელიას ტრანსფერისთვის „ნაპოლიმ“ 70 მილიონი ევრო მიიღო, დამატებით 10 მილიონი ევრო კი ბონუსების სახით. გავრცელებული ცნობით, საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერის ანაზღაურება სეზონში 11 მილიონი ევრო იქნება. ხვიჩა „ნაპოლიში“ 2022 წელს ბათუმის „დინამოდან“ გადავიდა. 33 წლის შემდეგ კვარაცხელიასთან ერთად „ნაპოლიმ“ იტალიის ჩემპიონატი მოიგო, თავად კი სერია A-ს 2022/23 წლის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. ის ასევე აღიარეს იმავე სეზონის ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშედ. კვარაცხელიამ „ნაპოლის“ მაისურით ყველა ტურნირზე 107 მატჩი ჩაატარა, 30 გოლი გაიტანა და 29 საგოლე გადაცემა შეასრულა.

გორში, ხანძარს მატარებლის სადგურის დარაჯი ემსხვერპლა

გორში, მატარებლის სადგურის დარაჯი ხანძარს ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, დარაჯს შენობაში ელექტროგამათბობელი ჰქონდა ჩართული, რამაც ხანძარი გამოიწვია. შემთხვევის ადგილას მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ჯგუფები. ადგილზე რჩებიან სამართალდამცველები.

მძიმე ავარია რუსთავი-თბილისის მაგისტრალზე – რა ხდება ამ წუთებში ადგილზე

მძიმე ავარია მოხდა რუსთავი-თბილისის მაგისტრალზე. ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია. ზუსტდება დაშავებულების რაოდენობა.  

“სულ რაღაც მილიონი დოლარი იყო ჩემი ღალატის ფასი” – რას წერს ლალი მოროშკინა

ჟურნალისტი, ლალი მოროშკინა:სიმართლის თქმის დროა!!!!ზაფხულში ევროპიდან წარმომადგენლობითი დელეგაცია მეწვია. საუბარი მხოლოდ ერთ თემას შეეხო- როდესაც კრიტიკული მომენტი დადგებოდა, მე მომიტინგეებთან უნდა გავსულიყავი “რეჟიმი” და პირადად ბიძინა ივანიშვილი დამეგმო( ამ ამბავს ორი თვითმხილველი ყავს ამიტომ ნებისმიერ ადგილას შემიძლია ჩემი სიმართლე დავამტკიცო) მე გამეცინა და ეს გადაბირების მცდელობა არასერიოზულად მივიჩნიე. -კარგით რა, რა მიტინგები, რის ქუჩების გადაკეტვა? ეს უკვე იყო… -არა! ეს მალე დაიწყება და შენ უნდა ჩაუდგე სათავეში ქუჩის მომიტინგეებს! აქ ჩნდება ლეგიტიმური კითხვა; -როგირ გამიბედეს ამდენი? გეტყვით! ჩემი უახლოესი ადამიანი მომიგზავნეს!!!! მეტს ვერაფერს ვიტყვი . ვაგრძლებ; გეგმა იყო ასეთი, არჩევნებიდან ერთი თვის თავზე მე ვდგებოდი ქუჩაში. “ვამხელდი რეჟიმს” , ვაცხადებდი შიმშილობას და მივმართავდი სტრასბურგს , რადგან 2014წელს ერთი დიდი საქმე მოგებული მქონდა და ეს ჩემს “მომლაპარაკებლებს” ძალიან კარგად ახსოვდათ! მეორე მოთხოვნა იყო პროკურატურა “მემხილებინა”, მე უნდა მეთქვა, რომ ვანო მერაბიშვილის საქმეზე, სადაც “ოქროს მოწმე” ვარ, შანტაჟით და დაშინებით მათქმევინეს, რომ სასჯელაღსრულების სისტემიდან მერაბიშვილი გაყვანილი არ ყოფილა და საქმის ახალი გარემოების თანახმად ყველაფერი თავიდან ატრიალდებოდა! ეს საქმეც თავის დროზე სტრასბურგში ჩემი ჩვენების შესაბამისად მოვიგეთ, ცხადია სტრასბურგისთვის მე დამაჯერებელი ფიგურანტი ვარ. ჩემს შეკითხვაზე ხომ იცით, რომ ვერტიკალის ჩამოშლას ომი მოყვება, პასუხი იყო: -სამაგიეროდ შენი სასტუმრო ბანკის ყადაღიდან მოიხსნება, ეგრევე გაყიდი, სამმაგს დაგიმატებთ და იალა ევროპაში! შვილებსაც მიეხედებათ…. ( სულ რაღაც მილიონი დოლარი იყო ჩემი ღალატის ფასი) ფიცი არ მჭირდება იმის სათქმელად რა ჩავიდინე ამ სიტყვების მერე, რადგან ორი მოწმე მყავს, რომლებიც უნებურად აღმოჩნდნენ ამ ინციდენტის მომსწრე. მინიმუმ ჩემგან ყვირილით ნათქვამი ფრაზა : -თქვენ შიგ ხომ არ გაქვთ? არასოდეს გაბედოთ ჩემთან ამაზე საუბარი! ძალიან მკაფიოდ გაიგეს და მკითხეს, დახმარება ხომ არ მჭირდება. ის ჩემი უახლოესი ადამიანი ცხადია მარადისობას ჩაბარდა ჩემთვის .. შემდგომ აქციებზე საქართველოდანაც და ევროპიდანაც ვიცანი ჩემი რამოდენიმე მეგობარი, რომლებსაც ანაზდად ვალებიც გადაუფარეს და აქ ისეთებს წერენ, აი ზუსტად რომ იცი, რომ ასე არ აზროვნებს, მაგრამ 30 ვერცხლი უბრჭყვიალებთ უბიდან…( ხო, მათი ღალატის ექვივალენთი ჩემსავით მსუყე არ იყო , მხოლოდ სამნიშნათი შემოიფარგლა) მოკლედ ეს უნდა მეთქვა! ყველა გაშიფრულია, საიდან და რა ხერხებით ხდებოდა გადაბირება გამოაშკარავებულია(სუსი საქმის კურსშია) ყველა გამყიდველი მკაცრად დაისჯება, მე გაძლევთ სიტყვას! გვტეხეს გვტეხეს ვერ გაგვტეხეს! სიკეთე და მშვიდობა ჩემო საქართველო! P.S. ჰო, კიდე არ დამეზარა და ყველა დამჰაჰავებელი(2000 ექაუნთი) დავსქრინე და პროკურატურას გადავეცი.  

მიხეილ სააკაშვილი – მურუსიძე ვინ იყო, საერთოდ არ ვიცოდი, ეს გვარი გაგონილიც არ მქონდა, რადგან სასამართლო არ იყო არაფრის ცენტრი

მურუსიძე ვინ იყო, მე მაშინ საერთოდ არ ვიცოდი, ეს გვარი გაგონილიც არ მქონდა, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩართვისას განაცხადა. მიხეილ სააკაშვილის თქმით, მისი პრეზიდენტობის პერიოდში სასამართლო არაფრის ცენტრი არ იყო და ორიენტირებული იყო ქვეყნის განვითარებასა და მომავალზე. „იმ ცხრა წელსა და ამ უბედურ 12 წელს შორის განსხვავება არის ის, რომ მაშინ ჩვენ მთლიანად ორიენტირებული ვიყავით პოზიტივზე – ეს გაიხსნა, ეს გაკეთდა, ეს ახალი პროგრამა შევქმენით. ესენი ორიენტირებული არიან იმაზე, რომ ყველაფერი გადასულია პოლიტიკური პროცესით – ე.წ. სასამართლოს დერეფნებში, დარბაზებში. იძახიან ხშირად, მურუსიძე სააკაშვილის დროსაც იყოო. მურუსიძე ვინ იყო, მე მაშინ საერთოდ არ ვიცოდი, ეს გვარი გაგონილიც არ მქონდა. რატომ არ მქონდა გაგონილი? რადგან სასამართლო არ იყო არაფრის ცენტრი. სასამართლო იყო სადღაც იქ, სხვათა შორის. ცხოვრების ცენტრი იყო სულ სხვა რაღაცაზე ორიენტირებული, ქვეყნის განვითარებასა და მომავალზე“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ბოლო სიახლეები