პარასკევი, იანვარი 17, 2025

სოზარ სუბარი: ნებისმიერი ადამიანი, რომელიც დაბარებული იქნება საგამოძიებო კომისიაზე მოწმედ, ჩვენების მისაცემად და უარს იტყვის თანამშრომლობაზე, ბუნებრივია, ეს დასჯადი ქმედებაა

შარშან, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ პირდაპირ გამოაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში საქმე გვქონდა ადამიანის უფლებების სისტემურ დარღვევებთან, – განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა სოზარ სუბარმა.

ის საგამოძიებო კომისიასთან დაკავშირებით „ნაციონალურ მოძრაობაში“ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ, ვინც თავს აარიდებს პროკურატურასთან ან ნებისმიერ სხვა უწყებასთან თანამშრომლობას, ამასაც სახელმწიფოს მხრიდან შესაბამისი იურიდიული პასუხი გაეცემა.

„ნებისმიერი ადამიანი, რომელიც დაბარებული იქნება საგამოძიებო კომისიაზე მოწმედ, ჩვენების მისაცემად და უარს იტყვის თანამშრომლობაზე, ბუნებრივია, ეს დასჯადი ქმედებაა“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

“მთელი ქალაქი ტირის …”- ცნობილი და ყველასთვის საყვარელი ჟურნალისტი გარდაიცვალა

ცნობილი ლანჩხუთელი ჟურნალისტი ქეთევან ნაკაშიძე გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაციას გურია თუდეი“ ავრცელებს. მის სახელს უკავშირდება მუნიციპალიტეტში თავისუფალი მედიის დაარსება – 1995 წელს ოჯახის წევრებთან ერთად დააფუძნა გაზეთი „ლანჩხუთი პლუსი“, რომელსაც 25 წელზე მეტი ხნის მანძილზე რედაქტორობდა. „ქალბატონი ქეთევანი იყო უძლიერესი ჟურნალისტი და სიცოცხლეშივე იქცა ლეგენდად. მისი მახვილი კალამი ათწეულების მანძილზე დადებით გავლენას ახდენდა მუნიციპალიტეტის ცხოვრებაზე. ქეთევან ნაკაშიძის სტატიები იყო უაღრესად მწვავე, თუმცა ყოველთვის – ობიექტური და სამართლიანი, მუდამ იცავდა ეთიკის მაღალ სტანდარტს. ათეულობით ახალგაზრდას გაუკაფა გზა ჟურნალისტიკაში“,- წერს გამოცემა ქეთევან ნაკაშიძის შესახებ.

სოზარ სუბარი: საქართველოში მშვიდობის შენარჩუნებისთვის რომ არ აღვდგომოდით წინ ყველა გლობალურ ძალას, შეიძლება დიდი ხნით, თუ სამუდამოდ არა, დაგვეკარგა დამოუკიდებლობა

პარლამენტის ვიცე-სპიკერი სოზარ სუბარი  მარკო რუბიოს მიერ სენატში გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ამერიკელმა სენატორმა განაცხადა - „პრობლემა, რომელსაც უკრაინა ეჩეხება, ის კი არ არის, რომ ფული ეწურებათ, არამედ არის ის, რომ უკრაინელები ეწურებათ.“ „ღმერთმა არ გაათენოს ის დღე, როდესაც ვინმე იტყვის, რომ დღეს, საქართველოს მთავარი პრობლემაა, რომ ქვეყანაში ქართველებისა და საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა იწურება“ - განაცხადა დეპუტატმა. მისი თქმით, ხელისუფლება წინ რომ არ აღდგომოდა გლობალურ ძალებს, რომლებსაც საქართველოს ომში ჩათრევა სურდათ, ეს დღე საქართველოში აუცილებლად დადგებოდა. სოზარ სუბარის განმარტებით, „ხალხის ძალის“, ხელისუფლებისა და ბიძინა ივანიშვილის დამსახურებით, საქართველომ მშვიდობა და სახელმწიფოებრიობა შეინარჩუნა. „ღმერთმა არ გაათენოს ის დღე, როდესაც ვინმე იტყვის, რომ დღეს, საქართველოს მთავარი პრობლემაა, რომ ქვეყანაში ქართველებისა და საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა იწურება და ხალხი აღარ არის.  ჩვენ ნამდვილოად გველოდა ეს დღე, თავი რომ არ გადაგვედო და არ აღვდგომოდით წინ ყველა გლობალურ ძალას, ვისაც საქართველოს ომში ჩატრევა სურდა. ამაში დიდი როლი, თავის დროზე, „ქართული ოცნებიდან“ ჩვენმა გამოყოფამ და „ხალხის ძალის“ განცხადებებმა შეასრულა. ბუნებრივია, რომ არ ყოფილიყო საქართველოს ხელისუფლებისა და ბიძინა ივანიშვილის ძალიან მტკიცე პოზიცია, დღეს  საქართველო, როგორც სახელმწიფო აღარ იარსებებდა და შეიძლება დიდი ხნით, თუ სამუდამოდ არა, აღარ გვქონოდა სახელმწიფოებრიობის აღდგენის იმედი. არც მინდა წარმოვიდგინო, რამდენი ადამიანი დაიღუპებოდა,“- განაცხადა სოზარ სუბარმა.

ბიზნესის თავისუფლების გარანტი ამ ქვეყანაში არის ჩვენი ხელისუფლება და მომავალშიც უზრუნველვყოფთ ამ მისიის ბოლომდე შესრულებას – კობახიძე

ბიზნესის თავისუფლების გარანტი ამ ქვეყანაში არის ჩვენი ხელისუფლება და მომავალშიც უზრუნველვყოფთ ამ მისიის ბოლომდე შესრულებას, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აზერბაიჯანში ქართველ ჟურნალისტებთან. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ბიზნესის თავისუფლება არის „ქართული ოცნების“ მონაპოვარი. „2012 წელს, როდესაც შეიცვალა ხელისუფლება, სწორედ ჩვენ შევძელით ქვეყნისთვის დაგვებრუნებინა ბიზნესის თავისუფლება და ბიზნესისთვის დაგვებრუნებინა თავისუფლება. როცა ნიკა გილაური იყო პრემიერ-მინისტრი სისხლიანი რეჟიმის პირობებში, მაშინ წარიმართებოდა სწორედ ბიზნესის სისტემური რეკეტი, რისი მსხვერპლიც გახდა უამრავი ადამიანი. ათასობით ადამიანის კეთილდღეობა, ჯანმრთელობა და სიცოცხლეც კი შეეწირა ბიზნესის რეკეტს, რომლის ერთ-ერთი ლიდერი იყო ნიკა გილაური, როგორც მაშინდელი სისხლიანი რეჟიმის პრემიერ-მინისტრი. ასეთ დროს მათი მხრიდან ბიზნესის თავისუფლებაზე საუბარი არის აბსოლუტურად ღიმილისმომგვრელი მოვლენა. ბიზნესის თავისუფლების გარანტი ამ ქვეყანაში არის ჩვენი ხელისუფლება და მომავალშიც უზრუნველვყოფთ ამ მისიის ბოლომდე შესრულებას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

VIDEO: სამი გული- უკრაინაში პირველად უნიკალური ოპერაცია ჩატარდა

უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროს გულის ინსტიტუტში უნიკალური ოპერაცია ჩატარდა - 30 წლის მამაკაცს გულის რეტრანსპლანტაცია ჩაუტარდა. „30 წლის პიტერს გადანერგვა გაუკეთა, ეს მისი მესამე გულია. პირველი გადანერგვა მინსკში ჩაუტარდა, მაგრამ დროთა განმავლობაში მას გულის უკმარისობა დაეწყო. ოპერაცია წარმატებით ჩაატარა გულის ინსტიტუტის ექიმების ჯგუფმა. პაციენტის მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია.  სამედიცინო დაწესებულებამ ასევე მადლობა გადაუხადა დონორის ოჯახს და აღნიშნა, რომ კიდევ ერთმა პირმა მიიღო სრულფასოვანი ცხოვრების შანსი“,- ნათქვამია განცხადებაში. ცნობილია, რომ ნოემბერში დონორი ბიჭი მწვავე ცერებროვასკულარული შემთხვევის გამო საავადმყოფოში გადაიყვანეს. რამდენიმე დღის შემდეგ ექიმებმა მას ტვინის სიკვდილის დიაგნოზი დაუსვეს. რთული გადაწყვეტილების შემდეგ, მისი მშობლები დათანხმდნენ, რომ შვილი დონორი ყოფილიყო.

“მე შენ მიყვარხარ” – რა ფოტოებს აქვეყნებს ნიცა თავაძე ხვიჩას ვიდეორგოლის გამოქვეყნების შემდეგ

ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლის“ დაემშვიდობა. გამოსამშვიდობებელი ვიდეო ქართველი ფეხბურთელის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა. „მიჭირს და რთულია, მაგრამ დამშვიდობების დრო მოვიდა. აქ საოცარი დრო გავატარე, ერთად უამრავი მოგონება დავაგროვეთ. ბევრი საოცარი ემოცია განვიცადეთ. „ნაპოლი“ ჩემი სახლი იყო, სადაც თითოეული თქვენგანის დამსახურებით თავს საუკეთესოდ ვგრძნობდი. ის გზა, რაც ერთად გავიარეთ, ახლა თავში მიტრიალებს და ძალიან ემოციურია… ნახვამდის, დიეგო! ნახვამდის, „ნაპოლი““, – ამბობს ხვიჩა კვარაცხელია. ნიცამ საყვარელი ქალაქის ულამაზესი ხედის კადრები გამოაქვეყნა და ნაპოლის ასე დაემშვიდობა: “მე შენ მიყვარხარ”, – დაწერა მან. წყვილი პატარა დამიანესთან ერთად უკვე საფრანგეთშია.

ბოლო სიახლეები