პარასკევი, იანვარი 17, 2025

მზექალა შანიძეს 99 წელი შეუსრულდა

აკადემიკოსს, ენათმეცნიერსა და აღმოსავლეთმცოდნეს მზექალა შანიძეს 99 წელი შეუსრულდა.

ბიოგრაფიიდან:

ქართველი ენათმეცნიერი, ფილოლოგი, მზექალა შანიძე

1953 წლიდან არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უფროსი მასწავლებელი, დოცენტი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი (1981 წლიდან). არის 100 სამეცნიერო ნაშრომის, თარგმანებისა და მონოგრაფიების ავტორი. მათ შორის: „ძველი ქართული გრამატიკული ტრაქტატი“ (1990), „ცხოვრება მეფეთ–მეფე დავითისა“ (1992), „ახლადაღმოჩენილ ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა“ (სამენოვანი წიგნის ინგლისური ნაწილის თარგმანი, ათენი, 2005).

1951 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაციის თემა „ფარინგალური ბგერები ძველ ებრაულ ენაში“. სადოქტორო დისერტაციის თემა — „ფსალმუნთა წიგნის ძველი ქართული თარგმანები“, დაიცვა 1974 წელს. მზექალა შანიძე არის საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრი, აკადემიკოსი.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

“ღმერთმა მიცხონოს შენი სული” – დეკანოზი შალვა კეკელია ძმას ემშვიდობება

"ღმერთმა მიცხონოს შენი სული" - წერს მამა შალვა კეკელია ფეისბუქზე. დეკანოზს დღეს ძმა გარდაეცვალა. მოძღვარს სამძიმრის მესიჯები და კომენტარები მთელი საქართველოდან მისდის... ზურაბ კეკელიას გარდაცვალების შესახებ ვაკის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის ტაძრის ფეისბუქ გვერდი წერს. დეკანოზ კეკელიას ძმა მშობლიურ კუთხეში - მარტვილის რაიონის სოფელ ბანძაში გადაასვენეს. დაკრძალვა - სამშაბათს, 21 იანვარს, 15 საათზე. "გთხოვთ, ლოცვებში მოიხსენიოთ ახლად შესვენებული ზურაბი" - წერია ამ გვერდზე.

ამინდი გაუარესდება – პროგნოზი ქალაქების მიხედვით

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, თბილისში 17 იანვარს მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი, დროგამოშვებით იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +8 +10 გრადუსი დაფიქსირდება სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): მოსალოდნელია წვიმა, ჰაერის ტემპერატურა 17 იანვარს +6,+8 გრადუსამდე დაიწევს. დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): მოსალოდნელია წვიმა, ჰაერის ტემპერატურა დღისით 17 იანვარს +5,+7 გრადუსამდე დაიწევს. დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი): მოსალოდნელია ნალექი, უმეტესად თოვლის სახით, ჰაერის ტემპერატურა 16-17 იანვარს +3,+5 გრადუსამდე დაიწევს. დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო): 17 იანვარს მოსალოდნელია თოვლი, შესაძლებელია ნისლი და ქარბუქი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +1+3 გრადუსი დაფიქსირდება. ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): შესაძლებელია წვიმა, 17 იანვარს ზოგან იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +7 +9 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება. კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +7,+9, გრადუსი დაფიქსირდება. აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური): მოსალოდნელია ნალექი უმეტესად თოვლის სახით. ჰაერის ტემპერატურა დღისით +3+5 გრადუსი დაფიქსირდება. აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): მოსალოდნელია თოვლი, ზოგან შესაძლებელია ნისლი და ქარბუქი. ჰაერის ტემპერატურა დღისით -1,+1 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება.

ცნობილია, რას ეძებდნენ Google-ში 2024 წელს ყველაზე ხშირად

Google-მა 2024 წელი შეაჯამა და ყველაზე პოპულარული საძიებო მოთხოვნები დაასახელა. კომპანიამ ისინი კატეგორიებად დაყო, როგორებიცაა: ახალი ამბები, ფილმები, არტისტები, მსახიობები, თამაშები და ა.შ. ახალი ამბების კატეგორიაში 2024 წელს ყველაზე ხშირად აშშ-ის არჩევნებს „გუგლავდნენ“. მეორე ადგილზე გავიდა - მაღალი ტემპერატურის შესახებ ინფორმაციის ძიება, მესამეზე კი ოლიმპიადა. პოპულარული ადამიანების კატეგორიაში ყველაზე დიდი ინტერესი მსოფლიოს მასშტაბით გამოიწვიეს დონალდ ტრამპმა, უელსის პრინცესა კეიტ მიდლტონმა და კამალა ჰარისმა. რაც შეეხება გარდაცვლილი ცნობილი სახეების კატეგორიას, ყველაზე ხშირად Google-ში ლიამ პეინის შესახებ ეძებდნენ ინფორმაციას. მეორე ადგილზე ამ კატეგორიაში ტობი კითი გავიდა, მესამეზე კი ო ჯეი სიმფსონი. ფილმებს შორის პირველ ადგილზე მულტფილმი Inside Out 2, მეორეზე კი Deadpool & Wolverine გავიდა. ყველაზე ძიებადი პერსონა მუსიკის სამყაროში კი ფი დიდი აღმოჩნდა.

„ყველამ კარგად უნდა გაიგოს ქვეყნის შიგნით თუ გარეთ, რომ ასეთი ტონით საქართველოს სახელმწიფოსთან საუბარი მათ შედეგს არ მოუტანს… ჩვენ არავითარ შანტაჟს არ შევუშინდებით“ –...

ყველამ ძალიან კარგად უნდა გაიგოს ქვეყნის შიგნით თუ ქვეყნის გარეთ, რომ ასეთი ტონით საქართველოს სახელმწიფოსთან საუბარი, ჩვენს პოლიტიკურ ლიდერებთან მოქცევა არავითარ შედეგს მათ არ მოუტანთ, - ასე შეაფასა ​იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თორნიკე ჭეიშვილმა, საქართველოსთან დაკავშირებით ხუთი ევროპარლამენტარის მიერ გავრცელებული განცხადება. ამასთან, როგორც ჭეიშვილი აღნიშნავს, საქართველოს ხელისუფლება, არავითარ შანტაჟს არ შეუშინდება: „მათ შორის ევროპარლამენტშიც ჩვენ ვიცით და ვნახეთ უკვე, მათ წარსულშიც ჰქონდათ მიღებული რეზოლუციები, რომელიც სამწუხაროდ ადასტურებს ე.წ დიფ სთეითის და გლობალური ომის პარტიის გავლენებს. ამავე კონტექსტში შეგვიძლია ვისაუბროთ რამდენიმე სახელმწიფოზე, მათ შორის ლიეტუვა, ესტონეთი, უკრაინა. ბუნებრივია,  სამწუხაროა როდესაც ვხედავთ მსგავსი ნარატივის გავრცელებას სხვა ქვეყნებშიც მათ შორის დიდ ბრიტანეთში. თუმცა აქ ყველამ ძალიან კარგად უნდა გაიგოს ქვეყნის შიგნით თუ ქვეყნის გარეთ, რომ ასეთი ტონით საქართველოს სახელმწიფოსთან საუბარი, ჩვენს პოლიტიკურ ლიდერებთან მოქცევა არავითარ შედეგს მათ არ მოუტანთ. ჩვენ არავითარ შანტაჟს, ბუნებრივია არ შევუშინდებით და მიზანი, რომელიც რეალურად შეიძლება იდგეს ასეთი ტიპის ინიციატივების მიღმა, ბუნებრივია ვერასდროს იქნება მიღწეული. კერძოდ, საქართველოში აუცილებლად იქნება მშვიდობა შენარჩუნებული და ამ მშვიდობის უმთავრესი გარანტი გახლავთ ბატონი ბიძინა ივანიშვილი, ისევე როგორც საქართველოს სახელმწიფოს პოლიტიკური ხელმძღვანელობა ბატონი პრემიერ-მინისტრი და სხვა პოლიტიკური ლიდერები. ეს არის ორკესტრირებული ერთი კონკრეტული ძალის მხრიდან და სულაც არ არის შემთხვევითი, რომ სხვადასხვა სახელმწიფოდან თუ სხვადასხვა სტრუქტურიდან ჩვენ ვხედავთ ერთსა და იმავე სახეებს. მათ შორის ნაწილს საქართველოშიც აგზავნიან და ერთგვარ სავიზიტო ბარათად არის ქცეული მიხაილ როთი. ამავდროულად, მათ შორის ქვეყნის გარეთ ჰყავთ მათ კონკრეტული პირები, შესაბამისი დეპუტატები, რომელთა მეშვეობითაც ცდილობენ კონკრეტული ნარატივის გაჟღერებას და ამით პრაქტიკულად შურისძიებას ჩვენს პოლიტიკურ ლიდერებზე იმისათვის, რომ სახელმწიფოებრივ ინტერესებს, მშვიდობასა და მშვიდობის შენარჩუნების ინტერესს ამ ქვეყანაში, მეორე ფრონტის გახსნის შესაძლებლობას მაქსიმალურად ეწინააღმდეგებიან და არ ცვლიან არავითარ პირადი კეთილდღეობისთვის," - აცხადებს თორნიკე ჭეიშვილი.

“არ გავჩერდებით არასდროს” – რას ამბობს დუტა სხირტლაძე ქვეყანაში განვითარებული მოვლენების შესახებ ?

მსა­ხი­ო­ბი დუტა სხირტლა­ძე უკვე 50-ე დღეა რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე მიმ­დი­ნა­რე საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ებს ეს­წრე­ბა და და­კა­ვე­ბულ ახალ­გაზ­რდებს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად გულ­შე­მატ­კივ­რობს. "ვე­ლო­დე­ბი, რომ მალე ახა­ლი არ­ჩევ­ნე­ბი იქ­ნე­ბა და იმა­საც ვე­ლო­დე­ბი, რომ მალე გა­მო­უშ­ვე­ბენ ყვე­ლა პა­ტი­მარს, რო­მე­ლიც უკა­ნო­ნოდ არის და­ჭე­რი­ლი. გან­სა­კუთ­რე­ბით ვგულ­შე­მატ­კივ­რობ ჩემს კო­ლე­გებს. არა მარ­ტო ან­დრო ჭი­ჭი­ნა­ძეს, ბევ­რნი არი­ან კი­დევ,“ - გა­ნა­ცხა­და დუტა სხირტლა­ძე “მთა­ვარ არხთან“

ბოლო სიახლეები