ხუთშაბათი, იანვარი 16, 2025

ტრაგედია მამა შალვა კეკელიას ოჯახში – მას ძმა გარდაეცვალა

ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძარი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს:

„გარდაიცვალა დეკანოზი შალვა კეკელიას ძმა
გადასვენებულია მის მშობლიურ სოფელში ( ბანძა, მარტვილის რაიონი)

პანაშვიდები ყოველდღე.  დაკრძალვა სამშაბათი 21 იანვარი
15:00 საათი
გთხოვთ ლოცვებში მოიხსენიოთ ახლად შესვენებული ზურაბი
მთელი გულით ვუსამძიმრებთ მამა შალვას და მის ოჯახს“

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

VIDEO: ხვიჩა კვარაცხელია მიმართვას ავრცელებს

ხვიჩა კვარაცხელია მიმართვას ავრცელებს, რომლითაც „ნაპოლის“ გულშემატკივრებს მადლობას უხდის. „ნაპოლი“ ჩემთვის სახლი იყო, სადაც თითოეული თქვენგანის დამსახურებით თავს საუკეთესოდ ვგრძნობდი. პირველი გოლი და განცდები, არასდროს დამავიწყდება - ჩემი პირველი ნაბიჯები ამ სტადიონზე, თქვენი გიჟური ემოციები და მუხტი, რომელიც განსაკუთრებული იყო. ნაპოლი საფეხბურთო ქალაქია, ნაპოლი ფეხბურთით ცხოვრობს და მიხარია, რომ ამ დიდი ისტორიის ნაწილი მეც გავხდი. აქ ბევრი რამ ვისწავლე, როგორც მოედანზე, ისე მოედნის მიღმა. ჩემთვის საპატიო იყო ამ მაისურის ტარება“.

„სახიფათო ილუზია იყო, რომ ქვეყნების ეროვნულ ინტერესებს ლიბერალური მსოფლიო წესრიგი ჩაანაცვლებდა“ – აშშ-ის მომავალი სახელმწიფო მდივანი ამერიკის საგარეო პოლიტიკის ცვლილებას აანონსებს

მომავალი სახელმწიფო მდივანი ამერიკის საგარეო პოლიტიკის ცვლილებას აანონსებს. პოსტზე ტრამპის წარდგენილმა კანდიდატმა მარკ რუბიომ ხედვა სენატში გამართული მოსმენისას ჩამოაყალიბა. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე, რომელიც თითქმის 5 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა, ამერიკელი კანონმდებლები მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე ტრამპის სამოქმედო გეგმას რუბიოსგან ეცნობოდნენ. მომავალი სახელმწიფო მდივანი ამბობს, რომ სახიფათოა მსოფლიოში არსებული ლიბერალური დღის წესრიგი, რომელიც სახელმწიფოებს აიძულებს სუვერენიტეტზე და იდენტობაზე უარი თქვან. ამერიკის შეერთებული შტატების არჩეული პრეზიდენტის კანდიდატმა NATO-ზე ისაუბრა. მან თქვა, რომ შეერთებული შტატების ინტერესშია, დასავლელი მოკავშირეების მიერ თავდაცვის სფეროში ხარჯების გაზრდა. უკრაინის საკითხზე პოზიციის ჩამოყალიბებისას, მარკ რუბიომ აღნიშნა, რომ არარეალისტურია უკრაინამ ოკუპირებული რეგიონებიდან რუსეთის ძალები იმ პოზიციებზე დააბრუნოს, რომელიც მათ ომის დაწყებამდე ეკავათ. მისივე თქმით, რუსეთ-უკრაინის ომში ამერიკის მიზანი ომის დასრულება უნდა გახდეს. რუბიოს თქმით, ქვეყნის პრობლემა ისაა, რომ უკრაინას დაფინანსება კი არა, უკრაინელები ეწურება და უკრაინის აღდგენას თაობები დასჭირდება. მომავალი სახელმწიფო მდივნის შეფასებით, ქვეყანაში ნგრევის კოლოსალური დონეა და ამის აღდგენას ათწლეულები დასჭირდება. რუბიო უკრაინაში ომის დასრულების მოლაპარაკებებში ამერიკის ჩართულობას აანონსებს. ამბობს, რომ ამ პროცესში შესაძლებელია რუსეთზე დაწესებულმა სანქციებმა ან მათმა მოხსნამ, შესაძლოა, მნიშვნელოვანი ფუნქცია შეასრულოს.

თამარ ჩიბურდანიძე მარკო რუბიოს განცხადებაზე: როდესაც ორი ქვეყნის პოლიტიკის მთავარი პრინციპი სუვერენიტეტი და იდენტობაა, ანუ ღირებულებითი თანხვედრაა, პარტნიორობა პოზიტიურად შესაძლებელი ხდება. ჩვენც სწორედ ამას...

„მარკო რუბიოს განცხადება იმედის მომცემია იმ მხრივ, რომ როდესაც ქვეყნებს შორის საუბრის ღერძი სუვერენიტეტი და იდენტობაა, საერთო ენის გამონახვა შესაძლებელია“ – წერს პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე სოციალურ ქსელში და აღნიშნავს, რომ ბაიდენის ადმინისტრაციისგან განსხვავებით, ტრამპის მომავალი ადმინისტრაციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ქვეყნებმა არ უნდა თქვან უარი სუვერენიტეტსა და იდენტობაზე. მისი თქმით, საქართველოსა და ამერიკას შორის ახალი ურთიერთობები იწყება, რომელიც უფრო კარგი იქნება ვიდრე აქამდე. თამარ ჩიბურდანიძე სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში განმარტავს, რომ მარკო რუბიოს განცხადებიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ საქართველო, საკუთარი სუვერენული ინტერესებიდან გამომდინარე, სტრატეგიულ თანამშრომლობას შეძლებს როგორც დასავლეთთან, ასევე აღმოსავლეთთან. „დონალდ ტრამპის მიერ სახელმწიფო დეპარტამენტის მდივნის პოსტზე წარდგენილმა კანდიდატმა მარკო რუბიომ განაცხადა -“სახიფათო იყო იმის დაჯერება, რომ კაცობრიობა სუვერენიტეტსა და იდენტობაზე უარს იტყოდა, რათა ლიბერალიზმის სანაცვლოდ მსოფლიო მოქალაქე გამხდარიყო”. ამ სიტყვების მიღმა დგას იმ ლიბერალიზმის წინააღმდეგ დაგეგმილი მთელი სტრატეგია, რომელსაც მივყავდით გლობალიზაციის პიკურ სუბსტანციამდე და რომელიც ერი-სახელმწიფოების იდენტობას სრულად შთანთქავდა. სწორედ ამიტომ, ჩვენ დავუპირისპირდით არა დასავლეთს, არამედ, ლიბერალიზმის ფაშისტურ გამოვლენას, რომელიც იყო შედეგი არა ნაციონალიზაციის, არამედ, უკვე გლობალიზაციის. მარკო რუბიოს განცხადება იმედის მომცემია იმ მხრივ, რომ როდესაც ქვეყნებს შორის საუბრის ღერძი სუვერენიტეტი და იდენტობაა, საერთო ენის გამონახვა შესაძლებელია. საქართველო-ამერიკას შორის ურთიერთობების ახალი ეტაპი იწყება და ეს იქნება ბევრად უფრო კარგი, ვიდრე აქამდე. თუმცა, არც გადამეტებული მოლოდინები შეიძლება გვქონდეს, მაგრამ გვაქვს იმედი, რომ ღირებულებათა თანხვედრა ორი ქვეყნის პარტნიორობას პოზიტიურად თანამშრომლობითს გახდის. ჩვენც სწორედ ამას ველით 20 იანვრის შემდეგ. თუკი ბაიდენის ადმინისტრაცია დემოკრატიის დროშის ქვეშ, სუვერენულ სახელმწიფოებზე “ლიბერალურ ძალადობას” ახორციელებდა, ტრამპის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ ქვეყნებმა უარი არ უნდა თქვან სუვერენიტეტსა და იდენტობაზე ლიბერალიზმის მიერ შეთავაზებული “მსოფლიო მოქალაქეობის გამო”. მარკო რუბიოს ასეთი დამოკიდებულება გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ საქართველოს, საკუთარი სუვერენული ინტერესებიდან გამომდინარე, შეეძლება დასავლეთთან და აღმოსავლეთთან პარტნიორული თანამშრომლობა. ეს არის ბოლო პერიოდის ურთულეს პროცესებში საქართველოს ახალი მიღწევა და გვჯერა, არსებული ხელისუფლების პირობებში, ეს პოზიცია შენარჩუნებული იქნება,“- წერს თამარ ჩიბურდანიძე სოციალურ ქსელში.

გიორგი ვაშაძე – მზად ვართ ახალი არჩევნებისთვის, რომელიც ახალ გარემოებებში უნდა ჩატარდეს, ამ პაკეტით ჩავა ზურაბიშვილი ამერიკაში

ჩვენ მანდატი მივეცით პრეზიდენტ ზურაბიშვილს, მან წარმოადგინოს საერთო პოზიცია, მზად ვართ ახალი არჩევნებისთვის, რომელიც, მნიშვნელოვანია, ახალ გარემოებებში ჩატარდეს, სწორედ ამ პაკეტით ჩავა ზურაბიშვილი ამერიკაში, – ამის შესახებ კოალიცია „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა. ვაშაძის თქმით, ვითარების ნორმალიზება მხოლოდ ახალი არჩევნებით არის შესაძლებელი. „პრინციპში, ჩვენი მხრიდან მანდატი მივეცით პრეზიდენტ ზურაბიშვილს, მან წარმოადგინოს საერთო პოზიცია. მზად ვართ ახალი არჩევნებისთვის და ეს არის ერთადერთი გზა ქაოსის, იმ დაპირისპირების თავიდან არიდებისა, რომელიც მოიტანა ივანიშვილმა და „ქართულმა ოცნებამ“. მათ შორის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ახალ გარემოებებში ჩატარდეს ეს არჩევნები. საუბარია როგორც ძალოვანი უწყებების დეპოლიტიზაციასა და ერთი პარტიის წნეხისგან გათავისუფლებაზე, ასევე მნიშვნელოვანია საარჩევნო პროცედურები, საარჩევნო ადმინისტრაციის ცვლილება, რაზეც მკაფიო ხედვა გვაქვს. პრინციპში, ამაში შეჯერებული ვართ. სწორედ ამ პაკეტით ჩავა სალომე ზურაბიშვილი ამერიკაში. რა თქმა უნდა, პოლიტპატიმრების თემა არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი. საბოლოო ჯამში, ჩვენ მასთან ერთად გამოვხატავთ მზაობას, რათა მოხდეს ვითარების ნორმალიზება, რაც შესაძლებელია მხოლოდ ახალი არჩევნებით“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ხუთი ევროპარლამენტარი საქართველოსთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ხუთი ევროპარლამენტარი საქართველოსთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ „გმობენ პოლიტიკური ოპონენტების მიმართ ძალადობას და ღრმა შეშფოთებას გამოთქვამენ საქართველოში პოლიტიკური სიტუაციის შემდგომი გაუარესების გამო“. განცხადების ხელმომწერები არიან – ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე დევიდ მაკალისტერი, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის თავმჯდომარე სერგეი ლაგოდინსკი, სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობების დელეგაციის თავმჯდომარე ნილს უშაკოვსი, საქართველოს საკითხებში ევროპარლამენტის მუდმივმოქმედი მომხსენებელი რასა იუკნევიჩიენე და საქართველოს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ევროპარლამენტის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი ანტონიო ლოპეს-ისტურის ვაიტი. „ჩვენ გამოვხატავთ ღრმა შეშფოთებას საქართველოში პოლიტიკური ვითარების შემდგომი გაუარესების გამო. შოკირებულები ვართ ცნობით, რომ ყოფილ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიაზე ბათუმის სასტუმროში ძალადობრივი თავდასხმა განხორციელდა, რის შემდეგაც საავადმყოფოში იქნა მოთავსებული. ეს „ქართული ოცნებისა“ და მისი მოკავშირეების მიერ, მშვიდობიანი დემონსტრანტებისა და დისიდენტების წინააღმდეგ ორგანიზებული ძალადობის კიდევ ერთი მაგალითია. ჩვენ მხარს ვუჭერთ მშვიდობიან დემონსტრანტებს, რომლებიც 50 დღის განმავლობაში, ყოველ საღამოს საქართველოს ქუჩებში საკუთარი ქვეყნის დემოკრატიული და ევროატლანტიკური მომავლისთვის დემონსტრაციებზე დგანან. საქართველო წლების განმავლობაში იყო ევროატლანტიკური მისწრაფებების ჩემპიონი, რასაც ხალხის მხრიდან უდიდესი მხარდაჭერა ჰქონდა. ეს არ შეცვლილა. შეიცვალა ის, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ქართველებს მომავალი წაართვა და აღარც კი აჩვენებს თავს ისე, თითქოს საქართველოსთვის ევროპული დემოკრატია სურს. საქართველოში გაუარესებული ვითარება რეაგირების გარეშე არ უნდა დარჩეს. ჩვენ ვიზიარებთ პოზიციას, რომ ამჟამად, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი არის ერთადერთი მკაფიოდ ლეგიტიმური წარმომადგენელი ქართველი ხალხის ნებისა. ჩვენ არ ვაღიარებთ 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს, რამდენადაც ის გაყალბებული იყო და არ შეესაბამებოდა დემოკრატიული არჩევნების საერთაშორისო სტანდარტებს. ჩვენ არ ვაღიარებთ ამ ორგანოს მიერ მიღებულ არცერთ გადაწყვეტილებას. ჩვენ მტკიცედ მოვუწოდებთ ევროკავშირსა და მის წევრ სახელმწიფოებს, დააწესონ პერსონალური სანქციები ყველა იმ პირის წინააღმდეგ, ვინც პასუხისმგებელია დემოკრატიულ უკუსვლაზე, კერძოდ კი, ბიძინა ივანიშვილისა და ირაკლი კობახიძის მიმართ. ჩვენ მოვუწოდებთ ცალკეულ წევრ სახელმწიფოებსა და შესაბამის რეგიონულ ორგანიზაციებს, თავი შეიკავონ თვითგამოცხადებული „ქართული ოცნების“ ხელისუფლების აქტიური ლეგიტიმაციისგან და ამ მხრივ მოვუწოდებთ ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საბჭოს შეჩერებისკენ. ჩვენ დაუყოვნებლივ მოვითხოვთ ვადამდელი არჩევნების ჩატარებას გაუმჯობესებულ საარჩევნო გარემოში, რომელიც დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ იქნება მართული, ფართომასშტაბიანი საერთაშორისო დაკვირვებით, რათა უზრუნველყოფილი იყოს ნამდვილად თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე პროცესი, რომელიც წარმოადგენს ქართველი ხალხის ნებას“,- აღნიშნულია ხუთი ევროპარლამენტარის განცხადებაში.

ბოლო სიახლეები