ოთხშაბათი, იანვარი 15, 2025

VIDEO:ალბანეთის პრემიერ-მინისტრი მუხლზე დაჩოქილი შეეგება იტალიის პრემიერ-მინისტს

ამის შესახებ ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს.

არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მდგრადი განვითარების კვირეული მიმდინარეობს, რომელშიც არაბთა გაერთიანებული რესპუბლიკის პრეზიდენტთან ერთად აზერბაიჯანის, რუანდის და უზბეკეთის პრეზიდენტები, ალბანეთის, ახალი ზელანდიის, იტალიის, მალაიზიის, ფინეთის, პრემიერ-მინისტრები და ასევე პოლიტიკოსები, ლიდერები განახლებადი ენერგიის, ტექნოლოგიური განვითარებისა და ინოვაციების სფეროებში, ინვესტორები და მეწარმეები მონაწილეობენ.

მსოფლიომ სააგენტოების ყურადღების ცენტრში აბუ-დაბის აეროპორტში ალბანეთის და იტალიის პრემიერ-მინისტრების შეხვედრის მომენტი მოექცა. აეროპორტის დარბაზში ჯორჯია მელონის გამოჩენის და მასთან მიახლოების შემდეგ ედი რამა, რომელიც ბევრად მაღალია ჯორჯია მელონიზე, კრემისფერ ხალიჩაზე ცალ მუხლზე დაეშვა და მას წითელი ყუთით საჩუქარი გადასცა.

ამის შემდეგ მან დახვედრით ერთობ ნასიამოვნებ და გახალისებულ მელონის, რომელიც დღეს 48 წლის გახდა, აუხსნა, რომ საჩუქარი – აბრეშუმის შარფი, მასზე ნაცრისფერ და შავ ფერებში დატანილი პოპულარული ალბანური ელემენტებით – იტალიიდან ალბანეთში გადასული დიზაინერის ნამუშევარი იყო, შარფი მელონი თავზე მოახვია, თავადაც გადაეხვია და უთხრა: თქვენთან შეხვედრამდე მე ვესაუბრე იტალიელ ჟურნალისტებს, რომ მათ თქვენთვის ემღერათ „tanti auguri“ (

თქვენ ხომ ძალიან გიყვართ ისინი, არა? – განაგრძო რამამ და ჟუნალისტებს მიმართა: თქვენ აქ ხართ, რომ იმღეროთ მისი დაბადების დღის აღსანიშნავად, არა?

მელონიმ იგი ღიმილით შეაჩერა და უთხრა: ნუ მარცხვენთ!

 

იტალიის პრემიერ-მინისტრ ჯორჯია მელონის და ალბანეთის პრემირ-მინისტრ ედი რამას ერთმანეთთან ძალიან კარგი პარტნიორული ურთიერთობა აქვთ. აბუ-დაბიში იტალიამ, ალბანეთმა და არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა ხელი მოაწერეს მილიარდიანი ღირებულების სამმხრივ პროექტს, რომელიც ალბანეთში მწვანე ენერგიის წარმოებას და ადრიტიკის ზღვის ფსკერზე კაბელით მის იტალიისთვის მიწოდებას ითვალისწინებს.

მათ შორის თანამშრომლობის კიდევ ერთი მაგალითია შეთანხმება, რომელიც ხმელთაშუა ზღვიდან ნავებით იტალიაში შესვლის მსურველების იტალიამდე არ მიშვებას, გემით ალბანეთში გადაყვანას და თავშესაფრის შესახებ მოთხოვნის განხილვამდე ალბანეთის ტერიტორიაზე მათთვის სპეციალურად აშენებულ დროებით თავშესაფარში განთავსებას ითვალისწინებს.

წყარო:ipress.ge

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

მარკო რუბიო – პრობლემა, რომელსაც უკრაინა ეჩეხება ის კი არ არის, რომ ფული ეწურებათ, არამედ არის ის, რომ უკრაინელები ეწურებათ

პრობლემა, რომელსაც უკრაინა ეჩეხება ის კი არ არის, რომ ფული ეწურებათ, არამედ არის ის, რომ უკრაინელები ეწურებათ, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნობის კანდიდატმა, მარკო რუბიომ სენატში გამართულ მოსმენაზე განაცხადა. „ის, რაც ვლადიმერ პუტინმა გააკეთა მიუღებელია. ეს ეჭვგარეშეა, მაგრამ ეს ომი უნდა დასრულდეს. ვფიქრობ, ეს უნდა იყოს აშშ-ის ოფიციალური პოლიტიკა, რომ გვინდა ამ ომის დასრულება“, – აღნიშნა რუბიომ. როგორც მან აღნიშნა, მას სურს დარწმუნდეს, რომ უკრაინას აქვს ბერკეტები მოლაპარაკებებში, მაგრამ უკრაინასაც და რუსეთსაც მოუწევს დათმობაზე წასვლა რუსეთთან.

რა ინფრომაციას ავრცელებს არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საქართველოს საელჩო

არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საქართველოს საელჩოში არ ადასტურებენ ინფორმაციას, თითქოს ირაკლი ზარქუა და ვიქტორ სანიკიძე აბუ დაბის წინასწარი დაკავების იზოლატორში ერთ თვეს გაატარებენ. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს საელჩოში განუცხადეს. მათივე განცხადებით, სამართალდამცველების მხრიდან მიმდინარეობს მომხდარის შესწავლა. „საქართველოს საელჩო აცხადებს, რომ აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. რაც შეგვიძლია ვთქვათ, სამართალდამცველების მხრიდან მიმდინარეობს მომხდარის შესწავლა, რაშიც ბუნებრივია, ჩართული არიან ინციდენტში მონაწილე პირები“, – განაცხადეს საელჩოში. აბუ დაბიში „ქართული ოცნების“ დეპუტატებს, ირაკლი ზარქუას, ვიქტორ სანიკიძესა და მოქალაქე ლაშა გაბიტაშვილს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ინციდენტის ამსახველი ვიდეოკადრები სოციალურ ქსელში გავრცელდა.

„ბლუმბერგი“ – რუსეთი დონალდ ტრამპს უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებაზე საბოლოოდ უარის თქმას მოსთხოვს

რუსეთი დონალდ ტრამპს უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებაზე საბოლოოდ უარის თქმას მოსთხოვს, – ამის შესახებ „ბლუმბერგი“ წერს. „ბლუმბერგი“ ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ რუსეთის მხრიდან ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებების ერთ-ერთი მთავარი პირობა უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებაზე საბოლოოდ უარის თქმა იქნება. წყაროების თქმით, დონალდ ტრამპთან შესაძლო მოლაპარაკებებისას რუსეთი ომის შეწყვეტის სანაცვლოდ მოითხოვს, რომ უკრაინამ გამოაცხადოს ნეიტრალიტეტი და შეზღუდოს თავისი არმია. ამასთან, სააგენტოს წყაროს განცხადებით, კრემლი არ ეწინააღმდეგება ნატო-ს ცალკეული ქვეყნების მიერ კიევისთვის იარაღის მიწოდებას, თუმცა წინააღმდეგია, რომ ეს იარაღი „რუსეთის წინააღმდეგ ან ტერიტორიების დასაკავებლად იქნეს გამოყენებული“. წყაროები ასევე აცხადებენ, რომ მოსკოვი დაჟინებით მოითხოვს „უკრაინის ტერიტორიის დაახლოებით 20%-ზე, სულ მცირე, დე ფაქტო კონტროლის შენარჩუნებას“, მათ შორის, ყირიმზე, თუმცა „ღიაა ზოგიერთი ტერიტორიის გაცვლის თაობაზე“. როგორც „ბლუმბერგი“ წერს, ტრამპის ადმინისტრაციის მომავალი მაღალჩინოსნები მიიჩნევენ, რომ ომის დასასრულებლად ორივე მხარე – უკრაინაც და რუსეთიც – მზად უნდა იყოს დათმობებისთვის.

დონალდ ტრამპი – ჩვენ გვაქვს შეთანხმება მძევლებისთვის ახლო აღმოსავლეთში, მათ ძალიან მალე გაათავისუფლებენ

აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმების მიღწევას გამოეხმაურა. ტრამპის თქმით, მძევლები მალე გათავისუფლდებიან. „ჩვენ გვაქვს შეთანხმება მძევლებისთვის ახლო აღმოსავლეთში. მათ ძალიან მალე გაათავისუფლებენ. გმადლობთ“, – წერს ტრამპი საკუთარ სოციალურ ქსელში. ისრაელსა და „ჰამასს“ შორის მიღწეული შეთანხმების შესახებ ოფიციალურად მომდევნო საათებში გამოცხადდება. შეთანხმება ითვალისწინებს ბრძოლის შეჩერებას ღაზის სექტორში, ასევე ისრაელიდან გატაცებული მძევლების და პალესტინელი პატიმრების ეტაპობრივ გათავისუფლებას.

იტალიელი ჟურნალისტი კვარაცხელიაზე: სერია A კარგავს საოცარ მოთამაშეს, მან იტალიური ფეხბურთი შეცვალა

იტალიელმა ჟურნალისტმა მარკო ბუჩანტინიმ Sky Sports-თან ინტერვიუში ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა: „ვცდილობ კვარაცხელიაზე დახუჭული თვალებით ან ყურებზე აფარებული ხელებით ვისაუბრო... ეს მარტივი არ არის, სერია A კარგავს საოცარ მოთამაშეს. მან იტალიური ფეხბურთი შეცვალა, ის იყო ბოლო წლების კაშკაშა ვარსკვლავი. კვარა ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის კერპი იყო. თავიდან არავინ იცოდა ვინ იყო ის ან როგორ გამოითქმებოდა მისი გვარი, მაგრამ როდესაც პირველად ხვიჩას თამაში ვნახე, მივხვდი თუ რა დონის ფეხბურთელთანაც გვქონდა საქმე. იტალიიდან და კერძოდ, ნაპოლიდან წავიდა ვიქტორ ოსიმენიც, მაგრამ არავინ ატირდა ამის გამო... დღეს კი ყველა განიცდის კვარას წასვლას. ხვიჩა ყველას ძალიან მოგვენატრება, ამაში დარწმუნებული ვარ." ხვიჩა კვარაცხელია უახლოეს დღეებში ნაპოლის დატოვებს. ქართველი ფეხბურთელი პსჟ-ში გადასვლასთანაა ახლოს.

ბოლო სიახლეები