ოთხშაბათი, იანვარი 15, 2025

საფრანგეთის პრემიერი: პარიზი მკტიცედ უნდა აღუდგეს ისეთ ფიგურებს, როგორიც ილონ მასკია

საფრანგეთის პრემიერ მინისტრმა ფრანსუა ბაირუმ განაცხადა, რომ პარიზი მტკიცედ უნდა აღუდგეს ისეთ ფიგურებს, როგორიც კომპანია SpaceX-ის დამფუძნებელი და ტრამპის ადმინისტრაციაში აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის მომავალი თანახელმძღვანელი, ილონ მასკია. ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.

ბაირუს თქმით, Space-X-ისა და ტესლას მფლობელი „ახალ მსოფლიო უწესრიგობასთან“ ასოცირდება, რაც საფრთხეს უქმნის თავდაცვის ყველა არსებულ წესს.

საფრანგეთის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, ფრანსუა ბაირუმ დონალდ ტრამპის მიერ გრენლანდიის, პანამის არხისა და კანადის შემოერთების შესახებ გაკეთებულ განცხადებებს მუქარა უწოდა და განმარტა, რომ დროა საფრანგეთმა გლობალურ ძალებს საკუთარი სახე და ძალისხმევა დაანახოს.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ხვიჩა კვარაცხელია ნაპოლის ემოციურად დაემშვიდობა – რა კადრები ვრცელდება

AreaNapoli-ს ცნობით, პსჟ-ში გადასვლის წინ სკუდეტოს მომპოვებელი ხვიჩა კვარაცხელია, კასტელ ვოლტურნოზე თანაგუნდელებს დაემშვიდობა. გამოცემა წერს, რომ ეს ძალიან ემოციური და გულის ამაჩუყებელი მომენტი იყო და მან ადგილობრივი დროით 15:00 საათზე დატოვა კლუბის ბაზა: „ეს „ნაპოლიში“ „კვარას“ ბოლო დღე გახლდათ, რომელმაც აქ თითქმის 2.5 წელი გაატარა. ის საკმაოდ ცივად მიესალმა ანტონიო კონტეს. მწვრთნელი ქართველის მოულოდნელი წასვლით აშკარად იმედგაცრუებული დარჩა. ხვიჩა საერთო ჯამში კარგი ბიჭია, მაგრამ მიუხედავად ამისა, ბევრს თავისი გადაწყვეტილებით გული დასწყვიტა“. რადიო Crc-ის ჟურნალისტმა მასიმო დ’ალესანდრომ განაცხადა, რომ კვარაცხელიამ კარიერის ნეაპოლური ეტაპი ტრამპლინად გამოიყენა, ახალ თავგადასავალს იწყებს, თუმცა ლორენცო ინისინიესგან, დრის მერტენსისგან და პიოტრ ზილენსკისგნ განსხვავებით თავისუფალი აგენტის სტატუსით კი არ წავიდა, არამედ კლუბის ხაზინას 75 მილიონი ევრო შესძინა.

იენს სტოლტენბერგს ახალი სამსახური აქვს

ამის შესახებ ინფორმაციას სკანდინავიის ქვეყნების მედია ავრცელებს. ნატოს ყოფილი გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი „ჩრდილოეთის და ბალტიის რვიანში" (Nordic-Baltic Eight) დასაქმდა. დანიშვნის შესახებ დღეს, სტოკჰოლმში, სტოლტენბერგის და შვედეთის პრემიერ მინისტრ ულფ კრისტერსონის ერთობლივ პრესკონფერენციაზე გახდა ცნობილი. „ჩვენ არქტიკული სახელმწიფოები ვართ და ჩრდილოატლანტიკური უსაფრთხოება და კონტროლი ჩვენთვის აბსოლუტურად აუცილებელი საჭიროება. მე მთხოვეს შევიმუშავო კონკრეტული ზომები ჩვენს დიდ რეგიონში თანამშრომლობის გასაძლიერებლად“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა. კრიტიკული ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, თავდაცვის ინდუსტრიის ოპტიმიზაციისა და ტრანსატლანტიკური კავშირების გაძლიერების მიზნით კონკრეტული ზომების შემუშავება, ანგარიშის მომზადება და მოხსენების წარდგენა დაგეგმილია ივნისისთვის, ნატოს მომდევნო სამიტის დაწყებამდე. „ჩვენ აღარ შეგვიძლია მშვიდობა თავისთავად არსებულად განვიხილოთ“, - თქვა სტოლტენბერგმა პრესკონფერენციაზე. მან მიუთითა რუსეთის მოსაზღვრე ჩრდილოეთ ევროპისა და ბალტიისპირეთის რეგიონის განსაკუთრებულ პრობლემებზე. „ჩვენ არ ვართ საომარ მდგომარეობაში, მაგრამ არც ნორმალურ მშვიდობიან ვითარებაში ვართ“, - განაცხადა მან და მაგალითად მოიყვანა რუსეთის დივერსიულ ქმედებები და სკანდინავიურ ქვეყნებში პოლიტიკურ პროცესებში ჩარევა.

სენსაციური მოვლენა-ცუდი მოგონებებისა და ტრავმული მოვლენების წაშლის მეთოდს მიაგნეს

ცუდი მოგონებებისა და ტრავმული მოვლენების წაშლის შესაძლებლობა შეიძლება სხვადასხვა ფსიქიკური პრობლემების მოგვარებაში დაგვეხმაროს. და, აი, ახლა მეცნიერებმა ამის გასაკეთებლად ახალი პერსპექტიული მეთოდი აღმოაჩინეს - უარყოფითი მოგონების შესუსტება პოზიტიური მოგონების ხელახალი გააქტიურებით. ექსპერიმენტში, რომელიც რამდენიმე დღის განმავლობაში გაგრძელდა, მკვლევრებმა 37 მონაწილეს სთხოვეს დაეკავშირებინათ შემთხვევითი სიტყვები ნეგატიურ სურათებთან. ამის შემდეგ მოგონებების ნახევრის "გადაპროგრამირება" სცადეს და ისინი დადებით მოგონებებთან დაკავშირებას. "ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ ამ პროცედურამ შეასუსტა ავერსიული მეხსიერება და გაზარდა დადებითი მეხსიერება", - აღნიშნეს მკვლევრებმა. კვლევისთვის ჯგუფმა გამოიყენა სურათების მონაცემთა ბაზები, რომლებიც კლასიფიცირებულია როგორც ნეგატიური ან დადებითი. მაგალითად, ადამიანის დაზიანებები ან სახიფათო ცხოველები შედარებული მშვიდ პეიზაჟებთან და მოღიმარ ბავშვებთან. კვლევის პირველ საღამოს მეხსიერების სავარჯიშოები გამოიყენეს, რათა მონაწილეებს ნეგატიური გამოსახულებები კვლევისთვის შექმნილ სიტყვებისთვის დაეკავშირებინათ. მეორე დღეს მოგონებების გასამყარებლად, მკვლევრებმა სცადეს ამ სიტყვების ნახევარი მონაწილეთა გონებაში დადებით სურათებთან დაეკავშირებინათ. მეორე ღამის განმავლობაში (NREM ძილის ფაზაში) მონაწილეებს გამოგონილ სიტყვებს ასმენინებდნენ. ცნობისთვის NREM ფაზა მეხსიერების ჩამოყალიბებასთან არის დაკავშირებული. მეცნიერები კვლევის მონაწილეების ტვინის აქტივობის მონიტორინგს ელექტროენცეფალოგრაფიის გამოყენებით ახორციელებდნენ. ტვინში ისეთი აქტივობა დაფიქსირდა, რომელიც ემოციური მეხსიერების დამუშავებასთან არის დაკავშირებული. ეს აქტივობა გაიზარდა აუდიო მეხსიერების გააქტიურებისას და მნიშვნელოვნად მაღალი იყო დადებით მახსოვრობასთან დაკავშირებული მახასიათებლებისას. რამდენიმე დღის შემდეგ, მკვლევრებმა კითხვარების მეშვეობით დაადგინეს, რომ მოხალისეები ისეთ უარყოფით მოგონებებს ნაკლებად იხსენებდნენ, რომლებიც შერეული იყო პოზიტიურთან. საინტერესოა, რომ პოზიტიური მოგონებები უფრო ხშირად ჩნდებოდა მათ გონებაში, ვიდრე ნეგატიური. "ეს ნიშნავს, რომ არაინვაზიური ძილის ინტერვენცია შესაძლებელია და მას შეუძლია შეცვალოს ავერსიული მეხსიერება. ამას შეუძლია შემოგვთავაზოს ახალი შეხედულებები ტრავმებთან დაკავშირებული მეხსიერების მკურნალობის მხრივ", — აღნიშნულია კვლევაში. თუმცა, კვლევა ჯერ ახალია და მას გადამოწმება კიდევ სჭირდება. ასევე გასათვალისწინებელია, რომ ცუდ მოგონებასთან დაკავშირებული ვიზუალის გონებიდან "წაშლა" შეიძლება უფრო ადვილი იყოს, ვიდრე ტრავმული მოვლენის. ჩვენ ვიცით, რომ ტვინი მოგონებებს ძილის დროს მათი ხანმოკლე გამეორებით ინახავს და ბევრმა კვლევამ უკვე შეისწავლა, თუ როგორ შეიძლება ამ პროცესის გაკონტროლება. ამით შეიძლება დადებითი მოგონებების გააქტიურება და ცუდი მოგონებების დავიწყება. ეს მეხსიერების რედაქტირების კიდევ ერთი საინტერესო საშუალებაა. ყველაფერი ამის გაერთიანებით მკვლევრებს მიაჩნიათ, რომ მალე მოგონებებზე კონტროლი შეგვეძლება და ამით ტრავმული მოვლენებისგან ჩვენი ფსიქიკის დაცვას შევძლებთ.

ლევან იოსელიანი – პოზიციას შევიცვლიდი, დღემდე რომ მენახა არჩევნების გაყალბების დამადასტურებელი მტკიცებულება, ასეთი მტკიცებულება არ მინახავს, ჰაერიდან მოტანილ სისულელეებს მე არ ვიჯერებ

პოზიციას ნამდვილად შევიცვლიდი, დღემდე რომ მენახა გაყალბების დამადასტურებელი მტკიცებულება. ასეთი მტკიცებულება არ მინახავს, ბოდიში და ჰაერიდან მოტანილ სისულელეებს მე არ ვიჯერებ, – ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა „ტვ პირველის“ ეთერში იმ კითხვის პასუხად, რომლის თანახმადაც: „პროკურატურამ არჩევნების შესაძლო გაყალბების საქმეზე შუალედური ინფორმაცია გაავრცელა. რაც შეეხება არჩევნების შეფასებას, თქვენ გქონდათ იმ ტიპის პოზიცია, რომელიც იყო ფართოდ გაკრიტიკებული იმ საზოგადოების, პოლიტიკური ჯგუფების მხრიდან,  ვინც არჩევნების ლეგიტიმაციას არ ცნობენ. ხომ არ შეიცვალეთ თქვენი პოზიცია?“. იოსელიანის განმარტებით, ვისაც ჰქონდა საშუალება, არჩევნებს დაკირვებოდა, მათ მიერ არ არის წარმოდგენილი გაყალბების შესახებ ისეთი მყარი მტკიცებულებები, რომელიც ათქმევინებდა, რომ 300 000 ხმა გაყალბდა. „პოზიციას ნამდვილად შევიცვლიდი, დღემდე რომ მენახა გაყალბების დამადასტურებელი მტკიცებულება. მე არ მინახავს ასეთი მტკიცებულება, 100 ათასი ადამიანი, რომელსაც ჩამოართვეს პირადობის მოწმობა, ამ ადამიანებიდან დღემდე ჩემთან არცერთი არ მოსულა. 300 ათასი ხმის გაყალბებას რა ინფრასტრუქტურა სჭირდება და ეს რასთან არის დაკავშირებუოლი, ჩემთვის ძალიან ცხადია. ამიტომ ბოდიში და ასეთ ჰაერიდან მოტანილ სისულელეებს მე არ ვიჯერებ. ეს არის ჩემი, როგორც მოქალაქის პოზიცია. მე არ მაქვს მანდატი, რომ არჩევნებს დავაკვირდე. არჩევნებს არ დავკვირვებივარ. 3 000 უბანზე მე არ მყოლია წარმომადგენელი, მაგრამ ვისაც ჰყავდა წარმომადგენლები და ჰქონდა ასეთი საშუალება, მათ მიერ დღემდე, ჩემი აზრით, არ არის წარმოდგენილი გაყალბების შესახებ ისეთი მყარი მტკიცებულებები, რომელიც მათქმევინებდა, რომ 300 000 ხმა გაყალბდა – როგორც მოქალაქე, ამას დავიჯერებდი – ან 100 000 ადამიანს ჩამოართვეს პირადობის მოწმობა. მეც დავდიოდი მარნეულში და რამდენიმე უბანზე მეც ვიყავი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ სისტემურად ვაკვირდებოდი არჩევნებს. მე რომ არჩევნების შესახებ დასკვნა გავაკეთო, სისტემურად უნდა დავაკვირდე ამ ყველაფერს. არ ვართ სადამკვირვებლო ორგანიზაცია, არცერთ სახალხო დამცველს არ გაუკეთებია დასკვნა არჩევნების შესახებ, მის ლეგიტიმაციასთან ან არალეგიტიმაციასთან დაკავშირებით. ეს არის სხვა სფერო, ამისთვის არსებობენ სადამკვირვებლო ორგანიზაციები. არჩევნების წინა პერიოდიდან დაწყებული, როდესაც მგონი, ყოველ კვირა ვაკეთებდით განცხადებას, რომ ადგილი თუ აქვს თქვენ მიმართ რაიმე ტიპის საარჩევნო უფლების შეზღუდვას, იგივე პირადობებთან დაკავშირებით თუ არის რამე პრობლემა, მოგვმართეთ, მოიტანეთ, ან არ ვიცი, ჩვენთან თუ არა, სხვაგან, ამის შესახებ საჯაროდ გააკეთეთ განცხადება. ცალკეული შემთხვევები როგორ არ იყო და პირდაპირ ეთერში ვნახეთ, აქ ხომ საუბარი არის მასშტაბზე, რომელიც შესაძლებლობას მისცემს, არჩევნების შედეგები გადაიხედოს, ანუ გავლენა მოახდინოს. მასშტაბს აქვს მნიშვნელობა“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა. ლევან იოსელიანი ამბობს, რომ სახალხო დამცველის აპარატმა ყველა პარტიას მიმართა, მიეწოდებინათ არჩევნების გაყალბების შესახებ ინფორმაცია, თუმცა აპარატს ასეთი ინფორმაცია მათგან არ მიუღია. „ყველა პარტიას ჩვენ პირადად დავუკავშირდით – ჩემი მოადგილეები ურეკავდნენ – და ვთხოვეთ, მოეწოდებინათ ინფორმაცია, არავინ მოგვაწოდა ინფორმაცია. ვთქვათ, ჰქონდათ, მაშინ რატომ არ დაწერეს 3 000 უბანზე 11-ზე მეტი საჩივარი გაყალბების შესახებ? თუ ჰქონდათ, იქ არ იყვნენ მთელი დღის განმავლობაში? ბევრი დეტალია, რომელიც ესე მარტივად არ არის, რომ ყველაფერი დაიჯერო. თუ ასეთი მტკიცებულებები არსებობს, პირველ რიგში მე კიარა, საზოგადოებას უნდა მიაწოდონ. მაჩვენეთ ეს მასალები, მტკიცებულებები და კი ბატონო, თქვენ ერთად დავჯდები და ვიტყვი, რომ ეს ასეა, ეს ასეა. ვთქვათ, მე არ მენდობიან, ვისაც ენდობიან, იმას მიაწოდონ“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა. საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ არჩევნების შესაძლო გაყალბების ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების შუალედური შედეგების შესახებ  გაავრცელა ინფორმაცია. პროკურატურის განცხადებით, გამოძიების ფარგლებში ამ ეტაპზე უკვე ჩატარებულია 800-მდე საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, მათ შორის უცხოელი ექსპერტების მონაწილეობით ჩატარდა არაერთი საგამოძიებო ექსპერიმენტი და დაინიშნა შესაბამისი ექსპერტიზები. უწყების განმარტებით, სასამართლოში დაკითხვისას მოწმეთა უმეტესმა ნაწილმა გამოძიებას ვერ მიაწოდა ვერანაირი სახის მტკიცებულება და მათი არგუმენტაცია მხოლოდ მესამე პირების მიერ მიწოდებულ დაუზუსტებელ ინფორმაციას ეყრდნობოდა, ცალკეულმა მოწმეებმა კი გამოძიებას განუცხადეს, რომ მათ მიერ გაკეთებული განცხადებები არჩევნების გაყალბების კონკრეტულ ფაქტებზე ემსახურებოდა პრევენციულ ღონისძიებას. ამასთან, პროკურატურაში აცხადებენ, რომ საგამოძიებო ექსპერიმენტებით და მასში მონაწილე საერთაშორისო ექსპერტების გამოკითხვით გამოირიცხა ერთი ამომრჩევლის მიერ განმეორებითი, თუ მრავალჯერადი ხმის მიცემის შესაძლებლობა.

ჯო უილსონი – ვგმობ ივანიშვილის რეჟიმის თავდასხმას გიორგი გახარიასა და ზვიად ქორიძეზე, ქართველ ხალხს ვერ დააშინებენ

რეჟიმი სულ უფრო მეტად ფიზიკურად ესხმის თავს მათ, ვინც ითხოვს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას. ამერიკა ამას ხედავს და ჩვენ ქმედებებს მივმართავთ, – ამის შესახებ ამერიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი სოციალურ ქსელ X-ში წერს. უილსონის თქმით, „ქართველ ხალხს ვერ დააშინებენ“. „ცალსახად ვგმობ ივანიშვილის რეჟიმის თავდასხმას ყოფილ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და ზვიად ქორიძეზე. რეჟიმი სულ უფრო მეტად ფიზიკურად ესხმის თავს მათ, ვინც ითხოვს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას. ამერიკა ამას ხედავს და ჩვენ ქმედებებს მივმართავთ. ქართველ ხალხს ვერ დააშინებენ“, – წერს ჯო უილსონი.

ბოლო სიახლეები