ოკუპირებულ აფხაზეთში მომხდარი ხანძრისას, ტრაგიკულად დაღუპული 5 ბავშვი საბერიოში, საგვარეულო სასაფლაოზე დაკრძალეს.
დაკრძალვის დღეს სოცქსელში ვირუსულად გავრცელდა კადრები, სადაც ჩანს, რომ მტრედები მათ სახლს და ოჯახის წევრებს არ შორდებიან.
ახლა გავრცელდა ვიდეო, სადაც ერთ-ერთი ახლობელი წერს, რომ დედა გაოცებულია მტრედების საქციელით.
„დედა გაოცებულია მტრედების საქციელით, მათ თბილად ეუბნება: თქვან გოლვაფირო მა – ანუ თქვენ შემოგევლეთო. ეს არის იმედი, იმედი იმისა, რომ მათი შვილები ანგელოზებად იქცნენ და არ ტოვებენ მათ🙏💔😔დიდება უფალს🙏ნათელში იყვნენ ჩვენი ცის ანგელიზები“.