ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ მზია ამაღლობელისა და გურამ მურვანიძის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს. ამის შესახებ ორგანიზაცია სოციალურ ქსელ X-ში წერს.
„რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ ითხოვს „ბათუმელების და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის და „ბათუმელების“ ოპერატორის გურამ მურვანიძის დაკავების მიუკერძოებელ გამოძიებას. ისინი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდნენ“, – ნათქვამია საერთაშორისო ორგანიზაციის განცხადებაში.