საქართველოს ნაკრებმა რუმინეთში გამართულ მსოფლიო თასზე ბოლო მატჩი ჩაატარა. ამ ტურნირის მონაწილეთა მთავარი მიზანი მსოფლიოს სუპერფინალში გადასვლა იყო, სადაც 6 საუკეთესო ნაკრები გადიოდა. ვინაიდან ქართველები წინა დღისით იაპონიასთან 18:19 დამარცხდნენ (მეხუთე ადგილისთვის მატჩში), სუპერფინალში გასვლის შანსი დაკარგეს, მე-7 ადგილისთვის კი აშშ-ს დაუპირისპირდნენ.
შეხვედრა ჩვენი გუნდის უპირატესობით წარიმართა და მისვე გამარჯვებით დასრულდა – 17:12. ქართველებმა ყველა მეოთხედი მოიგეს და, საბოლოოდ, მსოფლიოს თასი მეშვიდე ადგილზე დაასრულეს.
საქართველო-აშშ 17:12
5:4, 4:3, 3:2, 5:3
მსოფლიო თასზე საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ხუთი მატჩი ჩაატარა:
საქართველო-ხორვატია 11:13
საქართველო-რუმინეთი 24:12
საქართველო-უნგრეთი 10:21
საქართველო-იაპონია 18:19
საქართველო-აშშ 17:12