საქართველო პურის როგორც სიძვირით, ისე სიიაფით, სამეზობლოში მესამე ადგილს იკავებს. Numbeo-ს მიხედვით, პროდუქტის საშუალო ფასი უფრო მაღალი თურქეთსა და სომხეთშია, ხოლო უფრო დაბალი რუსეთსა და აზერბაიჯანში.
რაც შეეხება მეზობელ ქვეყნებს, პურის ღირებულება ასე გამოიყურება:
თურქეთი – 96 ცენტი (სიძვირით 64-ე ადგილი)
სომხეთი – 77 ცენტი (73-ე ადგილი)
რუსეთი – 84 ცენტი (89-ე ადგილი)
აზერბაიჯანი – 44 ცენტი ( 93-ე ადგილი)
Numbeo-ს მიხედვით, 96 ქვეყანას შორის პროდუქტი ყველაზე ძვირი აშშ-შია, იქ პური 3.61 აშშ დოლარი ღირს, მეორე ადგილზეა შვეიცარია – 3.56 აშშ დოლარით, ხოლო მესამეზე კოსტა რიკა – 3.10 აშშ დოლარით.
ამავე მონაცემებით, პური ყველაზე იაფია ალჟირში – 14 ცენტი, ტუნისში – 16 ცენტი და ლიბიაში 31 ცენტი.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში პურ-პროდუქტების მწარმოებლები ფქვილზე იმპორტის გადასახადის შემცირება ითხოვენ. როგორც „საქართველოს პურის მრეწველთა კავშირის“ თავმჯდომარემ მალხაზ დოლიძემ bpn.ge-სთან საუბრისას განაცხადა, ფქვილის ფასი განსაკუთრებით არჩევნების შემდეგ გაიზარდა და იმისთვის, რომ ეს პურის ღირებულებაზე არ აისახოს, აუცილებელია, რუსული ფქვილის საიმპორტო გადასახადი დაკორექტირდეს.