პარასკევი, იანვარი 10, 2025

მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის სასამართლო პროცესი საქალაქო სასამართლოში დღეს უნდა გაიმართოს

თბილისის საქალაქო სასამართლოში, საპროტესტო აქციებზე დაკავებული მსახიობის, ანდრო ჭიჭინაძის სასამართლო პროცესი დღეს, 10:30 საათზეა ჩანიშნული.

მისი ადვოკატი თორნიკე მიგინეიშვილი პატიმრობის გაუქმების შუამდგომლობას დააყენებს.

პროცესის პარალელურად, სასამართლოსთან, მსახიობის მხარდამჭერი აქციაა დაგეგმილი.

პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს დაკავებული ანდრო ჭიჭინაძის მიმართ, საქმე ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით არის აღძრული. ამასთან, ანდრო ჭიჭინაძის, იუმორისტ ონისე ცხადაძისა და კიდევ 9 პირის საქმე ერთ წარმოებად გაერთიანდა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

“მადლობა უფალს, რომ ჩემი მეორე ნახევარი და ჩემი შვილების დედა ხარ” – ბერას მილოცვა მეუღლეს

ბერა ივანიშვილი მეუღლეს, ნანუკა გუდავაძეს სოციალურ ქსელში იუბილეს ულოცავს და ოჯახურ, თბილ კადრებს გვიზიარებს. წყვილი შვილებთან ერთად პოზირებს და ლამაზად გამოიყურებიან. „დაბადების დღეს გილოცავ, ჩემო საოცარი მეუღლევ. მადლობა უფალს, რომ ჩემი მეორე ნახევარი და ჩემი შვილების დედა ხარ“, – წერს ბერა ივანიშვილი.

სოზარ სუბარი: „ნაცმოძრაობა“ საქართველოში სჩადიოდა სისტემურ და სისტემატურ დანაშაულს. ამ სისტემის შემქმნელს სჭირდება გასამართლება. უნდა დავადგინოთ ვინ შექმნა სისტემა, რომ შესაბამისად ყველაფერს დაერქვას სახელი

ხშირად სვამენ კითხვას, თუ რატომ ახლა და არა აქამდე, რა გვიშლიდა ხელს? ხელს ძალიან ბევრი რამე გვიშლიდა, მათ შორის ისიც, რომ ქართული სახელმწიფო, ჩვენი სუვერენიტეტი არ იყო იმდენად მყარი, რომ ის ნაბიჯები გადაგვედგა, რომლებიც საჭიროდ მიგვაჩნდა, - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, სოზარ სუბარმა „დღის ქრონიკაში“ საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივის საკითხის კომენტირებისას. „ხშირად სვამენ კითხვას რატომ ახლა და არა აქამდე, რა გვიშლიდა ხელს? ხელს ძალიან ბევრი რამე გვიშლიდა, მათ შორის ისიც, რომ ქართული სახელმწიფო, ჩვენი სუვერენიტეტი არ იყო იმდენად მყარი, რომ ის ნაბიჯები გადაგვედგა, რომლებიც საჭიროდ მიგვაჩნდა. ეს ერთი და მეორე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. საერთაშორისო სასამართლოებში მიდიოდა საქმე საქართველოსა და რუსეთს შორის, რუსეთის წინააღმდეგ ჩვენი საჭიროების განხილვა, ეს იყო ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში და ეს იყო სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში. ორივე სასამართლო დამთავრდა საქართველოს უპირობო გამარჯვებით, სასამართლოები ახლაც გრძელდება, ეს არის უკვე სასამართლოები სტრასბურგში, სადაც რუსეთის ეგიდით ცხინვალში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეები უჩივიან ქართულ სახელმწიფოს რუსეთის მიერ წაქეზებით, მაგრამ პრინციპში ეს უკვე აღარ არის იმდენად მნიშვნელოვანი საქმე იმიტომ, რომ იმ გადაწყვეტილებით, რომელიც მიიღო სტრასბურგმა და რომლითაც საქართველომ გაიმარჯვა და უპირობოდ იქნა აღიარებული, რომ რუსეთი არის აგრესორი და რუსეთს აქვს ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიები უკვე პრაქტიკულად წინასწარ არის გადაწყვეტილი ყველა შემდგომი სარჩელის ბედი, რომელიც ჩვენს წინააღმდეგ არის მომართული. ასე რომ, ეს აღარ არის მნიშვნელოვანი. მეორე, ჩვენ მუდმივად ვლაპარაკობდით და ვლაპარაკობთ იმ სისტემურ დანაშაულზე, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ სჩადიოდა ქართველი ხალხის წინააღმდეგ - ეს არის დახვრეტები ქუჩაში ყოველგვარი სასამართლოს გარეშე, ეს არის სისტემური წამება ციხეში, ეს არის საკუთრების წინააღმდეგ მიმართული სისტემური დანაშაულები, ღამის ნოტარიუსები გვახსოვს და ქონების გადაფორმებები, როდესაც „დაუძლეველი სურვილი აღეძვრებოდათ“ საქართველოს მოქალაქეებს, ბიზნესმენებს, რომ მთელი თავისი ქონება უნდა ეჩუქებინათ რატომღაც სახელმწიფოსთვის და ბევრის ჩამოთვლა შეიძლება. მაგრამ პირველად, სწორედ შარშან ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში „ოჩიგავა საქართველოს წინააღმდეგ“ თქვა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ საქართველოში სჩადიოდა სისტემურ და სისტემატურ დანაშაულს. როდესაც დანაშაული არის სისტემური, რომელიც სისტემატურად ანუ მუდმივად ხორციელდება ამას ქმნის სისტემა და ამ სისტემის შემქმნელს სჭირდება გასამართლება. უნდა დავადგინოთ ვინ შექმნა სისტემა, რა იყო ეს სისტემა, რომ შესაბამისად ყველაფერს დაერქვას სახელი“, - განაცხადა სუბარმა. საქართველოს პარლამენტში საგაზაფხულო სესიის პირველივე კვირაში შეიქმნება 2003-12 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია.

შალვა პაპუაშვილი: საგარეო ჩარევაზე წუწუნთან ერთად, ზოგიერთი გერმანელი მოხარულია, თავად ჩაერიოს სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში და დეზინფორმაციაც გაავრცელოს

საგარეო ჩარევაზე წუწუნთან ერთად, ზოგიერთი გერმანელი მოხარულია, თავად ჩაერიოს სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში და დეზინფორმაციაც გაავრცელოს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელ X-ში წერს. პაპუაშვილი გამოეხმაურა საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ბუნდესტაგის წარმომადგენლების განცხადებას, რომელშიც ისინი აღნიშნავენ, თითქოს არჩევნებზე ეუთო-ს გრძელვადიანი დამკვირვებლები არ იყვნენ დაშვებული. „ევროპაში საგარეო ინტერვენციისა და დეზინფორმაციის თაობაზე ცხარე განხილვების პარალელურად, გერმანიის წამყვანი პარტიების ზოგიერთი წარმომადგენელი ვერ აცნობიერებს, რომ თავად ერევა სხვის საქმეში და დეზინფორმაციასაც თვითონ ავრცელებს. საქართველოს საპარლამენტო არჩევნების შესახებ მათ მიერ გამოქვეყნებული განცხადება აშკარა ტყუილებს შეიცავს. ჯერ ერთი, ამ განცხადებაში მოყვანილი ფაქტის საპირისპიროდ, ეუთო/ოდირის დელეგაცია საქართველოში საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი თვით ადრე ჩამოვიდა და ყველანაირი პირობაც შეექმნა საქმიანობისათვის; მეორეც, საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს არასოდეს უთქვამს, რომ „გამორიცხავდა ევროკავშირთან წევრობის მოლაპარაკებებს 2028 წლამდე“. მან განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება თავად არ წამოწევდა ამ საკითხს და, იმავდროულად, მოუწოდა ევროკავშირს, დროულად გაეხსნა ეს მოლაპარაკებები. „გამორიცხვა“ მხოლოდ და მხოლოდ განცხადების ავტორების ფანტაზიის ნაყოფია. ეს აშკარა ტყუილები, გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის, როთის მიერ არათუ საქართველოს საქმეებში ჩარევასთან, არამედ რადიკალური ოპოზიციის წინასაარჩევნო კამპანიაში პირდაპირ მონაწილეობასთან ერთად, შეცდომას გამორიცხავს: საგარეო ჩარევაზე წუწუნთან ერთად, ზოგიერთი გერმანელი მოხარულია, თავად ჩაერიოს სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში და დეზინფორმაციაც გაავრცელოს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ანდრო ჭიჭინაძისა და სხვა დაკავებულების საქმეზე მოსამართლის გადაწყვეტილება ცნობილია

ანდრო ჭიჭინაძისა და სხვა დაკავებულების საქმეზე მოსამართლის გადაწყვეტილება ცნობილია. მოსამართლემ თერთმეტივე დაკავებული პატიმრობაში დატოვა. დღეს, 10 იანვარს, თბილისის საქალაქო სასამართლოში პროევროპულ აქციაზე დაკავებული 44 ადამიანიდან 11-ის (ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის, გურამ მირცხულავას, ლუკა ჯაბუას, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვის, რევაზ კიკნაძის, გიორგი ტერაშვილის, ვალერი თეთრაშვილის, სერგეი სივაკოვისა და ირაკლი ქერაშვილის) აღკვეთის ღონისძიების საკითხი მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძემ განიხილა. დაკავებულების ადვოკატები მათი დაცვის ქვეშ მყოფების აღკვეთის გარეშე დატოვების შუამდგომლობას აყენებდნენ, ალტერნატივის სახით კი სასამართლოს გირაოს სთავაზობდნენ. ანდრო ჭიჭინაძის ადვოკატმა 1000 ლარიანი, გიორგი ტერიშვილის ადვოკატმა 10 000- ლარიანი გირაოს შუამდგომლობა დააყენა. ცნობისთვის, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული მსახიობის, ანდრო ჭიჭინაძის, იუმორისტ ონისე ცხადაძისა და კიდევ 9 პირის საქმე ერთ წარმოებად გაერთიანდა.

სოზარ სუბარი: ყველაფერი იქნება გამჭვირვალე. ყველა მტკიცებულება იქნება საჯაროდ განხილული, გამოიკვეთება, როგორც პოლიტიკური მდგენელი „ნაცმოძრაობის“ ჩადენილი დანაშაულების, ასევე ის დანაშაულები, რომლებიც სისხლის სამართლის ნიშნებს...

გასულ არჩევნებში ჩვენ ვიყავით ერთად, ერთ არაფორმალურ კოალიციად წარმოდგენილი „ქართული ოცნება“ და „ხალხის ძალა“ და შესაბამისად, ეს იყო ჩვენი, საერთოდ წინასაარჩევნო დაპირება. ბუნებრივია, ეს არის ის საკითხი, რომელსაც ჩვენ უცილებლად ვეთანხმებით, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა სოზარ სუბარმა, საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით. მისი თქმით, საგამოძიებო კომისიის მუშაობის ფორმატი მისაღებია, რადგან პროცესი სრულად იქნება გამჭვირვალე. „მეთოდი, როგორ უნდა მომხდარიყო საპარლამენტო კომისიის სახით თუ პირდაპირ გამოძიება, ვთქვათ პროკურატურის დონეზე, ამაზე შეიძლებოდა კამათი ყოფილიყო. მაგრამ ამ შემთხვევაში, ჩვენც მიგვაჩნია, რომ სწორი არის სწორედ საპარლამენტო საგამოძიებო კომისია. იმიტომ, რომ ეს უნდა იყოს პროცესი, სადაც ყველაფერი იქნება ღია და გამჭვირვალე. რომელიც გადაიცემა პირდაპირ ეთერში, ყველა დაკითხვა, ყველა მოწმე, ყველა დასაკითხი პირის ჩვენება, ყველა მტკიცებულება იქნება საჯაროდ განხილული და გამოიკვეთება, როგორც პოლიტიკური მდგენელი „ნაციონალური მოძრაობის“ ჩადენილი მართლაც უმძიმესი დანაშაულების, ისე ის დანაშაულები, რომლებიც კონკრეტულ სისხლის სამართლის დანაშაულებს შეიცავს და რომლებიც გადაგზავნილი უნდა იქნეს პროკურატურაში. ასე, რომ ჩვენ აბსოლუტურად ვეთანხმებით, რომ ფორმატი უნდა იყოს ის, რომელიც არის შემოთავაზებული „ქართული ოცნების“ მხრიდან“, - განაცხადა სოზარ სუბარმა. საქართველოს პარლამენტში საგაზაფხულო სესიის პირველივე კვირაში შეიქმნება 2003-12 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია.

ბოლო სიახლეები