სალომე ზურაბიშვილი არის ოპოზიციის ერთ-ერთი რიგითი წარმომადგენელი, მოქმედებს იმ საერთო მესიჯბოქსით და გეგმებით, რომლებიც „დიფ სთეითმა“ შეუკვეთა ამ ხალხს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
მდინარაძემ უპასუხა ჟურნალისტის კითხვას: „სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ მაკკეინის ინსტიტუტის კისინჯერის სტიპენდიატობა არის ჯილდო დამსახურებისთვის. რა დაუფასდა სალომე ზურაბიშვილს?“
„მაკკეინის ინსტიტუტი არის ორგანიზაცია, რომელიც ნერვიულობდა და ამას თავის განცხადებებში არ მალავდა, გამოხატავდა, რომ საქართველოში მიმდინარე აქციებს მსხვერპლი არ მოჰყვა. როგორც კი პრეზიდენტის თანამდებობა დატოვა, სალომე ზურაბიშვილი გახდა ამ ინსტიტუტის სტიპენდიატი. მგონი, დასკვნების გამოტანა არ არის რთული. ეს ადამიანი არის ოპოზიციის ერთ-ერთი რიგითი წარმომადგენელი, რომელიც იმ საერთო მესიჯბოქსით და გეგმებით მოქმედებს, რომლებიც „დიფ სთეითმა“ შეუკვეთა ამ ხალხს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.