რთულია იმის თქმა, როგორ განვითარდება ჩვენი ურთიერთობები ევროკომისიასთან, თუმცა უნდა აღვნიშნო, რომ გასული წელი იმედგაცრუებებით იყო სავსე, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ადგილობრივ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.
ალიევის განცხადებით, გასულ წელს ევროკავშირმა ცალსახად დაიჭირა სომხეთის მხარე ნორმალიზაციის პროცესში. როგორც აზერბაიჯანის პრეზიდენტმა განმარტა, „ევროკავშირის ე.წ. სადამკვირვებლო მისიის მანდატის გაგრძელებამ ნდობა არ გააძლიერა, პირიქით, ძირი გამოუთხარა“.