ოთხშაბათი, იანვარი 8, 2025

VIDEO: ნიკო ლეკიშვილის რა ვიდეოს აქვეყნებს ნიკოლოზ რაჭველი – „ვემშვიდობები ყველაზე ძვირფას რაჭველს და ყველაზე მაგარ თბილისელს…

ნიკოლოზ რაჭველი ნიკო ლეკიშვილს გამოსამშვიდობებელ წერილს უძღვნის:

„ვემშვიდობები ნიკო ლეკიშვილს, ყველაზე ძვირფას რაჭველს და ყველაზე მაგარ თბილისელს…

დილით ქაშუეთში რეზი არველაძეს ვეუბნებოდი, მარტო ჩემდამი გაკეთებული სიკეთე და ამაგი რომ გავიხსენო, ერთი წიგნი დაიწერება-მეთქი… მაგრამ ცოტა მეგულება გარშემო, ვისაც ცხოვრების რომელიმე ეტაპზე მაინც ნიკოს უანგარო მზრუნველობა არ გამოეცადოს…

რამდენიმე დაუვიწყარი მოგონებიდან მხოლოდ ჩვენს ბოლო ამბავს გავიხსენებ: როგორც იცით, ეროვნული ორკესტრის მუსიკოსებმა გასულ წელს ჩვენი ხელით წამოვიწყეთ სარეპეტიციო-საკონცერტო აუდიტორიის რემონტი. ცხადია, ფინანსური რესურსებიც დაგვჭირდა სამშენებლო მასალების შესაძენად. გაიგო ნიკომ ეს ამბავი, მაშინვე შემომეხმიანა და ადგილზე მიყვანა მთხოვა. შენობაში მე და ორკესტრის სოლისტები დავხვდით, თავადაც რამდენიმე ახალგაზრდა ბიზნესმენთან და მშენებლობის სპეციალისტთან ერთად მოვიდა. გვითხრა, რომ მისი და გია ყანჩელის სახელით თავი მოვალედ ჩათვალა გვერდით დაგვდგომოდა ამ წამოწყბის ბოლომდე მიყვანა რომ გამოგვსვლოდა… და მიგვაყვანინა კიდეც…

ამ ამბიდან მხოლოდ რამდენიმე თვეა გასული…

ეს ფოტოც იმ დაუვიწყარ დღესაა გადაღებული…

ვიდეო ჩანაწერი კი ქეთი გოგილაშვილს დავესესხე აგრეთვე ცოტაოდენი ხნის წინ მათთან სტუმრობისას ექსპრომტად შესრულებული სიმღერით…

ვიდრე შემეძლება, გავუფრთხილდები მის სახელს, მადლიერებით ვილოცებ მისი სულის სადიდებლად!

დიდი მადლობა ყველაფრისათვის…“

 

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

სვანეთში მომხდარი მკვლელობის საქმეზე პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

პროკურატურამ ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის, ყაჩაღობის, თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა. „შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 5 იანვარს, ბრალდებულები ზუგდიდიდან მესტიაში მიმავალ უცხო ქვეყნის ორ მოქალაქეს ყაჩაღურად თავს დაესხნენ და გასტაცეს მობილური ტელეფონები. დანაშაულის დაფარვის მიზნით, ბრალდებულებმა, ჯგუფურად ერთ-ერთი დაზარალებული  ცეცხლსასროლი  იარაღიდან გასროლით მოკლეს. ამის შემდეგ, დანისა და ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით მეორე დაზარალებულს  მობილური ტელეფონები მოსთხოვეს და გაიტაცეს მესტიის რაიონის სოფელ ნაკრის მიმართულებით. მოგვიანებით, ბრალდებულმა დაზარალებული გაუშვეს, ხოლო დანაშაულის დაფარვის მიზნით მოკლულის ცხედარი  მდინარეში გადააგდეს და მიიმალნენ", - წერს პროკურატურა. ორივე პირს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით (დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობა), 179-ე მუხლით (ყაჩაღობა, ჩადენილი ჯგუფურად),  143-ე მუხლით და 236-ე მუხლით (ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16 დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მათი თქმით, პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

ამ ქუჩებზე 9 იანვარს შუქი გაითიშება – ნახეთ, მისამართები

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 9 იანვარს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება, - ამის შესახებ ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს. საბურთალოს რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), საირმის  გორის, შმიდტის, ტატიშვილის, ბურძგლას, საირმის, გონიაშვილის, ანჯაფარიძის, მინდელის, სანდრო ეულის და პოლიტკოვსკაიას ქუჩების მოსახლეობას. გლდანის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 11:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი გლდანის, მუხიანის IVა, IVბ მიკრორაიონების და მუხიანის აგარაკების მოსახლეობას. სამგორის რაიონი ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის  მეტროს მიმდებარე ტერიტორიის, აეროდრომის დასახლების, ვარკეთილი-3 I, II, III, IV, V მიკრორაიონების, ვარკეთილი-3 X კვარტლის, ვარკეთილი-3 ზემო პლატოს, შუამთის, გახოკიძოის, კალოუბნის, იყალთოს, ვასაძის, საცხენისის, აბაშვილის, მიშველაძის, ბერიაშვილის, ფანასკეტრელი-ციციშვილის, თრიალეთის, ხომლელის, ჯავახეთის, აბულაძის, მზითაგორის, ნაირაშვილის, მაისურაძის, შტენბერგის, შანდორ პეტეფის, ჩაჩუას, 17 შინდისელი გმირის, ლაღიძის და მანდელშტამის ქუჩების მოსახლეობას. კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

ჯო უილსონი თანამოაზრეებთან ერთად საქართველოს შესახებ განცხადებას ავრცელებს

შეერთებული შტატების კონგრესმენი, „ჰელსინკის კომისიის" თავმჯდომარე ჯო უილსონი საქართველოს შესახებ მორიგ განცხადებას ავრცელებს. „მადლობელი ვარ, რომ მომეცა შესაძლებლობა ვყოფილიყავი საქართველოს საერთაშორისო მეგობრების ამ განცხადების ხელმძღვანელი.  მოვუწოდებთ ყველა თავისუფალ მთავრობას, თავი შეიკავონ სამიტის შეხვედრებისგან ივანიშვილის რეჟიმთან, სანამ ის არ დათანხმდება თავისუფალ და სამართლიან არჩევნებზე. ჩვენ ასევე მოვუწოდებთ რეჟიმის წინააღმდეგ ერთიანი სანქციების დაწესებისკენ“ - წერს უილსონი პლატფორმა X-ზე.   მასალა შეივსება.

ჯო უილსონი საქართველსოთან დაკავშირებით მორიგ მიმართვას ავრცელებს

ამერიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი „საქართველოს საერთაშორისო მეგობრების“ სახელით მიმართვას ავრცელებს. ამერიკელი კონგრესმენის თქმით, ამერიკელი და ევროპელი კანონმდებლები, ყოფილი თანამდებობის პირები მოუწოდებენ თავისუფალ და დემოკრატიულ მთავრობებს, მოითხოვონ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები საქართველოში და უარყონ ივანიშვილის უკანონო რეჟიმი. ხელმომწერები თავისუფალ და დემოკრატიულ მთავრობებს მოუწოდებენ, არ გამართონ შეხვედრები, როგორც ისინი უწოდებენ, უკანონო რეჟიმთან, ვიდრე ის არ დათანხმდება ახალ, სათანადო მონიტორინგით ჩატარებულ არჩევნებს. ისინი მოუწოდებენ დემოკრატიულ მთავრობებს, ერთიანი სანქციები დაუწესონ ივანიშვილის რეჟიმს, „ქართული ოცნების“ წევრებსა და პროპაგანდისტებს, რომლებიც, მათი თქმით, ძირს უთხრიან საქართველოს დემოკრატიას და სუვერენიტეტს. „ივანიშვილის „ქართული ოცნების“ პარტიამ აირჩია, უგულებელყოს ოპოზიციის და საერთაშორისო მონიტორების ლეგიტიმური შეშფოთებები ბოლო არჩევნებთან დაკავშირებით, დასვა ერთპარტიული საკანონმდებლო ორგანო და ცალმხრივად აირჩია ახალი პრეზიდენტი. მათ სასტიკად უპასუხეს ასობით ათას დემონსტრანტს ღამის აქციებზე. საქართველოს მოსახლეობა ითხოვს თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს და ჩვენ უნდა ვიდგეთ მათ გვერდით“, – აღნიშნულია მიმართვაში. კონგრესმენის, ჯო უილსონის მიმართვას 43 ადამიანი აწერს ხელს.

რუსეთის ძალების მიერ ზაპოროჟიეზე თავდასხმას 13 ადამიანი ემსხვერპლა

რუსეთის ძალების დარტყმას ზაპოროჟიეზე 13 ადამიანი ემსხვერპლა. დაშავებულია 18 მოქალაქე, რომელთაგან ოთხის მდგომარეობა მძიმეა. ამის შესახებ ინფორმაციას ზაპოროჟიეს საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ივან ფედოროვი ავრცელებს. მისი თქმით, რუსმა სამხედროებმა ქალაქზე დარტყმა ორი მართვადი საავიაციო ბომბით განახორციელეს. ოლქის ხელმძღვანელის თქმით, იერიშის სამიზნე შევჩენკოვსკის რაიონი გახდა. კადრებში ჩანს, რომ დაზიანებულია სამარშრუტო ტაქსი, ტრამვაი და მრავალსართულიანი შენობა.

ბოლო სიახლეები