სამშაბათი, იანვარი 7, 2025

„საქართველოს გაუმარჯოს!“ – ილია თოფურია და მისი ოჯახი 2025 წელს გვილოცავენ

UFC-ის ქართველი ჩემპიონის ილია თოფურიას მეუღლე „ინსტაგრამზე“ გვიზიარებს კადრებს, თუ როგორ აღნიშნა ოჯახმა ახალი 2025 წლის მოსვლა.

როგორც გავრცელებული კადრებიდან ირკვევა, ოჯახმა დრო ბედნიერად გაატარა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ჯასტინ ტრუდო კანადის პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგა

ჯასტინ ტრუდო კანადის პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან და მმართველი ლიბერალური პარტიის ლიდერის პოსტიდან გადადგა. ტრუდო პრემიერ-მინისტრის თანამდებობას მოვალეობის შემსრულებლის სტატუსით ახალი ლიდერის არჩევამდე შეინარჩუნებს. „მე ვაპირებ, დავტოვო პარტიის ლიდერისა და პრემიერ-მინისტრის პოსტი მას შემდეგ, რაც პარტია ახალ ლიდერს აირჩევს“, – განაცხადა პოლიტიკოსმა ოტავაში გამართულ პრესკონფერენციაზე. ჯასტინ ტრუდომ აღნიშნა, რომ 2015 წლიდან, რაც პრემიერ-მინისტრი გახდა, იბრძოდა კანადისა და მისი მოსახლეობისთვის, საშუალო ფენის გაძლიერებისთვის. ტრუდოს თქმით, მან ნახა, თუ როგორ გაერთიანდა ქვეყანა პანდემიის დროს ერთმანეთის მხარდასაჭერად და იმუშავა კონტინენტზე თავისუფალი ვაჭრობის დასაცავად. ჯასტინ ტრუდოს განცხადებით, გადადგომის გადაწყვეტილება ოჯახთან ხანგრძლივი საუბრის შემდეგ მიიღო. კანადელი პოლიტიკოსის თქმით, ქვეყანა მომავალ არჩევნებზე რეალურ არჩევანს იმსახურებს და დასძინა, რომ „შიდა ბრძოლებიდან“ გამომდინარე, ის ვეღარ იქნება საუკეთესო კანდიდატი კანადელი ამომრჩევლებისთვის. როგორც ჯასტინ ტრუდომ განმარტა, პრემიერ-მინისტრობის პერიოდში მისთვის ერთადერთი სინანული საარჩევნო რეფორმების განუხორციელებლობაა. მისი თქმით, სურდა კანადელებს არჩევნებზე მეორე და მესამე არჩევანის საშუალება ჰქონოდათ, რაც შეამცირებდა საზოგადოების პოლარიზაციას. ამასთან, ჯასტინ ტრუდომ კანადის პარლამენტის მუშაობა 24 მარტამდე შეაჩერა, ხოლო არჩევნები 20 ოქტომბრამდე უნდა ჩატარდეს. ჯასტინ ტრუდო ლიბერალური პარტიის ლიდერი გახდა 2013 წელს, როდესაც პარტია ღრმა კრიზისში იყო და, ისტორიაში პირველად, თემთა პალატაში მესამე ადგილზე აღმოჩნდა. ცნობისთვის, მანამდე მედია წყაროებზე დაყრდნობით ინფორმაციას ავრცელებდა, რომ ლიბერალი პარლამენტარების მზარდმა რაოდენობამ, რომლებიც შეშფოთებული არიან გამოკითხვების უარყოფითი შედეგებით, ტრუდოს საჯაროდ მოუწოდეს გადადგომისკენ.

„ცხედარი მდინარეში გადააგდეს და მიიმალნენ…“ – შსს-მ მესტიაში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით 2 პირი დააკავა

პოლიციამ მესტიაში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით 2 პირი დააკავა. „შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტისა და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის, დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობის და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, ორი პირი - 1986 წელს დაბადებული რ.პ. და 1992 წელს დაბადებული ბ.ჭ. დააკავეს. დანაშაული 16 დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 5 იანვარს, ბრალდებულებმა ზუგდიდიდან მესტიაში მიმავალი უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააყაჩაღეს, გასტაცეს მობილური ტელეფონები, და ერთ ერთ მათგანს, 1986 წელს დაბადებულ ვ.ს.-ს მიაყენეს ცეცხლსასროლი ჭრილობა და უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება. ბრალდებულმა დანაშაულის დაფარვის მიზნით, ცხედარი მოგვიანებით მდინარეში გადააგდეს და მიიმალნენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები, 2 დღის განმავლობაში უწყვეტ რეჟიმში ატარებდნენ შესაბამის მოქმედებებს. საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობდა, როგორც მესტიის მუნიციპალითეტში, ასევე, სამაგერელო-ზემო სვანეთის მთელ ტერიტოარიაზე, რაშიც ვერტმფრენიც იყო ჩართული. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციამ დანაშაულში ბრალდებულები ორივე პირი დააკავა. სამართალდამცველებმა უცხო ქვეყნის მოქალაქის ვ.ს. ცხედარი მესტიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდინარე ნაკრაში იპოვეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, 19-109-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს“, - აღნიშნულია განცხადებაში.

Gulf Georgia ოჯახის დარჩენილ წევრებს საბერიოდან, 50.000 ლარს გადასცემს – გიორგი კეკელიძე

აბერიოში, ტრაგიკულად დაღუპული 5 მცირეწლოვანის ოჯახს "გალფი" 50 000 ლარს გადასცემს - ამის შესახებ სოციალურ ქსელში საჯარო ბიბლიოთეკის ყოფილი ხელმძღვანელი, მწერალი გიორგი კეკელიძე წერს. „Gulf Georgia ოჯახის დარჩენილ წევრებს საბერიოდან, 50.000 ლარს გადასცემს. ვიცით, ამ ტკივილის ყავარჯენიც კი ვერ იქნება ეს, მაგრამ უსახლოდ დარჩენილებისთვის ჭერს მაინც გააჩენს. ამ საჭიროებაზე MMA Georgia - ს შემქმნელმა ერთმა შესანიშნავმა გოგომ მითხრა გუშინ, მათმა ნაცნობმა. მე ჩემს ნაცნობებს შევეხმიანე. მადლობა ნინო ჯიბლაძეს ამ საოცარი პასუხისთვის“, - წერს გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში.

ემანუელ მაკრონი – ბოლო წლებში რუსეთმა გაზარდა აგრესია, ამას ვხედავთ სომხეთში, საქართველოში საარჩევნო პროცესების დესტაბილიზაციით, ასევე მოლდოვაში, სადაც იგივე სცადეს

ბოლო წლების განმავლობაში რუსეთმა გაზარდა აგრესია და შეცვალა ამ აგრესიის ხასიათი ევროპელებისა და მსოფლიოს სხვა ნაწილების მიმართ, ჩვენ ამას ვხედავთ სომხეთში, სადაც რუსეთმა უეცრად შეცვალა თავისი მოკავშირეობა და აზერბაიჯანის მოკავშირე გახდა მხოლოდ იმიტომ, რომ სომხები მათ წინააღმდეგობას უწევდნენ, საქართველოში საარჩევნო პროცესების დესტაბილიზაციითა და ბიულეტენების ყუთებში ჩაყრით, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა საფრანგეთის ელჩების ყოველწლიურ შეხვედრაზე განაცხადა. მაკრონის თქმით, რუსეთმა გაცილებით უფრო აგრესიული დამოკიდებულება დაიწყო მეზობელი ქვეყნების მიმართ. ბოლო წლების განმავლობაში რუსეთმა გაზარდა აგრესია და შეცვალა ამ აგრესიის ხასიათი ევროპელებისა და მსოფლიოს სხვა ნაწილების მიმართ, მოხდა რადიკალური ცვლილება რუსეთის ქცევაში ბირთვული დოქტრინის თვალსაზრისით, რომელიც უფრო მკაცრი გახდა. ასევე, მან გაცილებით უფრო აგრესიული დამოკიდებულება შემოიღო მეზობელი ქვეყნების მიმართ. ჩვენ ამას ვხედავთ სომხეთში, სადაც რუსეთმა უეცრად შეცვალა თავისი მოკავშირეობა და აზერბაიჯანის მოკავშირე გახდა მხოლოდ იმიტომ, რომ სომხები მათ წინააღმდეგობას უწევდნენ, საქართველოში საარჩევნო პროცესების დესტაბილიზაციითა და ბიულეტენების ყუთებში ჩაყრით. ასევე მოლდოვაში, სადაც იგივე სცადეს და ვერ შეძლეს. მინდა, პრეზიდენტ მაია სანდუს გამბედაობა და სიმტკიცე შევაქო. ასევე, შემიძლია ვახსენო რუმინეთის არჩევნები, სადაც რუსეთი ევროკავშირის წევრ სახელმწიფოში საარჩევნო პროცესის მანიპულირებას არ მოერიდა“, – განაცხადა მაკრონმა.

შალვა პაპუაშვილი – რამხელა ირონიაა, მიხაელ როთის და ნატალი ლუაზოს ხელისუფლებები რომ რამეს იტყვიან სხვა ქვეყნის არჩევნებში ჩარევაზე

როთისა და ლუაზოს ხელისუფლებები რომ რამეს იტყვიან სხვა ქვეყნის არჩევნებში ჩარევაზე, იმედია, ნელ-ნელა ბევრი გააცნობიერებს, რომ ქართულ არჩევნებში ასეთი უხეში ჩარევით დემოკრატიის, სუვერენიტეტის იმ ტოტს ჭრიან, რომელზეც თავად სხედან, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს. „რამხელა ირონიაა გერმანიის და საფრანგეთის ხელისუფლებების წუწუნში ილონ მასკის განცხადებების გამო და მის მიმართ არჩევნებში ჩარევის ბრალდება. მიხაელ როთის და ნატალი ლუაზოს ხელისუფლებები რომ რამეს იტყვიან სხვა ქვეყნის არჩევნებში ჩარევაზე. იმედია, ნელ-ნელა ბევრი გააცნობიერებს, რომ ქართულ არჩევნებში ასეთი უხეში და უკანონო ჩარევით დემოკრატიის და სუვერენიტეტის იმ ტოტს ჭრიან, რომელზეც თავად სხედან“, – წერს შალვა პაპუაშვილი.

ბოლო სიახლეები