კვირა, იანვარი 5, 2025

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ცნობილი მეცნიერისა და პედაგოგის, პროფესორ გოგი ჭირაქაძის ხსოვნის საღამო გაიმართა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის ორგანიზებით, ცნობილი მეცნიერის, პედაგოგისა და საზოგადო მოღვაწის, პროფესორ გიორგი (გოგი) ჭირაქაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

სტუ-ის ცნობით, საყოველთაოდ აღიარებულ ქიმიკოსს 90 წელი შეუსრულდებოდა. ის, 1981 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ორგანული ქიმიის კათედრას უძღვებოდა.

პროფესორ გოგი ჭირაქაძის ხსოვნის საღამო, რომელსაც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამეცნიერო და აკადემიური წრეები, უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, სტუდენტები, ასევე, მეცნიერის ოჯახის წევრები, მეგობრები, კოლეგები და აღზრდილები ესწრებოდნენ, ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის დეკანმა გახსნა. პროფესორმა ლიანა თარგამაძემ ცნობილი მეცნიერის კვლევითი და პედაგოგიური საქმიანობის შესახებ ისაუბრა.

„მართლაც რომ შეუფასებელია გასული საუკუნის ამ გამორჩეული მეცნიერის, პედაგოგის და მრავალმხრივი ინტერესების მქონე დიდებული პიროვნების ღვაწლი უნივერსიტეტისა და ქვეყნის წინაშე. პროფესორმა გოგი ჭირაქაძემ ერთ-ერთი რთული სამეცნიერო მიმართულება აირჩია – შეისწავლიდა გოგირდორგანული ნაერთების რადიაციულ და ფოტო გარდაქმნას. მან პირველმა შეისწავლა რადიოლიზის პროდუქტების მოკლესიცოცხლისუნარიანი ნაწილაკები და მათი წარმოქმნის კინეტიკა, გამოიკვლია მიღებული ნივთიერებების ბუნება და თვისებები, კვლევების საფუძველზე კი დაადგინა თხევადფაზიანი რადიოლიზისას მაიონიზირებელი გამოსხივებისაგან ქიმიური დაცვის მექანიზმი და შეიმუშავა ალიფატური და ციკლური დისულფიდებისა და სულფიდების, ალკანსულფომჟავების, თიოციანმჟავას სინთეზის პრეპარატული მეთოდები, რომლებიც მაღალი გამოსავლიანობითა და სისუფთავით ხასიათდებიან.

ბატონი გოგის ერთ-ერთი უდიდესი დამსახურებაა ნიჭიერი ახალგაზრდა თაობების ორგანული ქიმიით დაინტერესება და მათი მოზიდვა უნივერსიტეტში, ორგანული ქიმიის კათედრაზე. სწორედ ახალგაზრდებთან ერთად დაიწყო მან სამეცნიერო კვლევების ახალი სერია ელემენტორგანული ნაერთებისა და აზოსაღებრების სფეროში. მისი ხელმძღვანელობით შესაძლებელი გახდა ნაჯერი ჰეტეროციკლური ფრაგმენტების შემცველი ნაერთების სინთეზი, წარმატებით განხორციელდა ჯერ სილიციუმორგანული ნაერთების, ხოლო შემდეგ მათ ბაზაზე ახალი სილიციუმშემცველი აზოსაღებრების სინთეზი. აღსანიშნავია, რომ სილიციუმის ატომის შეყვანამ აზოსაღებრების მოლეკულაში მნიშვნელოვნად გააუმჯობესა ამ უკანასკნელთა მედეგობა სინათლისა და სველი დამუშავების მიმართ.

მოგვიანებით, გოგი ჭირაქაძე დაინტერესდა ორგანული სინთეზის კიდევ ერთი, ახალი დარგით – ფაზათაშორისი კატალიზით და მისი ხელმძღვანელობით აზოსაღებრების სინთეზის სრულიად ახალი მეთოდოლოგია შემუშავდა. გარდა ამისა, მისი კვლევები ეხებოდა სპეციალური ოპტიკური თვისებების მქონე საღებრების სინთეზსა და მათი ქიმიური, ფიზიკური და ოპტიკური თვისებების შესწავლას. სწორედ ამ კვლევების ბაზაზე შემდგომში შესაძლებელი გახდა პოლიქრომოფორული საღებრების მიღება.

ფასდაუდებელია გოგი ჭირაქაძის, როგორც შესანიშნავი პედაგოგის ღვაწლი – მან მკვლევართა და პედაგოგთა არაერთი თაობა აღზარდა. მისი მოწაფეები, მეგობრები, კოლეგები დღესაც აღფრთოვანებით იხსენებენ, თუ როგორი ენთუზიაზმით ეწეოდა დიდი მეცნიერი მოზარდი თაობის აღზრდას, მოსწავლეთა და სტუდენტებს შორის ქიმიის პოპულარიზაციას.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ქიმიური ტექნოლოგიებისა და მეტალურგიის ფაკულტეტი მუდამ დიდი სიყვარულით გაიხსენებს სახელოვან მეცნიერს და პედაგოგს, პროფესორ გოგი ჭირაქაძეს, რომელიც სიცოცხლის ბოლო წუთამდე თავდაუზოგავად ემსახურებოდა მეცნიერებას, უყვარდა თავისი საქმე, კათედრა, კოლეგები, სტუდენტები. მუდამ გვემახსოვრება ადამიანი – კაცთმოყვარე, უაღრესად დახვეწილი, ფართო ერუდიციითა და გარემომცველი სამყაროს აღქმის უბადლო უნარით, ადამიანი, რომელიც რუტინულ ურთიერთობებს ზეიმად აქცევდა“, – აღნიშნა ლიანა თარგამაძემ.

სტუ-ის ინფორმაციით, საღამოს უძღვებოდნენ ქიმიური ტექნოლოგიებისა და მეტალურგიის ფაკულტეტის სტუდენტები: ქიმიის საგანმანათლებლო პროგრამის დოქტორანტი გიორგი კოტორაშვილი და ბაკალავრი ილონა შეყილაძე.

საღამოზე პროფესორ გოგი ჭირაქაძის სამეცნიერო დამსახურების შესახებ ისაუბრეს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსებმა: გიორგი კვესიტაძემ, რამაზ გახოკიძემ, რამაზ ქაცარავამ, საინჟინრო აკადემიის აკადემიკოსმა დავით გვენცაძემ, ფაკულტეტის პროფესორმა ნაზი კუციავამ, ქიმიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა მაია ცინცაძემ, მეცნიერის მეგობრებმა და კოლეგებმა – პროფესორებმა: შუქრი ჯაფარიძემ, ვანო ჭიაურელმა, რაფიელ აგლაძის სახელობის ელექტროქიმიისა და არაორგანული ქიმიის ინსტიტუტის მთავარმა მეცნიერ-თანამშრომელმა გულიკო ნატროშვილმა. გოგი ჭირაქაძის პედაგოგიური საქმიანობის შესახებ მოგონებებით წარდგნენ პედაგოგიკის დოქტორი ირინა გოგონაია, პროფესორები: ზურაბ გელიაშვილი და ელიზბარ ელიზბარაშვილი.

როგორც აღინიშნა, ცნობილი ქიმიკოსი, მეცნიერებასთან ერთად, უზომოდ იყო გატაცებული ხელოვნებით – მუსიკით, თეატრითა და მხატვრობით. ხსოვნის საღამოზე გაჟღერდა გოგი ჭირაქაძის ხმის უნიკალური საარქივო აუდიო ჩანაწერი.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

„დღევანდელი კადრები…“ – ვრცელდება ილია მეორეს ვიდეო საპატრიარქოდან

ვრცელდება ილია მეორეს კადრები საპატრიარქოდან. ვიდეოს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი და საპატრიარქოს ტელევიზიის წამყვანი ელისაბედ აბულაძე ავრცელებს. „დღევანდელი კადრები. ვულოცავთ ჩვენს დიდ პატრიარქს დაბადების დღეს დიდი სიყვარულით და მადლიერებით 04.01.2025“, - წერს ტელეწამყვანი. ცნობისთვის, დღეს, 4 იანვარს, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე 92 წლის გახდა.

6 წლის ნინის საზოგადოების დახმარება სჭირდება

6 წლის ნინის საზოგადოების დახმარება სჭირდება, რაც დიდ თანხებს უკავშირდება. ბავშვს დამატებითი კვლევებისთვის და მედიკამენტებისთვის თანხები სჭირდება, რომლის საშუალებაც ოჯახს არ აქვს. დახმარების მსურველებს თანხის ჩარიცხვა მითითებულ ანგარიშის ნომრებზე შეგიძლიათ:  თიბისი ბანკი: #GE15TB7679445061100108 ლიბერთი: #GE11LB0711192526466000 საქართველოს ბანკი: #GE25BG0000000162579635  დანიშნულება: #ნინი  საკონტაქტო ნომერი: 500880528

“ვისოლმა” სარეკლამო რგოლიდან ანდრო ჭიჭინაძის კადრები ამოჭრა

"ვისოლმა" სარეკლამო რგოლიდან ანდრო ჭიჭინაძის კადრები ამოჭრა და ეთერში ისე გაუშვა. მსახიობი, რომელიც მიმდინარე აქციების ფარგლებში დააკავეს, ორ ეპიზოდში მონაწილეობდა. შეგახსენებთ, რომ მსახიობს 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინა, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიაშვილი განცხადებას ავრცელებს

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიაშვილის განცხადებით, ამბროლაურის აეროპორტს ნიკო ლეკიშვილის სახელი მოუხდებოდა.„პოზიტიური და ოდნავ გაკვირვებული „კაცო!“ და მერე პატარა დაფიქრებული პაუზა - ასეთი საუბრის წამოწყება იცოდა.სულ რაჭაზე ან თბილისზე მესაუბრებოდა ხოლმე, პირადი საკითხით არასოდეს მოუმართავს. 2016 წლის ერთ დღესაც მოვიდა მთავრობის ადმინისტრაციაში, ჩემს ოფისში. იმ დღის საუბარი ამბროლაურზე დაიწყო: „კაცო, ამბროლაურში ძველ დროს იყო ძალიან საჭირო აეროპორტი, სამწუხაროდ ყველამ მიივიწყა ეგ ამბავი...“

საპროტესტო აქცია რუსთაველზე

პარლამენტთან  აქცია გრძელდება – ცოტა ხნის წინ სამანქანო გზა გადაიკეტა რუსთაველის გამზირზე, სადაც აქციის მონაწილეები არიან შეკრებილი.

ბოლო სიახლეები