გიორგი მიქაუტაძე „ლიონის“ დეკემბრის საუკეთესო ფეხბურთელობის კანდიდატია – თვის მოთამაშის გამოვლენა კლუბის ოფიციალურმა გვერდმა დაიწყო.
კლუბის პრეს-სამსახურმა დეკემბერში გიორგი მიქაუტაძის გარდა კიდევ ორი მოთამაშე გამოარჩია – შემტევი ნახევარმცველი რაიან ჩერკი და მცველი ნიკოლა ტალიაფიკო.
საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა დეკემბერში „ლიონის“ ფორმით ყველა ტურნირზე (ლიგა 1, საფრანგეთის თასი, ევროპის ლიგა) 5 შეხვედრა ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა.
აღსანიშნავია, რომ გიორგი მიქაუტაძემ „ლიონის“ მაისურით ბოლო 9 მატჩში 7 გოლი გაიტანა.