ოთხშაბათი, დეკემბერი 25, 2024

თურქეთის ერთ-ერთ ქარხანაში აფეთქების შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა

თურქეთში, ერთ-ერთ ქარხანაში აფეთქების შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა, სამი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას „სიენენ თურქი“ ავრცელებს.

შემთხვევა თურქეთის დასავლეთით, ქალაქ ბალიქესირში მდებარე ასაფეთქებელი ნივთიერებების მწარმოებელ ქარხანაში მოხდა.

რეგიონის გუბერნატორის, ისმაილ უსტაოღლუს განცხადებით, მომხდარს მსხვერპლი მოჰყვა, თუმცა ზუსტი რიცხვი არ დაუსახელებია.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ჰელსინკის კომისია – ახლა დროა, აშშ-მა და მსოფლიოს დემოკრატიებმა მიიღონ ზომები, რათა უზრუნველყონ, რომ საქართველო დარჩეს თავისუფალი და დამოუკიდებელი

ახლა დროა, აშშ-მა და მსოფლიოს დემოკრატიებმა მიიღონ ზომები, რათა უზრუნველყონ, რომ საქართველო დარჩეს თავისუფალი და დამოუკიდებელი, – ამის შესახებ აღნიშნულია ჰელსინკის კომისიის განცხადებაში. „ქართველები ჩართულნი არიან ეგზისტენციალურ ბრძოლაში თავიანთი ქვეყნის დემოკრატიისთვის, სუვერენიტეტისა და ევროპული მომავლისთვის და კონგრესის ორივე პარტიის წევრები დგანან მათ გვერდით. ახლა დროა, აშშ-მა და მსოფლიოს დემოკრატიებმა მიიღონ ზომები, რათა უზრუნველყონ, რომ საქართველო დარჩეს თავისუფალი და დამოუკიდებელი“, – აღნიშნულია განცხადებაში.  

გენერალი კით კელოგი – დონალდ ტრამპს სურს სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის მიღწევა უკრაინაში

აშშ-ის ახლად არჩეულ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს სურს სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის მიღწევა უკრაინაში, – ამის შესახებ „ფოქსთან“ ინტერვიუში გენერალმა, კით კელოგმა განაცხადა, რომელიც ტრამპის ადმინისტრაციაში უკრაინის საკითხებში პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის თანამდებობას დაიკავებს. კელოგის თქმით, უკრაინაში მდგრადი მშვიდობის მიღწევის წინა მცდელობები, რომელიც ცნობილია როგორც მინსკის პროცესი, „წარუმატებელი აღმოჩნდა“. ტრამპის გუნდის წარმომადგენელმა ასევე აღნიშნა, რომ აშშ-მა უკრაინას ომის დაწყების შემდეგ 175 მილიარდი დოლარის დახმარება გაუწია და ახლა დროა, ევროპის ქვეყნებმა გაზარდონ დახმარება. „პრეზიდენტი ძალიან, ძალიან თანმიმდევრულია იმაში, რაც მას სურს, რაც არის მკვლელობის შეჩერება და რეგიონში მშვიდობის დამყარება. ეს არის მისი საერთაშორისო პოლიტიკის მთავარი პრიორიტეტი. მაგრამ მას სურს მშვიდობა, რომელიც სამართლიანი, სტაბილური და უსაფრთხო იქნება. მას ესმის მოკავშირეებთან და ასევე ვლადიმერ პუტინთან ურთიერთობის მნიშვნელობა. ის არის ადამიანი, რომელსაც შეუძლია ამის დანახვა და მე ნამდვილად მჯერა, რომ ის ამას გააკეთებს შედარებით ახლო მომავალში“, – განაცხადა კით კელოგმა.

დავით მათიკაშვილი: ჩვენს ქვეყანაში თუ რამე ქმნის ანტიევროპული განწყობების საფუძველს, ეს არის ცალკეული ევროპელი ჩინოსნების უსამართლო დამოკიდებულება საქართველოსთან მიმართებაში

საქართველოს ხელისუფლება ცდილობს, რომ ანტიევროპული განწყობებისგან დაიცვას საკუთარი მოქალაქეები და თუ რამე ქმნის ანტიევროპული განწყობების საფუძველს, ეს არის ცალკეული ევროპელი ჩინოსნების უსამართლო დამოკიდებულება, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა, რითაც გამოეხმაურა ამოეხმაურა გერმანიის ბუნდესტაგის წევრის განცხადებას, რომლის თანახმად, მიხაელ როთი, ხალხს მოუწოდებს, გერმანიის არჩევნებში ვითომდა ჩარევის გამო, ილონ მასკი შეიძულონ, ეს კი იმ ფონზე, როდესაც მიხაელ როთი თავად ცდილობდა საქართველოში არჩევნებში ჩარეულიყო. „ჩვენს ქვეყანაში თუ რამე აღვივებს, თუ რამე ქმნის საერთოდ საფუძველს ანტიევროპული განწყობების, ეს არის უსამართლო დამოკიდებულება, რომელიც გააჩნიათ ცალკეულ ევროპელ ჩინოსნებს საქართველოსთან მიმართებაში. ის ტყუილი და ცილისწამება, რომელიც პირადად როთისგან მომდინარეობდა საქართველოსთან მიმართებით, ესეც არის ის ძალიან სამწუხარო ფაქტი, რომლისგანაც ჩვენი მოქალაქეების დაცვას ვცდილობთ. საქართველოს ხელისუფლება ცდილობს, რომ სწორედ აი ასეთი ანტიევროპული განწყობებისგან დაიცვას საკუთარი მოქალაქეები“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

გიორგი მიქაუტაძე „ლიონის“ დეკემბრის საუკეთესო ფეხბურთელობის კანდიდატია

გიორგი მიქაუტაძე „ლიონის“ დეკემბრის საუკეთესო ფეხბურთელობის კანდიდატია – თვის მოთამაშის გამოვლენა კლუბის ოფიციალურმა გვერდმა დაიწყო. კლუბის პრეს-სამსახურმა დეკემბერში გიორგი მიქაუტაძის გარდა კიდევ ორი მოთამაშე გამოარჩია – შემტევი ნახევარმცველი რაიან ჩერკი და მცველი ნიკოლა ტალიაფიკო. საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა დეკემბერში „ლიონის“ ფორმით ყველა ტურნირზე (ლიგა 1, საფრანგეთის თასი, ევროპის ლიგა) 5 შეხვედრა ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა. აღსანიშნავია, რომ გიორგი მიქაუტაძემ „ლიონის“ მაისურით ბოლო 9 მატჩში 7 გოლი გაიტანა.

ნიკა გვარამია – ჩვენ უნდა ვიყოთ მზად, რომ განსაკუთრებით 29 დეკემბრიდან კონკრეტული გადაწყვეტილებები იქნას მიღებული

პოლიტიკური სპექტრი თავისი გადაწყვეტილებებით მნიშვნელოვნად უკან არის, ვიდრე ხალხი, ამიტომ სინქრონიზაციაში უნდა მოვიდეს ხალხის პოზიციასთან პოლიტიკური სპექტრის მოქმედების შინაარსიც და დინამიკაც, – ამის შესახებ კოალიცია „ცვლილებებისთვის“ წევრმა, ნიკა გვარამიამ ორბელიანების სასახლის დატოვების შემდეგ განაცხადა. „ბევრად უფრო მნიშვნელოვნად გამოიკვეთა კონტურები, თუ რა მოქმედებები უნდა ჰქონდეს პოლიტიკურ სპექტრს. კვლავ ვამბობ, რომ პოლიტიკური სპექტრი არის მნიშვნელოვნად უკან თავისი გადაწყვეტილებებით, ვიდრე ხალხი. ეს არც ცუდია და არც კარგია, ეს მოცემულობაა. კარგია, რომ სინქრონიზაციაში უნდა მოვიდეს ხალხის პოზიციასთან პოლიტიკური სპექტრის მოქმედების შინაარსიც და დინამიკაც. ამ მხრივ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები იქნა მიღებული, რაც ძალიან კარგი და სწორია“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ. მისი თქმით, თუ რა გადაწყვეტილებები იქნა მიღებული, პრეზიდენტი ისაუბრებს. თუმცა, ნიკა გვარამიამ განმარტა, რომ საუბარია  არჩევნების ჩანიშვნაზე, ჩატარების წესთან დაკავშირებით და „როგორ უნდა იყოს ეს გადაწყვეტილებები მიღებული, პროცესის ფორმალიზაცია“. „თუ მხოლოდ იმაზე ვიფიქრებთ, „ოცნების“ მხრიდან რას რა რეაქცია ექნება, მაშინ ყველა გადაწყვეტილება ერთნაირი იქნება, ანუ არაფრის კეთება. „ოცნების“ მხრიდან ყველაფერს ექნება დესტრუქციული დამოკიდებულება“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

ბოლო სიახლეები