12 წელია, დაისვენა ქვეყანამ, ამ ქვეყნის აწიოკება გინდათ? არ გამოგივათ, – ამის შესახებ ბიზნესმენმა, ნოშრევან ნამორაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
აღნიშნული განცხადება ნოშრევან ნამორაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისა და ბიზნესმენების შეხვედრის დაწყებამდე გააკეთა.
„12 წლის წინ სად იყავით? გახსოვთ რამე საერთოდ? არა, არ გახსოვს? სკოლაში იყავი და მოდი, მე მოგიყვები, ჩემთან რა ხდებოდა. 12 წელია, დაისვენა ქვეყანამ, არც ომში ხარ და არც უკრაინის სიტუაცია არ გაქვს, უკრაინაში მოგწონს, რაც ხდებოდა? მერე რა უქნეს ქვეყანას? იგივე გინდა, რომ აქ იყოს ? აწიოკება გინდათ ამ ქვეყნის? არ გამოგივათ“, – მიმართა ბიზნესმენმა ნოშრევან ნამორაძემ „ტვ პირველის“ ჟურნალისტს.