ორშაბათი, დეკემბერი 23, 2024

ტრამპი აშშ-ის ისტორიაში ყველაზე დიდ დეპორტაციას აანონსებს

დონალდ ტრამპი შეერთებული შტატების ისტორიაში ყველაზე დიდ დეპორტაციას აანონსებს. შეერთებული შტატების არჩეული პრეზიდენტი ამბობს, რომ პროცესი მაშინვე დაიწყება, როგორც კი მოვალეობის შესრულებას შეუდგება.

ტრამპის თქმით, ოვალურ კაბინეტში დაბრუნების პირველივე დღეს მოეწერება ხელი ბრძანებების ისტორიულ ფურცელს, რათა დაიკეტოს ქვეყნის საზღვრები არალეგალი უცხოელებისთვის და, პარალელურად, დაიწყება ყველაზე დიდი დეპორტაციის ოპერაცია ამერიკის ისტორიაში.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

იაგო ხვიჩია – „ოთხი გამარჯვებული პარტია“ და „არჩევნები გაყალბდა“ ერთმანეთის საწინააღმდეგო გზავნილებია, ერთ წინადადებაში ამის თქმა ნიშნავს, რომ დეგენერატი ხარ

„ოთხი გამარჯვებული პარტია“ და „არჩევნები გაყალბდა“ ერთმანეთის საწინააღმდეგო გზავნილებია, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრი იაგო ხვიჩია სოციალურ ქსელში წერს. „ოთხი გამარჯვებული პარტია“ და „არჩევნები გაყალბდა“ ერთმანეთის საწინააღმდეგო გზავნილებია და მინიმუმ ერთ წინადადებაში ამის თქმა ნიშნავს, რომ დეგენერატი ხარ“, – წერს იაგო ხვიჩია.

ბესო ორთოიძე – მოთხოვნილი გავქვს ვადამდელი არჩევნები და პატიმრების გამოშვება, რაც დაფიქსირებული გვაქვს 2000-ზე მეტ კომპანიასთან ერთად

მოთხოვნილი გავქვს ვადამდელი არჩევნები და პატიმრების გამოშვება, რაც დაფიქსირებული გვაქვს 2000-ზე მეტ კომპანიასთან ერთად, მოვუსმენთ პრემიერ-მინისტრს და ალბათ, მივიღებთ მათგანაც პასუხს, – ამის შესახებ კომპანია „არსის“ გენერალურმა დირექტორმა, ბესო ორთოიძემ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრამდე ჟურნალისტებს განუცხადა. „2000-ზე მეტ კომპანიას, მათ შორის ჩვენს კომპანიას, დაფიქსირებული გვაქვს, რომ ახლა მნიშვნელოვანია სასწრაფოდ დეესკალიაცია. ამისთვის მოთხოვნილი გავქვს ვადამდელი არჩევნები და პატიმრების გამოშვება. მოვუსმენთ და ალბათ, მივიღებთ მათგანაც პასუხს“,- განაცხადა ბიზნესმენმა ბესო ორთოიძემ.

ბიზნესმენი ნოშრევან ნამორაძე – 12 წელია, დაისვენა ქვეყანამ, არც ომში ვართ და არც უკრაინის ვითარება გვაქვს, ქვეყნის აწიოკება არ გამოგივათ

12 წელია, დაისვენა ქვეყანამ, ამ ქვეყნის აწიოკება გინდათ? არ გამოგივათ, – ამის შესახებ ბიზნესმენმა, ნოშრევან ნამორაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. აღნიშნული განცხადება ნოშრევან ნამორაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისა და ბიზნესმენების შეხვედრის დაწყებამდე გააკეთა. „12 წლის წინ სად იყავით? გახსოვთ რამე საერთოდ? არა, არ გახსოვს? სკოლაში იყავი და მოდი, მე მოგიყვები, ჩემთან რა ხდებოდა. 12 წელია, დაისვენა ქვეყანამ, არც ომში ხარ და არც უკრაინის სიტუაცია არ გაქვს, უკრაინაში მოგწონს, რაც ხდებოდა? მერე რა უქნეს ქვეყანას? იგივე გინდა, რომ აქ იყოს ? აწიოკება გინდათ ამ ქვეყნის? არ გამოგივათ“, – მიმართა ბიზნესმენმა ნოშრევან ნამორაძემ „ტვ პირველის“ ჟურნალისტს.

ირაკლი კობახიძე მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პირველ ვიცე-პრემიერთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ლევან დავითაშვილთან ერთად, მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდა. საქართველოს მთავრობის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრაზე ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები განიხილეს. „საუბარი შეეხო მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით მთავრობის ხედვას და სამომავლო პრიორიტეტებს. პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა ქვეყნის ევროპული გზის ერთგულია და ამაზე მეტყველებს ევროინტეგრაციის კუთხით დღემდე მიღწეული პროგრესი. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. პრემიერ-მინისტრმა ბიზნესისთვის აქტუალურ ყველა კითხვას უპასუხა. მთავრობის მეთაურმა გამოთქვა მზადყოფნა, დამატებით შეხვდეს ბიზნესის წარმომადგენლებს, რომლებსაც ხელისუფლების კურსთან დაკავშირებით განსხვავებული პოზიციები აქვთ. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ბიზნესის 100-ზე მეტი წარმომადგენელი ესწრებოდა“, – ნათქვამია საქართველოს მთავრობის ინფორმაციაში.

გია ვოლსკი – ჯარისთვის თუ სხვებისთვის მოწოდება, დაუპირისპირდნენ სახელმწიფოს მათ ხელში არსებული რესურსებით, აბსოლუტურად მიუღებელია

მამუკა ხაზარაძის განცხადება მის შინაარს გამოხატავს, როგორც ადამიანის და პოლიტიკური ლიდერის, მათი საქმიანობის მთავარი ატრიბუტია, დესტაბილიზაციისთვის და საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მოქმედება, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა. მისი თქმით, ჯარისთვის თუ სხვებისთვის მოწოდება, რომ სახელმწიფოს დაუპირისპირდნენ მათ ხელში არსებული რესურსებით, აბსოლუტურად მიუღებელია. „ეს ჩვენი ქვეყნის ინტერესებისკენ და ნგრევისკენ არის მიმართული. როცა ასეთი მოწოდება ჯარის მიმართ ხდება, ეს განსაკუთრებული მახასიათებელია „ლელოსი“, რომელიც „ნაცმოძრაობის“ შემადგენელია და არ განსხვავდება არც შინაარსით და არც ზნით“, – განაცხადა ვოლსკიმ.

ბოლო სიახლეები