ორშაბათი, დეკემბერი 23, 2024

ეკა სეფაშვილი – როგორც ჩანს, სალომე ზურაბიშვილს გარედან აქვს მკაცრი დავალება, რიგგარეშე არჩევნები დანიშნოს და ცდილობს, პროცესები აქეთკენ წაიყვანოს, მას არაფერი გამოუვა

სალომე ზურაბიშვილის განცხადება ქვეყანაში რიგგარეშე არჩევნების 29 დეკემბრამდე ჩანიშვნაზე, მაფიქრებინებს, რომ ის ცხოვრობს პარალელურ სამყაროში, სადაც არჩევნები გაყალბდა და ინსტიტუტები, კონსტიტუცია არ არსებობს, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, ეკა სეფაშვილმა განაცხადა.

სეფაშვილის თქმით, არ ფიქრობს, რომ ზურაბიშვილის განცხადებას ვინმე სერიოზულად მიიღებს.

„როგორც ჩანს, მას გარედან მკაცრი დავალება აქვს მიღებული, რომ რიგგარეშე არჩევნები დანიშნოს და ცდილობს, პროცესები აქეთკენ წაიყვანოს. მას არაფერი გამოუვა. სამწუხაროა, რომ საქართველოს ისტორიაში პირველად ჰყავს ასეთი სამარცხვინო პრეზიდენტი, რომელიც კონსტიტუციას არღვევს, არ ემორჩილება კანონს და ურჩევნია, უცხო აქტორების დავალებები შეასრულოს საკუთარი ქვეყნის ინტერესებისა და ხალხის ნების საწინააღმდეგოდ“, – აღნიშნა ეკა სეფაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა რუსთაველის გამზირზე 22 დეკემბერს გამართულ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა: „მოვიდეს სასახლეში ივანიშვილი და მზად ვარ, დავსხდეთ, მოვიფიქროთ, როგორ უნდა დაინიშნოს არჩევნები, არჩევნების დანიშვნის რიცხვი შეთანხმებული უნდა იყოს 29-მდე“.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ლევან დავითაშვილი – მოლოდინი მაქვს, რომ აშშ-ის ახალ ადმინისტრაციასთან გვექნება საშუალება, გადავტვირთოთ და თანამშრომლობის კიდევ უფრო მაღალ ხარისხზე ავიყვანოთ ჩვენი ურთიერთობები

დიდი მოლოდინი მაქვს, რომ აშშ-ის ახალ ადმინისტრაციასთან ჩვენ გვექნება ძალიან ღია, გულწრფელი დიალოგი, ინფორმაციების გაცვლა, რაც მოგვცემს საშუალებას, გადავტვირთოთ ურთიერთობები და თანამშრომლობის კიდევ უფრო მაღალ ხარისხზე ავიყვანოთ აშშ-თან ჩვენი ურთიერთობა. ეს იქნება მნიშვნელოვანი გზავნილი, მათ შორის, სხვა ქვეყნებისთვისაც, – განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, სადაც პრემიერ-მინისტრთან მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრის შესახებ ისაუბრა. პირველმა ვიცე-პრემიერმა ასევე ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ ეკონომიკაზე ასევე ნეგატიურად მოქმედებს ქვეყანაში არსებული პოლარიზაცია. „ასეთი ტიპის დიალოგი, როგორიც დღეს იყო ბიზნესთან, ძალიან  მნიშვნელოვანია, მაგრამ არ არის საკმარისი იმისთვის, რომ მოხდეს პროცესების დეესკალაცია. ჩვენ გვინდა, პროცესი დასტაბილურდეს და ქვეყანა დაუბრუნდეს განვითარების ნორმალურ რიტმს. ამის ერთადერთი გამოსავალია დიალოგი და საზოგადოებაში პოლარიზაციის ასეთი ხარისხის შემცირება“, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

იაგო ხვიჩია – „ოთხი გამარჯვებული პარტია“ და „არჩევნები გაყალბდა“ ერთმანეთის საწინააღმდეგო გზავნილებია, ერთ წინადადებაში ამის თქმა ნიშნავს, რომ დეგენერატი ხარ

„ოთხი გამარჯვებული პარტია“ და „არჩევნები გაყალბდა“ ერთმანეთის საწინააღმდეგო გზავნილებია, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრი იაგო ხვიჩია სოციალურ ქსელში წერს. „ოთხი გამარჯვებული პარტია“ და „არჩევნები გაყალბდა“ ერთმანეთის საწინააღმდეგო გზავნილებია და მინიმუმ ერთ წინადადებაში ამის თქმა ნიშნავს, რომ დეგენერატი ხარ“, – წერს იაგო ხვიჩია.

ბესო ორთოიძე – მოთხოვნილი გავქვს ვადამდელი არჩევნები და პატიმრების გამოშვება, რაც დაფიქსირებული გვაქვს 2000-ზე მეტ კომპანიასთან ერთად

მოთხოვნილი გავქვს ვადამდელი არჩევნები და პატიმრების გამოშვება, რაც დაფიქსირებული გვაქვს 2000-ზე მეტ კომპანიასთან ერთად, მოვუსმენთ პრემიერ-მინისტრს და ალბათ, მივიღებთ მათგანაც პასუხს, – ამის შესახებ კომპანია „არსის“ გენერალურმა დირექტორმა, ბესო ორთოიძემ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრამდე ჟურნალისტებს განუცხადა. „2000-ზე მეტ კომპანიას, მათ შორის ჩვენს კომპანიას, დაფიქსირებული გვაქვს, რომ ახლა მნიშვნელოვანია სასწრაფოდ დეესკალიაცია. ამისთვის მოთხოვნილი გავქვს ვადამდელი არჩევნები და პატიმრების გამოშვება. მოვუსმენთ და ალბათ, მივიღებთ მათგანაც პასუხს“,- განაცხადა ბიზნესმენმა ბესო ორთოიძემ.

ბიზნესმენი ნოშრევან ნამორაძე – 12 წელია, დაისვენა ქვეყანამ, არც ომში ვართ და არც უკრაინის ვითარება გვაქვს, ქვეყნის აწიოკება არ გამოგივათ

12 წელია, დაისვენა ქვეყანამ, ამ ქვეყნის აწიოკება გინდათ? არ გამოგივათ, – ამის შესახებ ბიზნესმენმა, ნოშრევან ნამორაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. აღნიშნული განცხადება ნოშრევან ნამორაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისა და ბიზნესმენების შეხვედრის დაწყებამდე გააკეთა. „12 წლის წინ სად იყავით? გახსოვთ რამე საერთოდ? არა, არ გახსოვს? სკოლაში იყავი და მოდი, მე მოგიყვები, ჩემთან რა ხდებოდა. 12 წელია, დაისვენა ქვეყანამ, არც ომში ხარ და არც უკრაინის სიტუაცია არ გაქვს, უკრაინაში მოგწონს, რაც ხდებოდა? მერე რა უქნეს ქვეყანას? იგივე გინდა, რომ აქ იყოს ? აწიოკება გინდათ ამ ქვეყნის? არ გამოგივათ“, – მიმართა ბიზნესმენმა ნოშრევან ნამორაძემ „ტვ პირველის“ ჟურნალისტს.

სალომე ზურაბიშვილი – ვიღაცებს ჰგონიათ, შემაშინებენ, მაგრამ 29-ის მერე ვიქნები ის, რაც ვარ, პრეზიდენტი თავისი სიმბოლიკით, თავისი დატვირთვით

ვიღაცებს ჰგონიათ, რომ შემაშინებენ, დამაშინებენ, რაღაც მუქარით მელაპარაკებიან და მგონი, მაინც ვერ მიცნობენ, ან ეს არის მცდელობა, რომ ამაგდონ და ვთქვა, აბა რა. მეორე მხრივ, ძალიან მადლობელი ვარ, მესმის საზოგადოებისგან და ბევრი სხვადასხვა ჯგუფებისგან, დავიცავთ პრეზიდენტსო, მაგრამ დასაცავიც არ ვარ, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ვიდეომიმართვაში განაცხადა. ზურაბიშვილის განცხადებით, ყველაფერი ძალიან ნათელია. მისივე თქმით, ამ ქვეყანაში არეულობა არავის უნდა. „არც მეშინია და ვნახოთ, სად ვიქნები, როგორ ვიქნები 29-ის მერე, მაგრამ ვიქნები ის, რაც ვარ, პრეზიდენტი თავისი სიმბოლიკით, თავისი დატვირთვით, თავისი დამოუკიდებლობით და იქნება ეს პრეზიდენტი თქვენი, ყველას მსახური, თქვენ გემსახურებით, როგორც ვემსახურები ქვეყანას და სამშობლოს. ასე რომ, ყველაფერი ძალიან ნათელია. ყველაფერი ძალიან მარტივია. მინდა, ხაზი გავუსვა აუცილებლად, რომ არავის ამ ქვეყანაში არ უნდა არეულობა. ხელისუფლების, უფრო სწორად მმართველი პარტიის გეგმებში, სცენარებში, ზოგიერთი სცენარი ჩვენც გვაქვს ნანახი, აწვებიან იმას, რომ იქნება არეულობა, იქნება სამოქალაქო დაპირისპირება და რაღაცნაირად, ამ სცენარს უწყობენ ხელს. ნაძვის ხის მომენტი იყო ეს, გუშინაც ალბათ იმედი ჰქონდათ, ამიტომ იყო ამდენი პოლიციელი თავმოყრილი თავისუფლების მოედანზე. ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ქვეყანა მშვიდობიანად გაივლის ახალი არჩევნების ეტაპს. „შიგადაშიგ აბრალებენ პოლიტიკურ პარტიებს, რომ მათ უნდათ გადატრიალება, რევოლუცია, ამიტომ უნდა დაიჭირონ, გააუქმონ პარტიები და ა.შ. მეც მაბრალებენ რადიკალიზმს, არ ვიცი, სად დაინახეს. ჩვენ გვინდა ამ ქვეყნის მომავალი დემოკრატიულ, ევროპულ და ამერიკულ ქვეყნებთან ერთად და ამისთვის არანაირი არეულობა არ გვაწყობს. გვაწყობს ქვეყნის განვითარება და ქვეყნის განვითარებას სჭირდება მშვიდობა. თქვენ, რომლებიც ამდენს ლაპარაკობდით მშვიდობაზე, რეალურად გვაშინებდით გარე ომის საფრთხით, რომელიც ჯერ გაურკვეველი და გაუგებარია, ახლა გინდათ, დაგვაშინოთ შიდა ომით, არც ერთი არ გამოვა და არც მეორე. ეს ქვეყანა წავა თავისი გზით, მშვიდობიანად, გაივლის ახალი არჩევნების ეტაპს, იქნება ძალიან წარმატებული და ძლიერი“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

ბოლო სიახლეები