საქართველოს ხელისუფლებამ სასწრაფოდ უნდა შეასრულოს პრიორიტეტული რეკომენდაციები, რომ დაიბრუნოს ნდობა, აღიარება და უზრუნველყოს ევროპული მომავალი, – ამის შესახებ გაფართოების საკითხებში ევროკომისარი მარტა კოსი სოციალურ ქსელში წერს.
„ეუთო/ოდირის საბოლოო ანგარიში ადასტურებს სერიოზულ ნაკლოვანებებს საქართველოს ბოლოდროინდელ საპარლამენტო არჩევნებზე.
ხელისუფლებამ სასწრაფოდ უნდა შეასრულოს პრიორიტეტული რეკომენდაციები, რომ დაიბრუნოს ნდობა, აღიარება და უზრუნველყოს ევროპული მომავალი, რომლის გამო ასიათასობით საქართველოს მოქალაქე ქუჩაში გამოდის“, – წერს მარტა კოსი სოციალურ ქსელში, რომლის თარგმანსაც საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს.