ორშაბათი, დეკემბერი 23, 2024

ირაკლი კობახიძე – საქართველოს კონსტიტუციის და კანონმდებლობის თანახმად, ხელახალი არჩევნების დანიშვნის საფუძველი არ არსებობს

ხელახალი არჩევნები შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ცესკო ან სასამართლო, მათ შორის საკონსტიტუციო სასამართლო არჩევნების შედეგებს გააბათილებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, ცესკო-მ შეაჯამა არჩევნების შედეგები, საკონსტიტუციო სასამართლომაც დაადასტურა არჩევნების ლეგიტიმურობა, შესაბამისად, ხელახალი არჩევნების დანიშვნის საფუძველი არ არსებობს.

„რაც შეეხება არჩევნების დანიშვნას, აქ სამართლებრივად მარტივად არის საქმე, არჩევნების დანიშვნას აქვს სამი კონკრეტული საფუძველი ჩვენი კონსტიტუციისა და კანონმდებლობის მიხედვით. რაც შეეხება ხელახალ არჩევნებს, ხელახალი არჩევნები შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ცესკო ან სასამართლო, მათ შორის საკონსტიტუციო სასამართლო არჩევნების შედეგებს გააბათილებს. თქვენ იცით, რომ ცესკო-მ შეაჯამა არჩევნების შედეგები, სასამართლოშიც განხილული იქნა ყველა საჩივარი. საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა თავად სალომე ზურაბიშვილმა, ოპოზიციურ პარტიებთან და „ენჯეოებთან“ ერთად და საკონსტიტუციო სასამართლომაც დაადასტურა არჩევნების ლეგიტიმურობა. შესაბამისად, ხელახალი არჩევნების დანიშვნის საფუძველი არ არსებობს ჩვენი კონსტიტუციის და კანონმდებლობის თანახმად. რაც შეეხება მორიგ არჩევნებს, მორიგი არჩევნები ინიშნება მას შემდეგ, რაც პარლამენტს ამოეწურება ოთხწლიანი ვადა. ცხადია, რომ ეს საფუძველიც არ არსებობს. რიგგარეშე არჩევნები კონსტიტუციის თანახმად ინიშნება ერთადერთ შემთხვევაში, როდესაც პარლამენტი ნდობას არ უცხადებს მთავრობის შემადგენლობას. როგორც მოგეხსენებათ, პარლამენტმა ნდობა გამოუცხადა მთავრობის შემადგენლობას, შესაბამისად, ეს მესამე საფუძველიც არ არის სახეზე. აქედან გამომდინარე, პრეზიდენტის შესაბამისი განცხადება იქნებოდა სრულიად კომიკური, თუმცა კომიკურთან ერთად ეს იქნებოდა სისხლის სამართლის დანაშაულიც. სისხლის სამართლის კოდექსში არის შესაბამისი ჩანაწერები, რომლებიც ასეთი ქმედებისთვის ითვალისწინებს მრავალწლიან სასჯელს, თავისუფლების აღკვეთის სახით. ვიღაც ჭკვიანმა ურჩია სალომე ზურაბიშვილს, ეს არ გაეკეთებინა, მან საბოლოო ჯამში, ითხოვა ერთი დღე, დღეს 21:00 საათამდე და კიდევ აქვს მოსაფიქრებელი დრო ამისთვის. ვნახოთ, ვინ გადაწონის, ვიღაც ჭკვიანი, თუ სალომე ზურაბიშვილი, რომელიც არ არის ვიღაც ჭკვიანი. საბოლოო ჯამში, შეიძლება ითქვას, რომ „დიფ სთეითი“ არ ჩერდება, თუმცა, ხელისუფლება ბოლომდე მიიყვანს დაწყებულ საქმეს და არა მხოლოდ სახელმწიფოს დაიცავს, არამედ, სისტემასაც ბოლომდე გაწმენდს აქაური „დიფ სთეითის“ ნარჩენებისგან. ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა ქართული სახელმწიფოს და ჩვენი საზოგადოების წინაშე“, – განაცხადა პრემიერმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

შალვა პაპუაშვილი – კახელებმა თავისი სათქმელი 26 ოქტომბერს საკმარისზე ხმამაღლა თქვეს – ეს იყო ჩვენი მარშიც, ბრძოლაც და გამარჯვებაც, ქედმაღალი სიტყვები ვერ შეცვლის...

კახელებმა თავისი სათქმელი 26 ოქტომბერს საკმარისზე ხმამაღლა თქვეს და არავინ იფიქროს, რომ ვინმე, 105 831 ამომრჩევლისთვის თვალის არიდებას შეძლებს, - წერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში. როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, "ეს იყო ჩვენი მარშიც, ბრძოლაც და გამარჯვებაც. ქედმაღალი სიტყვები ვერ შეცვლის სინამდვილეს, აღქმების დრო დასრულდა". "რაც შეგვეხება კახელებს. კახელებმა თავისი სათქმელი 26 ოქტომბერს საკმარისზე ხმამაღლა თქვეს და არავინ იფიქროს, რომ ვინმე, 105 831 ამომრჩევლისთვის თვალის არიდებას შეძლებს. საგარეჯო - 66% სიღნაღი - 63% დედოფლისწყარო - 66% თელავი - 55% გურჯაანი - 62% ახმეტა - 56% ყვარელი - 57% ლაგოდეხი - 62% ეს იყო ჩვენი მარშიც, ბრძოლაც და გამარჯვებაც. ქედმაღალი სიტყვები ვერ შეცვლის სინამდვილეს, აღქმების დრო დასრულდა,” - წერს შალვა პაპუაშვილი.

მარგუს ცაჰკნა – საქართველოს ხელისუფლების ქმედებები უპასუხოდ არ დარჩება

საქართველოს ხელისუფლების ქმედებები უპასუხოდ არ დარჩება, – ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარგუს ცაჰკნამ განაცხადა. როგორც ცაჰკნამ აღნიშნა, დასავლეთის ყურადღების ქვეშ რჩება ანტისახელისუფლებო მასშტაბური საპროტესტო აქციები. მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება ვერ შეძლებს, ჩაახშოს სიტყვის თავისუფლება და ადამიანის უფლებები ისე, რომ ამას შედეგები არ მოჰყვეს. ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ქართველი ხალხი განაგრძობს ქუჩაში გამოსვლას და უარს ამბობს, შეეგუოს ხელისუფლების გადაწყვეტილებას ევროპასა და დემოკრატიაზე უარის თქმასთან დაკავშირებით. „პროტესტის მონაწილეთა სასტიკი დარბევა დაუშვებელია და საბედნიეროდ, ბოლო დღეებში ჩვენ ვხედავთ მრავალ გადაწყვეტილებას, რომელიც ადასტურებს, რომ საქართველოს ხელისუფლების ქმედებები შეუმჩნეველი და უპასუხოდ არ დარჩება“, – განაცხადა ცაჰკნამ. მისი თქმით, ბალტიის ქვეყნებმა პირველებმა დააწესეს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა მიმართ სანქციები ადამიანის უფლებათა დარღვევის გამო. „სასიამოვნოა იმის ხილვა, თუ როგორ უჭერენ ამ ინიციატივას მხარს სხვა ქვეყნები. ამ კვირაში ასეთივე ზომები მიიღო დიდმა ბრიტანეთმა და შეერთებულმა შტატებმა, რომლებმაც სანქციები რიგი ქართველი მაღალჩისნოსნების მიმართ შემოიღეს“, – განაცხადა ცაჰკნამ. ამასთან ცაჰკნა აღნიშნავს, რომ ევროკავშირმა მიიღო გადაწყვეტილება დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტის მფლობელთათვის უვიზო რეჟიმის შეჩერებაზე.

თუ საყოველთაო გაფიცვა არ იქნება არაფერი გამოვა, სხვამ იმუშაოს და ჩვენ გავიფიცოთ? – გიორგი უშიკიშვილი

„თუ საყოველთაო გაფიცვა იქნება 2-3 დღეში ყველაფერი დამთავრდება,“ – ამის შესახებ გიორგი უშიკიშვილი აცხადებს.   როგორც მუსიკოსი აღნიშნავს, მხოლოდ მომღერლებისა და მსახიობების გაფიცვა შედეგს ვერ მოიტანს. „ძალიან სასიამოვნოა, რომ მომღერლები და მსახიობები გაიფიცნენ, მაგრამ აქ გამოსავალი არის ერთი რაღაც, ჩემი აზრით, რამდენ ხანს უნდა გაიფიცონ მარტო მომღერლები და მსახიობები? თუ საყოველთაო გაფიცვა იქნება 2-3 დღეში ყველაფერი დამთავრდება. თუ საყოველთაო გაფიცვა არ იქნება არაფერი არ გამოვა. რამდენ ხანს უნდა გავიფიცოთ? ყველას ვალდებულებები აქვს, შვილები ჰყავთ და ა.შ. სხვამ იმუშაოს და ჩვენ გავიფიცოთ?“ – აღნიშნავს უშიკიშვილი „ტვ პირველის“ ეთერში.

„კლინიკაში გული გაუჩერდა…“ – ავარიას ორი ადამიანი ემსხვერპლა

ფარეხასთან, ახალციხე–ადიგენის დამაკავშირებელ  გზაზე, მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა. ერთი პირი ადგილზე, ხოლო მეორე - კლინიკაში გარდაიცვალა. ინფორმაციას „ტვ 9“ ავრცელებს. კლინიკა „იმედში“ განმარტავენ, რომ დაშავებული ქალი მათთან პოლიტრამვებით შევიდა და ექიმების მცდელობის მიუხედავად, გული მალევე გაუჩერდა. ავტოსაგზაო შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ მოხდა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა, მომხდარის შედეგად ერთი პირი ადგილზე გარდაიცვალა, ორი კი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე 276-ე მუხლით მიმდინარეობს.

თავიანთ მომხრეებს მოდელირებულ ცხოვრებას თავაზობენ მოცემულობით – “ელექტრონულ არჩევნებში 300 ათასი ხმა გაყალბდა” და თავგანწირული სლოგანით “მაიმუნს არასდროს ერქმევა ობეზიანა” – მამუკა მდინარაძე

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე, რუსთაველის გამზირზე დღეს გამართულ მორიგ აქციას და იქ შეკრებილებთან სალომე ზურაბიშვილის გამოსვლას სოციალურ ქსელში ეხმაურება. "დღეს გუშინდელზე ორჯერ მეტი ხალხი შეუკრიბეს სალომეს. ანუ მათი დათვლით 400 ათასი ადამიანი. რომ ვთქვა, რეალურად 6 ათასი იყო-თქო, მთელი ღამე კლავიატურასთან და ბანერების მომზადებაში უნდა გაათენონ და იყოს 400 000. ისე, რას უშვებიან თავიანთ მომხრეებს, მოდელირებულ ცხოვრებას თავაზობენ მოცემულობით - "ელექტრონულ არჩევნებში 300 ათასი ხმა გაყალბდა" და თავგანწირული სლოგანით "მაიმუნს არასდროს ერქმევა ობეზიანა", - წერს მამუკა მდინარაძე.

ბოლო სიახლეები