ილონ მასკი სოციალური ქსელით გერმანიაში, მაგდებურგში, საშობაო ბაზრობაზე მომხდარ თავდასხმას ეხმაურება.
„შოლცი ახლავე უნდა გადადგეს, არაკომპეტენტური სულელი“, – წერს ილონ მასკი „იქსზე“.
ცნობისთვის, გერმანიაში, საშობაო ბაზრობაზე მანქანა ხალხში შევარდა, დაღუპულია, სულ მცირე, ერთი ადამიანი, ხოლო 80-მდე პირი დაშავდა.