კვირა, დეკემბერი 22, 2024

სპეციალური საგამოძიებო სამსახური – აქციის მონაწილეთა მიმართ სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტებისა და ჟურნალისტებისთვის ხელშეშლის ფაქტებზე გამოძიება აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს

სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში ნოემბერსა და დეკემბერში თბილისში, საპროტესტო აქციის მონაწილეთა მიმართ განხორციელებული სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტებისა და ჟურნალისტების პროფესიულ საქმიანობაში უკანონო ხელშეშლის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით, გამოძიება აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

ამის შესახებ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურის პრესსამსაუხრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

ინფორმციაშია ნათქვამია, რომ ნოემბერსა და დეკემბერში უწყებაში სხვადასხვა წყაროდან შევიდა შეტყობინებები, რომელიც სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების მხრიდან აქციის მონაწილეების და ცალკეული ჟურნალისტების უფლებების დარღვევის შემთხვევებს ეხებოდა.

„სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა შემოსულ თითოეულ შეტყობინებაზე სწრაფი სამართლებრივი რეაგირება მოახდინა. გამოძიების დაწყებიდან დღემდე გამოკითხულია 291 პირი, მათ შორის 38 ჟურნალისტი. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა აქციაზე დაშავებული 164 პირის მიმართ დაინიშნა. სამსახურის მიერ მოპოვებული იქნა მედიით და საჯარო ინტერნეტ-სივრცეში გასული ჩანაწერები, მიმდინარეობს საპროტესტო აქციის გამართვის ადგილზე და მიმდებარე ქუჩებზე დამონტაჟებული სამეთვალყურეო ვიდეოკამერების ჩანაწერების შესწავლა. ამ ეტაპისთვის მოპოვებული ჩანაწერების ჯამური ხანგრძლივობა 1100 საათს აღემატება. მტკიცებულებათა შეგროვების მიზნით, სასამართლო განჩინების საფუძველზე, ამოღებული იქნა 36 პირის ტანსაცმელი, რომელზეც დაინიშნა ბიოლოგიური და ტრასოლოგიური ექსპერტიზები. დროებითი მოთავსების იზოლატორებიდან და თბილისის საქალაქო სასამართლოდან მიმდინარეობს აქციაზე დაკავებულ პირთა ადმინისტრაციული სამართალწარმოების მასალების გამოთხოვა და შესწავლა.

სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში მიმდინარეობს საპოლიციო ღონისძიებების განხორციელებასა და დაშავებულ მოქალაქეთა დაკავებაში მონაწილე სამართალდამცავების გამოკითხვები. გამოძიება, ფაქტობრივი გარემოებების დადგენის და ცალკეული სამართალდამცავების იდენტიფიცირების მიზნით, ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედებას ატარებს. შესაბამის მტკიცებულებებზე დაყრდნობით, საქართველოს პროკურატურის დადგენილებით, დაზარალებულის სტატუსი მიენიჭა ყველა იმ მოქალაქეს, რომლებმაც დაზარალებულად ცნობაზე ბრალდების მხარეს მიმართეს. სპეციალური საგამოძიებო სამსახური აქციაზე დაშავებული მოქალაქეების უფლებების დასაცავად კანონით გათვალისწინებულ ყველა საშუალებას იყენებს. ამ მიზნით თითოეულ მათგანს უტარდება სამედიცინო ექსპერტიზა, მათი დაზიანების დოკუმენტირებისთვის კლინიკებიდან ხდება სამედიცინო დოკუმენტების გამოთხოვა, გამოძიება სწავლობს მათ მიერ გამოკითხვაში დაფიქსირებულ ყველა გარემოებას, თითოეულ პირს და მათ უფლებადამცველებს სისხლის სამართლის საქმის მასალებთან წვდომის და გაცნობის შესაძლებლობა ეძლევა, მაქსიმალურად ინფორმირებული არიან მიმდინარე გამოძიების პროცესის თაობაზე.

სპეციალური საგამოძიებო სამსახური, იმ რესურსით, რომელიც უწყებას გააჩნია, თითოეულ დანაშაულებრივ ფაქტზე სამართლებრივი შედეგის დასადგომად, მაქსიმალურ ძალისხმევას წევს და საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. სამსახური, გამოძიების მიმდინარეობისა და შედეგების შესახებ ინფორმაციას საზოგადოებას ეტაპობრივად მიაწვდის“, – ნათქვამია სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

შემირცხვენია ის ევროპა, ბავშვის ცრემლს ხარკად რომ მოითხოვს – შალვა პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში ვიდეოს აზიარებს, სადაც ჩანს, რომ ქუთაისში, ნაძვის ხის ანთების ღონისძიების დროს აქციის მონაწილეები ბავშვებს ფოტოების გადაღების საშუალებას არ აძლევენ. “შემირცხვენია ის ევროპა, ამ ბავშვის ცრემლს ხარკად რომ მოითხოვს”- წერს შალვა პაპუაშვილი.  

ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრი: საქართველოს არჩევნებთან დაკავშირებით ჩვენს შეშფოთებას ეუთო/ოდირის დასკვნაც ადასტურებს, არჩევნები როდესაც დარღვევებით ტარდება, დემოკრატია საფრთხეშია

ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით ეუთო/ოდირის დასკვნის შემდეგ სერიოზულ შეშფოთებას გამოთქვამს. ესპენ ბარტ ეიდე სოციალურ ქსელში წერს, რომ არჩევნების დარღვევებით ტარდება და დემოკრატია საფრთხეშია. „საქართველოში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით ჩვენს სერიოზულ შეშფოთებას ეუთო/ოდირი თავის საბოლოო დასკვნაში ადასტურებს. არჩევნები როდესაც დარღვევებით ტარდება, დემოკრატია საფრთხეშია“, – წერს ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრი. თარგმანი: პირველი არხი

საავტომობილო გზების დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ფარავნისუღელტეხილზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. მათივე ცნობით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ120 (ფარავნის უღელტეხილი) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია

გიორგი გახარია – დარწმუნებული ვარ, ევროპული სახელმწიფოები არც ერთ შემთხვევაში არ აღიარებენ ჩატარებულ არჩევნებს – რა თქმა უნდა, სანქციების პოლიტიკა უნდა გაძლიერდეს

ის პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე იმყოფება. „24-ე დღე რომ შედგა, ეს არის დიდი გამარჯვება და რაც მთავარია, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეუთო/ოდირის დასკვნის, საბოლოო შეფასების შემდეგ, რომელმაც ფაქტობრივად დაადასტურა იმ ხალხის შეფასებები, რომლებიც აქ დგანან 24-ე დღე-ღამეა და იცავენ არჩევანის უფლებას, ქვეყნის ევროპულ მომავალს და იცავენ იმ უკანონოდ დაპატიმრებული ადამიანების უფლებებს, რომ ისინი გათავისუფლებული იყვნენ, რომლებიც 300-400 ადამიანი იქნება. ჩვენ, თუ ყველამ ერთად, ეს წნეხი აქციების საშუალებით ქუჩაში, მშვიდობიანად არ გავაგრძელეთ, ჩვენ თუ დასავლელი მეგობრები არ მოგვეხმარნენ ამ არჩევნების არაღიარების პოლიტიკის გატარებაში, განსაკუთრებით ეს ეუთო/ოდირის შეფასების შემდეგ ბევრად უფრო მარტივი იქნება, დარწმუნებული ვარ, ევროპული სახელმწიფოები არც ერთ შემთხვევაში არ აღიარებენ ამ არჩევნებს. რა თქმა უნდა, სანქციების პოლიტიკა უნდა გაძლიერდეს. იმისთვის, რომ საქართველოს მოსახლეობის ინტერესები დავიცვათ, დასანქცირებული უნდა იყვნენ კონკრეტული ინდივიდები, რომელთაც ბრალი მიუძღვით იმ უკანონობებში თუ ძალადობებში, რომელიც ამ ქვეყანაში ხდება. ამ სამი მიმართულებით წნეხის პირობებში ჩვენ მივაღწევთ პოლიტიკურ შედეგს. უნდა გათავისუფლდეს ყველა უკანონოდა დაკავებული და ნაცემი, ასევე ახალი არჩევნების თარიღი უნდა დასახელდეს. რაც უფრო სწრაფად დაასახელებს არჩევნების თარიღს „ოცნება“, მით უკეთესი იქნება ქვეყნისთვის და მათთვისაც. რაც უფრო გაწელავს ამ დროს, მით უფრო მტკივნეული იქნება მათთვის და იქნება ცუდი ქვეყნისთვის“, - განაცხადა გახარიამ.

იაგო ხვიჩია: თუ გომელაური დაასანქცირე ახლა რაც ხდება იმის გამო, მაშინ გახარია არ უნდა დაგესანქცირებინა იმის გამო, რაც გახარიამ მოაწყო?

თუ გომელაური დაასანქცირე ახლა რაც ხდება იმის გამო, მაშინ გახარია არ უნდა დაგესანქცირებინა იმის გამო, რაც გახარიამ მოაწყო? - განაცხადა „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ იუთუბ არხზე „დილის პოლიტიკურ live“-ში. „წარმოიდგინეთ რომელი გაგიყვანთ დემოკრატიულ მომავალში- გვარამია? ხაზარაძე? გახარია? ის რომ დაგავიწყდათ გახარია რომ ხალხს ძუყნიდა მიტინგზე და გომელაურის სანქციები რომ გიხარიათ. რა განსხვავება არის. იმ დროს უბრალოდ არ ასანქცირებდნენ საქართველოს მთავრობის წევრებს ხალხის ცემის გამო, თორემ გახარია არ იქნებოდა დასანქცირებული თავისი შინაარსით? თუ გომელაური დაასანქცირე ახლა რაც ხდება იმის გამო, მაშინ გახარია არ უნდა დაგესანქცირებინა იმის გამო, რაც გახარიამ მოაწყო? თუ მიშა? რომ იძახიან კოალიცია რაღაცას დაალაგებდაო, არ არის ეს კანონმდებლობა ისე მოწყობილი, რომ კოალიციები დალაგდეს“-განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ბოლო სიახლეები